საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისლანდია დაამარცხა

AutoSharing Option
დღს, 16 აპრილს, ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის ა ჯგუფში საქართველოს ნაკრები ისლანდიას დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლები არტიომ კურბატოვმა, ივან მაროვმა, დანილა სლესარევმა და ნიკიტა ბუკიამ გაიტანეს.

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მომდევნო შეხვედრას ხვალ, 17 აპრილს, ისრაელის წინააღდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
პატივცემულო ნიკალა! ძალიან სასიხარულოა ასეთი ინფორმაციის მოწოდება, მაგრამ ძალიან მწირი. არ გესწავლებათ პატივცემულო, მაგრამ იქნებ ჩვენი ნაკრების მთლიანი შემადგენლობაც დაგეწერათ, რა პერსპექტივები გვეხატება წინ, მოკლედ ცოტაოდენი განვრცობა ინფორმაციის არ გვაწყენდა. მადლობა
ვარ ჰოკეის დიდი გულშემატკივარი ძველი თაობის.არ დავმალავ და ბავშვი გახარებული ვიყავი საბჭოთა ნაკრებმა კანადა რომ დაამარცხა 1972-ში. ხარლამოვზე ვაფრენდი, თითქმის ყველა მახსოვს გვარებით (არ გამომიხტეთ და რუსოფობია არ დამწამოთ,თორემ გადავალ ჭკუიდან:)))
ბავშვობაში ხის კლიუშკებიც(ყვინჯი ჰქვია თუ არ ვცდები)გავაკეთეთ და თოვლზეც მოგვისხამს წყალი და გაგვიყინავს.ციგურები სად გვქონდა ბათინკებით დავსრიალობდით. გვქონდა მუხლები ჩალურჯებული და იდაყვები დასიებული. მოკლედ მძიმე მაგრამ მხიარული ბავშვობა მქონდა :)
ამას რატომ ვამბობ, არსებობენ საქრთველოში ადამიანები, ვისაც ეს სპორტი მოსწონს(კომენტარებიც ამის დასტურია) და ძალიანაც გაუხარდებათ ჩვენი ნაკრების წინსვლა, თუნდაც იქ ამჟამად წარმოშობით რუსები თამაშობენ არაერთი წელია,მადლობა მათ ამისთვის...
ვუერთდები ბევრი ქომაგი აზრს,რომ საჭიროა თანამედროვე სტანდარტების მქონე ერთი საციგურაო დარბაზი მაინც. წარმატებები ისრაელთან დღევანდელ მატჩში
Mr.kostaia
17 აპრილი 2023 13:40
0
ყინულის დარბაზი რო არ გაქ და ისლანდიას მოუგებ...დიშვილს ვფიცავარ მაგარია
აქაური
17 აპრილი 2023 13:38
0
შენ მოდი ჯერ ქართული ისწავლე ნორმალურად და მერე წერე კომენტარები.
G.LA-ს
17 აპრილი 2023 06:50
1
ოვეჩკინი და პანარინი დაიმატეთ და გავალთ მთავარ ჯგუფში მსოფლიოზე.
გია პაპა
17 აპრილი 2023 02:33
0
ისლანდიის დამარცხება არაა პატარა საქმე. ისრაელს და დანარჩენებს აბა კი გავანადგურებთ. ჰოკეის მესი დავიმატეთ თუ რა ხდება?
გიორგი
17 აპრილი 2023 01:11
0
აუშენეთ ამ ბიჭებს ყინულის მოედანი, რომ აღარ დაიტანჯონ სხვა ქვეყანაში წასვლა და ვარჯიში! ამდენ მიღწევებს აკეთებენ და ჩვენგან მხოლოდ ნორმალურ ყინულის სასახლეს ითხოვენ.
გიორგი
17 აპრილი 2023 00:56
0
გაგიმარჯოთ, მაგრამ სახალისო თემაა:) საუდის არაბეთს დავანგრევთ!
გიორგი
17 აპრილი 2023 00:40
1
რამდენი დაპირებები, რა გახდა ერთი ყინულის სასახლი აშენება!
gia jashi
17 აპრილი 2023 00:03
0
წარმატებები და კვლავ წარმატებები ჩვენს ჰოკეისტთა ნაკრებს!!!...იქნებ თქვენი დახმარებით საქართველო ჰოკეის ქვეყნად ჩამოყალიბდეს!!...
კობა
16 აპრილი 2023 20:54
2
მხოლოდ რუსები თამაშობენ თუ როგორაა
Nukri
16 აპრილი 2023 19:13
14

სიახლეები პოპულარული