NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ლიგა სახეს იცვლის

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ წარმოადგინა რეგულარული ჩემპიონატის რეორგანიზაციის გეგმა. როგორც ESPN წერს, ჩემპიონატის ახალი სტრუქტურის დეტალური გეგმა გაეგზავნა ლიგის ყველა კლუბის ხელმძღვანელობას. ამ გეგმის მიხედვით, დივიზიონების რიცხვი შემცირდება ექვსიდან ოთხამდე, დასავლეთ კონფერენციაში კი დღევანდელი 15 გუნდის ნაცვლად, 14 დარჩება.

ახლა, დივიზიონები შემდეგ სახელებს მიიღებენ.

დასავლეთი
წყნარი ოკეანე
: ანაჰაიმი, კალგარი, ედმონტონი, ლოს ანჯელესი, ფინიქსი, სან ხოსე, ვანკუვერი;
შუა დასავლეთი: ჩიკაგო, კოლორადო, დალასი, მინესოტა, ნეშვილი, სენტ ლუისი, ვინიპეგი.

აღმოსავლეთი
ცენტრალური
: ბოსტონი, ბაფალო, დეტროიტი, ფლორიდა, მონრეალი, ოტავა, ტამპა ბეი, ტორონტო;
ატლანტიკი: კაროლინა, კოლამბუსი,
ნიუ ჯერსი, აილენდერსი, რეინჯერსი, ფილადელფია, პიტსბურგი, ვაშინგტონი.

რეგულარული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, თითო დივიზიონიდან სამ-სამი გუნდი ავტომატურად მოხვდება პლეი ოფში. დანარჩენ ოთხ საგზურს მიიღებს ორ-ორი გუნდი, რომლებსაც საუკეთესო შედეგები ექნებათ თავიანთ კონფერენციებში (პლეი ოფში პირდაპირ გასული გუნდების შემდეგ).

თუ გეგმას მოიწონებს მოთამაშეთა პროფკავშირი და NHL-ის დირექტორთა საბჭო, ჩემპიონატის ახალი ფორმატი ძალაში 2013-14 წლების სეზონიდან შევა.

* * *
ამასობაში, ლიგაში ორი ტრეიდი განხორციელდა. "ლოს ანჯელეს კინგზმა" "ფილადელფიაში" გაუშვა ვეტერანი ფორვარდი საიმონ განიე, რის ნაცვლად მიიღო მომავალი დრაფტის მესამე რაუნდში არჩევანის უფლება.

მეორე ტრეიდი განხორციელდა "დალასსა" და "მონრეალს" შორის. "სტარზმა" დათმო ფორვარდი ერიკ კოული და სანაცვლად მიიღო თავდამსხმელი მაიკლ რაიდერი. გარდა ამისა, კანადურ კლუბს ერგო 2013 წლის დრაფტის მესამე რაუნდში არჩევანის უფლება.

რეინჯერსი-ვინიპეგი 3:4
0:0, 1:3, 2:1
გოლები: 0:1 ო. იოკინენი-4 (ე. კეინი-9, ჰეინსი-5), 0:2 ე. კეინი-8 (პელუზო-1, ანტროპოვი-6), 1:2 კელეჰანი-5 (ემინგერი-1, ჟირარდი-6), 1:3 ო. იოკინენი-5 (პელუზო-2, კლიტსომი-3), 2:3 პიატი-4 (სტრალმანი-1, მ. სტაალი-9), 2:4 ე. კეინი-9 (ბურმისტროვი-4, ჰეინსი-6), 3:4 სტრალმანი-3 (გაბორიკი-5, ბ. რიჩარდსი-10).

აილენდერსი-ბოსტონი 1:4
1:1, 0:2, 0:1
გოლები: 0:1 მაკუეიდი-1 (სეგუინი-8, პ. ბერჟერონი-9), 1:1 ჩიზიკასი-2 (ბეილი-3, ენდრიუ მაკდონალდი-2), 1:2 მარჩანდი-10 (ფერენსი-4, პ. ბერჟერონი-10), 1:3 კრეიჩი-5 (ლუჩიჩი-6, ჰორტონი-4), 1:4 გ. კემპბელი-2 (სეგუინი-9, საიდენბერგი-5).

ტამპა ბეი-ბაფალო 1:2
1:1, 0:0, 0:1
გოლები: 1:0 სტემკოსი-14 (პურსელი-15, კონაჩერი-11), 1:1 ჰოჯსონი-8 (სეკერა-3, ვანეკი-14), 1:2 მიერსი-3 (ვანეკი-15, ჰოჯსონი-9).

ფლორიდა-პიტსბურგი 6:4
1:0, 3:4, 2:0
გოლები: 1:0 კოპეცკი-6 (ბ. კემპბელი-6, კულიკოვი-5), 1:1 ჯ. ნილი-13 (კროსბი-20, კუნიტცი-15), 2:1 კოპეცკი-7 (ფლიშმანი-8, ბ. კემპბელი-7), 3:1 ბ. კემპბელი-5 (კულიკოვი-6, შორი-8), 4:1 გოკი-1 (კოპეცკი-5, ფლიშმანი-9), 4:2 ჯეფრი-2 (ორპიკი-4, ბენეტი-1), 4:3 მარტინი-4 (ჯ. ნილი-7), 4:4 კუნიტცი-8 (კროსბი-21), 5:4 ფლიშმანი-5 (სმიტსონი-2), 6:4 კოპეცკი-8 (გოკი-3, გუდბრასონი-3).

ვაშინგტონი-კაროლინა 3:0
1:0, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 ბექსტრიომი-2 (რიბეირო-16, ოვეჩკინი-7), 2:0 ერსკინი-2 (ბექსტრიომი-13, ჯ. კარლსონი-5), 3:0 ჯ. კარლსონი-3 (პერო-5, ჯ. უორდი-7).

კოლამბუსი-დალასი 4:5 (ო)
0:1, 2:2, 2:1, 0:1
გოლები: 0:1 მოროუ-5 (იკინი-9, გოლიგოსკი-9), 1:1 ნიკიტინი-2 (ტიუტინი-10, ლეტესტუ-4), 1:2 როი-2 (ჯორდი ბენი-3, რუსელი-2), 2:2 დორსეტი-3 (ლეტესტუ-5, პროსპალი-4), 2:3 რუსელი-4 (დილონი-2, რობიდასი-8), 3:3 ატკინსონი-2 (ა. ოკუანი-2, ფოლინო-5), 3:4 იკინი-3 (რ. სმიტი-1, რობიდასი-9), 4:4 უმბერგერი-3 (ფოლინო-6), 4:5 ლ. ერიქსონი-6 (როი-9, დილონი-3).

მინესოტა-კალგარი 2:1 (ო)
0:1, 0:0, 1:0, 1:0
გოლები: 0:1 ტანგეი-6 (კამალერი-8, ბოუმისტერი-7), 1:1 ცუკერი-2 (სეტოგუჩი-4, რ. სატერი-10), 2:1 პარიზე-8 (მ. კოივუ-10, რ. სატერი-11).

სან ხოსე-კოლორადო 3:2 (ბ)
1:1, 1:0, 0:1, 0:0
გოლები: 1:0 კუტური-7 (ჯ. ტორნტონი-15, ჰავლატი-3), 1:1 კობესიუ-2 (ჰეიდა-4, ბორდელო-1), 2:1 გალიარდი-1 (შეპარდი-2, ბარიში-1), 2:2 ოლვერი-2 (მაკლეოდი-2, ჰეიდა-5).
ბულიტები გაიტანეს: ჰანძუში (სან ხოსე), პარენტო (კოლორადო), მარლო (სან ხოსე).

ვანკუვერი-ფინიქსი 2:4
0:1, 1:1, 1:2
გოლები: 0:1 ჩიპჩურა-3 (ბისონეტი-3, სტოუნი-1), 0:2 ბოდკერი-4 (რუნდბლადი-1, ვერმეტი-5), 1:2 გარისონი-3 (კესლერი-4, ჰიგინსი-4), 1:3 ვერმეტი-5 (ბოდკერი-9, კორპიკოსკი-5), 2:3 ჰ. სედინი-3 (დ. სედინი-13, ტანევი-3), 2:4 ჩიპჩურა-4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი - ვორაჩეკი, სტემკოსი, ბიშოპი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული