NHL. პლეი ოფი: ტიტულის დაცვა გრძელდება

AutoSharing Option
სერიის მეშვიდე მატჩი ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა, რომელიც მთლიანი დაპირისპირების კულმინაციად მიიჩნევა.

აქ ყოველი შეცდომა, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს, ყოველი წარმატებული მოქმედება - გამარჯვების მომტანი. ცნობისთვის, "ლოს ანჯელესს" უკანასკნელად სერიის მეშვიდე მატჩში შორეულ 1993 წელს ჰქონდა მოგებული, როცა იმ გუნდში დიადი უეინ გრეტცკი თამაშობდა, თან "კინგზს" სერიის მეშვიდე მატჩებში უარყოფითი ბალანსი ჰქონდა.

მასპინძლებმა გადამწყვეტი დარტყმა მეორე პერიოდში მიაყენეს მეტოქეს, როცა ორჯერ აიღეს "შარქსის" მეკარის, ანტი ნიემის კარი. პირველი გოლი ჯასტინ უილიამსმა რიცხობრივ უპირატესობაში გაიტანა, მისივე მეორე შაიბა კი მატჩის მშვენება გამოვიდა: ვოინოვის,
კოპიტარისა
და უილიამსის სამსვლიანი კომბინაცია ცარიელ კუთხეში ერთი შეხებით დარტყმით დასრულდა.

ასევე შთამბეჭდავი იყო "სან ხოსეს" საფინალო შტურმი კუიკის კართან, მაგრამ "ზვიგენებმა" მხოლოდ ერთი საპასუხო შაიბა გაიტანეს. საბოლოოდ, უილიამსის დუბლი საკმარისი აღმოჩნდა "ლოს ანჯელესისთვის" ზედიზედ მეექვსე სერიის მოსაგებად.

ასე რომ, სტენლის თასის მოქმედი მფლობელი აგრძელებს გზას ტიტულის დასაცავად. ბოლოს ზედიზედ ორჯერ თასი მოიგო იმავე "დეტროიტმა" (1997 და 1998). სავსებით შესაძლებელია, რომ "ლოს ანჯელესის" მეტოქე სწორედ "რედ უინგზი" გახდეს, რომელსაც ასევე მეშვიდე მატჩი ელის სტუმრად "ჩიკაგოსთან".

ლოს ანჯელესი-სან ხოსე 2:1
0:0, 2:0, 0:1
გოლები: 1:0 ჯასტინ უილიამსი-3 (ვოინოვი-2, დაუტი-3), 2:0 ჯასტინ უილიამსი-4 (კოპიტარი-5, ვოინოვი-3), 2:1 დ. ბოილი-3 (პაველსკი-8).
სერია: 4-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. პლეი ოფი: აქაც შვიდ მატჩამდე გაიწელა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული