NHL. პლეი ოფი: "სან ხოსე" მეორე რაუნდშია

AutoSharing Option
"აილენდერსი" და "პიტსბურგი" კვლავაც სიამოვნებას ანიჭებენ გულშემატკივრებს შემტევი და შედეგიანი თამაშით. სერიის მეოთხე მატჩში "პინგვინებს" დაუბრუნდათ გამოჯანმრთელებული ჯეიმს ნილი და ბრუქს ორპიკი.

უფრო მეტიც, ნილმა შეძლო ამ მატჩში ანგარიშის გახსნა, თუმცა მის გოლს რაიმე განსაკუთრებული უპირატესობა "პიტსბურგისთვის" არ მოუტანია, რადგან გუნდები ერთმანეთს ერთ გოლზე შორს არ უშვებდნენ და ინტრიგა შეხვედრას ბოლომდე შეუნარჩუნეს. და მხოლოდ 59-ე წუთზე კეისი სიზიკასის გოლმა მოუტანა "აილენდერსს" ორშაიბიანი უპირატესობა და "პიტსბურგს" უბრალოდ, დრო არ დარჩა შეხვედრის ოვერტაიმში გადასაყვანად.

აილენდერსი-პიტსბურგი 6:4
1:1, 2:2, 3:1
გოლები: 1:0 ბ. სტრეიტი-1
(ვიშნოვსკი-2, სიზიკასი-1), 1:1 ჯ. ნილი-1 (მალკინი-6, იგინლა-5), 2:1 შტრაიტი-1 (ჰამონიკი-1, ბოიესი-1), 2:2 მალკინი-2 (იგინლა-6, ფლერი-1), 2:3 ბ. სატერი-1 (მოროუ-1, კუკი-1), 3:3 ოკსოპო-3 (ჰამონიკი-2, შტრაიტი-3), 3:4 დუპუი-4 (კუნიტცი-2, კროსბი-4), 4:4 შტრაიტი-2 (სიზიკასი-2, ბოიესი-2), 5:4 ტავარესი-2 (ბოიესი-3), 6:4 სიზიკასი-2 (გრაბნერი-2, კ. მაკდონალდი-1).
სერია: 2-2

* * *
"ოტავამ" მესამე გამარჯვება მოიპოვა "მონრეალთან" სერიაში და ძალიან მიუახლოვდა კონფერენციის ნახევარფინალს. "სენატორებს" ამისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რადგან მატჩის ორი მესამედი ისინი მდევრის როლში იმყოფებოდნენ. "მონრეალმა" მეორე პერიოდის სტარტზე ერთი წუთის ინტერვალით ორი შაიბა გაიტანა და სერიოზული ფორა მიიღო.

მაგრამ მესამე პერიოდში "მონრეალის" უპირატესობისგან აღარაფერი დარჩა. ჯერ მიკა ზიბანეჯადმა ციგურით მეტად საეჭვო გოლი გაიტანა, საფინალო სირენამდე 23 წამით ადრე კი "კანადიენსის" კარის წინ ყველაზე მოხერხებული აღმოჩნდა კორი კონაკერი, რომელმაც შაიბა კერი პრასის კარში შეაცურა და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა.

დამატებითი დრო დიდხანს არ გაგრძელებულა. ორწუთნახევრის შემდეგ მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა კაილ ტარისის უზუსტესმა დარტყმამ.

ოტავა-მონრეალი 3:2 (ო)
0:0, 0:2, 2:0, 1:0
გოლები: 0:1 საბენი-1 (პლეკანეცი-3, რაიდერი-1), 0:2 გალჩენიუკი-1 (ჰალპერნი-1, ტინორდი-1), 1:2 ზიბანეჯადი-1 (კ. ნილი-2, გონჩარი-3), 2:2 კონაჩერი-1 (ალფრედსონი-4, ტარისი-2), 3:2 ტარისი-2 (მეტოტი-3, ე. კარლსონი-4).
სერია: 3-1

* * *
ლოგიკურ დასასრულამდე მიდის სერია "ჩიკაგოსა" და "მინესოტას" შორის. "მონრეალისგან" განსხვავებით, რეგულარულის ჩემპიონმა არ გაუკეთა საჩუქარი მეტოქეს. "ბლეკჰოქსი" ასევე ორი შაიბით იგებდა მატჩს პირველი ორი პერიოდის შემდეგ (დუბლი შეასრულა პატრიკ შარპმა) და სტუმრებმა არა მხოლოდ შეინარჩუნეს ეს უპირატესობა, არამედ მესამე პერიოდში მესამე შაიბაც გაიტანეს - შეხვედრას წერტილი ეფექტური დარტყმით ბრაიან ბიკელმა დაუსვა - 3:0.

რთული წარმოსადგენია, რომ "მინესოტა" სტუმრად შეძლებს მოგებას და ამ სერიის გაგრძელებას, მით უმეტეს, "ველურებს" პირველი ორი მეკარე ტრავმირებული ჰყავთ და კარის დაცვა რანგით მესამე გოლკიპერს, დარსი კემპერს უწევს.

მინესოტა-ჩიკაგო 0:3
0:1, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 შარპი-3 (ჰანზუში-2, მარიან ჰოსა-2), 0:2 შარპი-4, 0:3 ბიკელი-3 (შოუ-3).
სერია: 1-3

* * *
ზედიზედ მეორე სეზონში სამარცხვინოდ გამოვარდა პირველივე რაუნდიდან "ვანკუვერი". ამ გუნდისთვის სეზონი ისე დასრულდა, რომ ვერც რეგულარულში და ვერც პლეი ოფში ერთხელაც ვერ მოუგო "სან ხოსეს".

მესამე პერიოდის წინ "ზვიგენები" დამაჯერებლად აკონტროლებდნენ შეხვედრას და იგებდნენ – 2:1, მაგრამ "ვანკუვერმა" ბრჭყალები გამოაჩინა და მოგებაც შეეძლო - ხუთი წუთი ვერ გაძლო და ჯო პაველსკის შეხვედრა ოვერტაიმში გადააყვანინა - 3:3.

დამატებით დროში უფრო მეტი მომენტი "სან ხოსეს" ჰქონდა. მე-14 წუთზე დანიელ სედინმა იუხეშა ტომი უინგელსის წინააღმდეგ და მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობა მიიღეს. "შარქსს" 15 წამი დასჭირდა ზედმეტი მოთამაშის გასათამაშებლად, რამაც მათ მატჩში და სერიაში გამარჯვება მოუტანა.

"სან ხოსე" პირველი გუნდია, რომელიც მეორე რაუნდში გავიდა და ახლა "სენტ ლუისისა" და "ლოს ანჯელესის" წყვილში გამარჯვებულს ელოდება.

სან ხოსე-ვანკუვერი 4:3 (ო)
2:1, 0:0, 1:2, 1:0
გოლები: 1:0 ბერნსი-1 (ჰენანი-2, ჯ. ტორნტონი-3), 1:1 რეიმონდი-1 (ჰამჰუისი-1), 2:1 პაველსკი-3 (კუტური-4, მარლო-1), 2:2 ბაროუზი-2 (დ. სედინი-3, ჰ. სედინი-3), 2:3 ედლერი-1 (ბაროუზი-1, რეიმონდი-1), 3:3 პაველსკი-4 (კუტური-5, ჯ. ტორნტონი-4), 4:3 მარლო-4 (ჯ. ტორნტონი-5, დ. ბოილი-3).
სერია: 4-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. პლეი ოფი: ყველგან გაურკვევლობაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული