მეხუთე მატჩის მთავარი სიურპრიზი აღმოჩნდა "ოტავას" მეკარე კრეიგ ანდერსონი. პლეი ოფის ერთ-ერთმა ყველაზე საიმედო მეკარემ, თავის კარიერაში, ალბათ, ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა.
ანდერსონმა პირველი შაიბა შორიდან დარტყმის შემდეგ გაუშვა - მეკარეს მართებდა მაატას
"ოტავას" სამწვრთნელო შტაბმა ანდერსონი მეორე მეკარით შეცვალა, მაგრამ მაიკ კონდონმა მეორე დარტყმის შემდეგ გაუშვა, მხოლოდ წუთი და 28 წამი ითამაშა და ისევ სათადარიგოთა სკამზე დაჯდა. ანდერსონი კარში დაბრუნდა და მისი მიმართულებით პირველივე დარტყმა გოლით დასრულდა - თანაც სკოტ უილსონმა უარყოფითი კუთხიდან გაუტანა.
რა თქმა უნდა, "ოტავას" მატჩის გადარჩენის შანსი აღარ ჰქონდა. დარჩენილ 40 წუთში "პიტსბურგმა" კიდევ სამჯერ შეძლო სტუმრების კარის აღება. "პინგვინების" შვიდივე გოლი სხვადასხვა ჰოკეისტმა გაიტანა. მასპინძლების კაპიტანმა სიდნი კროსბიმ გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა და პლეი ოფში მისი ქულების მონაგარი ასამდე ავიდა.
პიტსბურგი-ოტავა 7:0
4:0, 1:0, 2:0
გოლები: 1:0 მაატა-2 (რასტი-1), 2:0 კროსბი-7 (დელეი-2, მალკინი-15), 3:0 რასტი-6 (ბონინო-2, როუნი-1), 4:0 ს. უილსონი-2 (როუნი-2, ბონინო-3), 5:0 კულენი-2 (შტრაიტი-2, როუნი-3), 6:0 კესელი-7 (კროსბი-12, მალკინი-16), 7:0 დელეი-1 (კესელი-11, მალკინი-17).
სერია: 3-2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"