ჰოკეი. NHL. პლეი ოფი: მეშვიდე მატჩი იქნება

AutoSharing Option
აღმოსავლეთ კონფერენციიდან სტენლის თასის ფინალისტს სერიის მეშვიდე მატჩი გამოავლენს. "ოტავამ" შეძლო მეექვსე მატჩში მიღებული შოკიდან გამოსვლა, როცა შვიდი უპასუხო შაიბა მიიღო საკუთარ კარში. ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი იყო "სენატორების" მეკარესთან კრეიგ ანდერსონთან დაკავშირებით, რომელმაც მეხუთე შეხვედრაში სუსტი შთაბეჭდილება დატოვა.

საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ სწორედ ანდერსონის დამსახურებაა ის, რომ ამ სერიაში მეშვიდე მატჩი შედგება.

თავიდან "ოტავასთვის" არც ისე კარგად მიდიოდა საქმე. თითქმის თანაბარ პირველ პერიოდში გოლი არ გასულა, მაგრამ მეორე პერიოდში მოვლენები უფრო სწრაფად განვითარდა. ჯერ "პიტსბურგს" გოლი არ ჩაუთვალეს, მაგრამ
მალე ევგენი მალკინმა მაინც გახსნა ანგარიში. "ოტავა" სტენლის თასიდან გავარდნის პირას დადგა.

"პიტსბურგმა" უპირატესობის განვრცობა სცადა, მაგრამ სასწაულებს ახდენდა მასპინძლების მეკარე კრეიგ ანდერსონი. მარტო მეორე პერიოდში მან 22 დარტყმა მოიგერია, ამასობაში კი მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობა გაითამაშეს და ანგარიში გათანაბრდა.

მესამე პერიოდში "ოტავამ" გადამწყვეტი შტურმი მოაწყო გადარჩენისთვის. მაიკ ჰოფმანის უძლიერესმა და უზუსტესმა დარტყმამ და ანდერსონის კიდევ 12-მა სეივმა "ოტავას" 2:1 მოაგებინა და მეშვიდე მატჩში გადაიყვანა აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალური სერია.

ცნობისთვის, ანდერსონმა ამ მატჩში 45 დარტყმა მოიგერია.

ოტავა-პიტსბურგი 2:1
0:0, 1:1, 1:0
გოლები: 0:1 მალკინი-7 (კოული-7, ს. უილსონი-3), 1:1 ბ. რაიანი-6 (ტარისი-5, ე. კარლსონი-14), 2:1 ჰოფმანი-6 (კლაესონი-3, მაკარტური-6).
სერია: 3-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ოტავას მმწვრთნელი,არ მეგონა თუ ანდერსონის დააყენებდა იმ თამაშის შემდეგ.ენდო და გაუმართლა კიდეც იმედები.ძალიან გაუჭირდება მე მგონი დღეს "პიტსბურგს" მაგრამ მალკინი დღესდღეობით ყველაზე მაგარი ჰოკეისტი მგონია მსოფლიოში.თუმცა საბოლოო ჯამში თასს მგონია "ნეშვილი"აიღებს
კახა ქირია
17:38 25-05-2017
0

სიახლეები პოპულარული