ჰოკეისტი სამუდამოდ პარალიზებული დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
კინაღამ ტრაგედიით დასრულდა შვეიცარიის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩი "ოლტენსა" და "ლანგენტალს" შორის.

"ოლტენის" მცველმა რონი კელერმა მატჩის მსვლელობისას ხერხემლის მძიმე ტრავმა მიიღო.

როგორც შვეციარიის ჰოკეის ლიგის ოფიციალური ვებგვერდი წერს, ჰოკეისტი დაზარლდა იმ ძალისმიერი ილეთის გამო, რომელიც "ლანგენტალის" მცველმა სტეფან შნიდერმა შეასრულა. შეჯახების შემდეგ, კელერი ტრიბუნების დამცავ ბარიერს თავით შეასკდა.

კელერი განძრევას ვერ ახერხებდა. ის სასწრაფოდ დააწვინეს საკაცეზე და მოედნიდან გაიყვანეს. მაყურებლები და მოთამაშეები კარგა ხანი შოკში იყვნენ მომხდარის გამო. მოთამაშე სასწრაფოდ რეანიმაციაში გადაიყვანეს, სადაც მას დიაგნოზი დაუსვეს - ხერხემლის მეოთხე
მალის დაზიანება.

კლინიკის მთავარი ექიმის მაიკლ ბლუმბერგერის თქმით, ტვინი არ დაზიანებულა, მაგრამ ჰოკეისტი, შესაძლოა, სამუდამოდ პარალიზებული დარჩეს.

VideoSportall.Ge
ჰოკეისტი შეჯახების შედეგად სამუდამოდ პარალიზებული დარჩა


პროფკავშირი თანახმაა
მოთამაშეთა პროფკავშირმა მოიწონა ჰოკეის ეროვნული ლიგის გეგმა გუნდების ოთხ დივიზიონში გადანაწილებისა და კონფერენციათა შემადგენლობის შეცვლის შესახებ.

"პროფკავშირების აღმასრულებელ საბჭოსთან განხილვის შემდეგ, ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ რეორგანიზაციის შესახებ, რომელიც 2013-14 წლების სეზონის წინ განხორციელდება", - ამბობს პროფკავშირების თავმჯდომარე დონალდ ფერი.

ახლა, იგივე პროცედურა უნდა გაიაროს NHL-ის დირექტორთა საბჭომ, რაც მომავალ კვირას არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ლიგის ხელმძღვანელთა წინადადების თანახმად, 2013-14 წლების სეზონში დასავლეთ კონფერენციაში იქნება ორი დივიზიონი, თითოში 7 გუნდით, აღმოსავლეთშიც ორი დივიზიონი, ოღონდ 8-8 გუნდისგან შემდგარი. "დეტროიტი" და "კოლამბუსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში გადავლენ, "ვინიპეგი" - დასავლეთში.

* * *
"ფილადელფია ფლაიერზის" 38 წლის მცველი კრის პრონგერი მზად არ არის კარიერის დასასრულებლად. სპორტსმენის თქმით, მას არასოდეს ჰქონია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ასეთი სერიოზული პრობლემები. ჰოკეისტს უქვეითდება მხედველობა და პერიოდულად თავის ტკივილი აწუხებს. თუმცა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი მოედანზე დაბრუნებას იმედოვნებს.

"გამოჯანმრთელებისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგი, მაგრამ ჯერ გრძელი გზაა გასავლელი. საშინელებაა, როცა ვარჯიში არ შეგიძლია, - ამბობს ჰოკეისტი. - უბრალოდ ზიხარ სახლში, მიირთვემ ათასგვარ საზიზღრობას და წონაში იმატებ. ახლა, ჩემი მიზანია - აღვიდგინო ჯანმრთელობა, გავიუმჯობესო მხედველობა და განვაახლო კარიერა".

NHL. რეგულარული ჩემპიონატი

ბოსტონი-ტორონტო 4:2
1:0, 2:1, 1:1
გოლები: 1:0 პ. ბერჟერონი-6 (სეგუინი-11, მარჩანდი-7), 1:1 კარდი-11 (მაკარტური-7, გუნარსონი-7), 2:1 სეგუინი-6 (მარჩანდი-8, პ. ბერჟერონი-14), 3:1 კრეიჩი-6 (ფერენსი-5, ლუჩიჩი-9), 3:2 მაკლემანი-5 (გრაბოვსკი-5, გუნარსონი-8), 4:2 სეგუინი-7 (პ. ბერჟერონი-15).

ნიუ ჯერსი-ბაფალო 3:2 (ბ)
0:0, 0:1, 2:1, 0:0
გოლები: 0:1 ვანეკი-13 (ენისი-11, ოტი-9), 0:2 ფლინი-1 (სეკერა-4, ფოლინო-8), 1:2 ენრიკე-7 (კოვალჩუკი-13), 2:2 ელიაში-7 (კლარკსონი-8, ე. გრინი-7).
ბულიტები გაიტანეს: კლარკსონი (ნიუ ჯერსი), ელიაში (ნიუ ჯერსი).

აილენდერსი-რეინჯერსი 1:2 (ო)
1:0, 0:0, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 გრაბნერი-10 (კ. მაკდონალდი-5, ე. მაკდონალდი-4), 1:1 ნეში-8 (სტეპანი-9, ჰაგელინი-5), 1:2 გაბორიკი-8 (ნეში-12, სტეპანი-10).

ფილადელფია-პიტსბურგი 4:5
4:1, 0:3, 0:1
გოლები: 1:0 ვორაჩეკი-11 (კ. ჟირუ-17, ტიმონენი-13), 1:1 კუნიტცი-13 (ლეტანგი-19, კროსბი-26), 2:1 რინალდო-3 (გროსმანი-3, ტელბოტი-5), 3:1 ტიმონენი-3 (რინალდო-1, ფედოტენკო-6), 4:1 ვორაჩეკი-12 (ტიმონენი-14), 4:2 დუპუი-8 (კროსბი-27, კუნიტცი-17), 4:3 ჯ. ნილი-15 (ბენეტი-3), 4:4 ტაილერ კენედი-3 (კუკი-7, ბ. სატერი-5), 4:5 კუნიტცი-14 (კროსბი-28, დუპუი-6).

ვაშინგტონი-ფლორიდა 7:1
4:0, 1:0, 2:1
გოლები: 1:0 ერსკინი-3 (ოვეჩკინი-10, ჯ. კარლსონი-6), 2:0 ვოლსკი-4 (ოლეკსი-2, მ. პერო-6), 3:0 ჯ. კარლსონი-4 (ბექსტრიომი-18, ბროუერი-5), 4:0 რიბეირო-9 (ოვეჩკინი-11, ჰენდრიქსი-2), 5:0 ოვეჩკინი-9 (ბროუერი-6, რიბეირო-18), 6:0 ფერი-6 (ვოლსკი-3, რიბეირო-19), 6:1 სკილი-3 (მატიასი-2), 7:1 მ. პერო-3 (ვოლსკი-4, ოლეკსი-3).

კაროლინა-მონრეალი 2:4
0:2, 2:0, 0:2
გოლები: 0:1 პრუსტი-4 (ემელინი-7, ელერი-10), 0:2 გორგესი-2 (პრუსტი-4, სუბანი-9), 1:2 ჯ. სტაალი-6 (ფოლკი-7), 2:2 ბოუმენი-2 (უელში-1), 2:3 ელერი-3 (გორგესი-4, პრუსტი-5), 2:4 სუბანი-6 (მარკოვი-10, ელერი-11).

კოლამბუსი-ვანკუვერი 2:1 (ო)
1:0, 0:0, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 უმბერგერი-4 (ფოლინო-9, იოჰანსენი-4), 1:1 ჰ. სედინი-5 (ჰამჰუისი-12, დ. სედინი-15), 2:1 კალვერტი-4 (ტიუტინი-12, ჯ. ჯონსონი-8).

ტამპა ბეი-ვინიპეგი 1:2
0:1, 0:0, 1:1
გოლები: 0:1 ტანგარდი-1, 1:1 სტემკოსი-18 (სან ლუი-25, მელოუნი-2), 1:2 ლიტლი-4 (ლედი-10).

დეტროიტი-ედმონტონი 3:0
0:0, 2:0, 1:0
გოლები: 1:0 კინდლი-2 (ივსი-5, ლეშოფი-3), 2:0 ემერტონი-2 (დ. მილერი-3, დაციუკი-16), 3:0 აბდელკადერი-1 (ზეტერბერგი-20, ბრუნერი-8).

ფინიქსი-სენტ ლუისი 3:6
1:1, 1:3, 1:2
გოლები: 0:1 კ. სტიუარტი-9 (პიეტრნაჯელო-11, პერონი-9), 1:1 მოსი-3 (გორდონი-6), 2:1 დოუნი-7 (ჰანზალი-4), 2:2 ბერგლუნდი-10 (ჯეკმენი-5, კ. სტიუარტი-9), 2:3 ბერგლუნდი-11 (პერონი-10, კ. სტიუარტი-10), 2:4 ნიკოლი-1 (შვარცი-4), 2:5 სობოტკა-4 (კ. სტიუარტი-11, პერონი-11), 2:6 პიეტრნაჯელო-5 (ოში-11, ბეკსი-13), 3:6 იენდლი-5 (სალივანი-6, მორისი-7).

ლოს ანჯელესი-დალასი 2:5
1:1, 1:1, 0:3
გოლები: 0:1 იაგრი-8 (ჯეიმი ბენი-9, გოლიგოსკი-11), 1:1 ლუისი-3 (კინგი-5, მარტინესი-2), 2:1 ჯ. კარტერი-16 (პენერი-6, მ. რიჩარდსი-11), 2:2 იკინი-4 (გოლიგოსკი-12, ლეჰტონენი-1), 2:3 მოროუ-6 (იკინი-11, რ. სმიტი-2), 2:4 იაგრი-9 (ჯეიმი ბენი-10, დელეი-3), 2:5 რუსელი-5 (როი-12).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ლიგა სახეს იცვლის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული