ჰოკეის ეროვნული ლიგის ვიცე-პრეზიდენტმა ბილ დეილმა განაცხადა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მოთამაშეთა პროფკავშირების ყოფილი თავმჯდომარის, პოლ კელის სიტყვები ლიგის 32 გუნდამდე გაზრდის შესახებ.
“არ არსებობს გეგმა ლიგის 32 გუნდამდე გაფართოების შესახებ, - ამბობს დეილი TNS-ისთვის მიცემულ კომენტარში. - ჩვენ შეგვეძლო განგვეხილა ეს იდეა, მაგრამ დღეს მზად არ ვართ ამის გასაკეთებლად. მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი სპორტული ლიგა ისურვებდა
* * *
რეგულარული ჩემპიონატის 31 იანვრის სათამაშო დღის შემდეგ ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ პირველ ვარსკვლავად დაასახელა "ვანკუვერის" მეკარე რობერტო ლუონგო, რომელმაც "კოლორადოს" წინააღმდეგ 24 დარტყმა მოიგერია და "შათაუტი" შეასრულა.
მეორე ვარსკვლავი გახდა "ოტავას" მეკარე კრეიგ ანდერსონი, რომელიც "მონრეალთან" მატჩში 31 დარტყმას გადაეღობა. რაც შეეხება მესამე ვარსკვლავს, ეს სტატუსი ერგო ასევე მეკარეს - "ედმონტონის" კარის დარაჯს დევან დუბნიკს - მან "ფინიქსთან" მატჩში 27 სეივი განახორციელა.
მინესოტა-ჩიკაგო 3:2 (ბ)
1:2, 1:0, 0:0, 0:0
გოლები: 1:0 კულენი-1 (სეტოგუჩი-2, გრანლუნდი-2), 1:1 შოუ-1 (ბიკელი-3, პ. კეინი-8), 1:2 ტეივზი-4 (მარიან ჰოსა-4), 2:2 კლატურბეკი-1 (გიბერტი-4).
ბულიტები გაიტანეს: პარიზე (მინესოტა), ტეივზი (ჩიკაგო), კულენი (მინესოტა).
ოტავა-მონრეალი 5:1
1:1, 3:0, 1:0
გოლები: 0:1 პლეკანეცი-4 (მარკოვი-4, დიასი-8), 1:1 ო'ბრაიენი-3 (ე. კარლსონი-4, კონდრა-2), 2:1 ალფრედსონი-1 (ვირჩიოკი-3, ტარისი-3), 3:1 ზიბანეჯადი-1 (გრინინგი-2, ბენუა-2), 4:1 ფილიპსი-2 (ზ. სმიტი-2, გრინინგი-3), 5:1 კ. ნილი-2 (ბენუა-3, ზ. სმიტი-3).
ფინიქსი-ედმონტონი 1:2 (ო)
0:1, 0:0, 1:0, 0:1
გოლები: 0:1 პეტრელი-1 (რ. სმიტი-1, სემ განიე-5), 1:1 ნ. ჯონსონი-2 (მოსი-3, ვრბატა-5), 1:2 იაკუპოვი-4 (რაიან უიტნი-3, ტ. ჰოლი-7).
ვანკუვერი-კოლორადო 3:0
1:0, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 გარისონი-1, 2:0 ლაპიერი-1, 3:0 კასიანი-5 (ჰამჰუისი-4, ედლერი-4).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: სამი ვარსკვლავი