ასეა თუ ისე, კალიფორნიელებს მესამე მატჩში მხოლოდ მოგებაზე უნდა ეფიქრათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ.
მნიშვნელოვანი მომენტი იყო "ლოს ანჯელესის" საუკეთესო ბომბარდირის მაიკ რიჩარდსის ტრავმა, რის გამოც ამ ჰოკეისტმა სერიის მეორე მატჩი გამოტოვა. დეივ ბოლანდთან შეჯახებისას მიღებული
"ლოს ანჯელესმა" პირველივე წუთებიდან შტურმი მოუწყო სტუმრებს და ძალიან მალე წაიყვანა ანგარიში. ვიაჩესლავ ვოინოვმა მარცხენა ფლანგზე გახსნილი ჯასტინ უილიამსი შეამჩნია, დიაგონალური პასი არ დაუგვიანა და ფორვარდისთვის პრობლემა არ აღმოჩნდა ახლო კუთხეში გატანა. "ჩიკაგომ" ვერ შეძლო გაშვებულ გოლზე დროული რეაგირება და მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ დაღლილი გამოიყურებოდა.
მეორე ოცწუთეულის შუაში მასპინძლებმა ორამდე გაზარდეს სხვაობა და აქაც, პირველ პლანზე გამოვიდა "კინგზის" რუსი მცველი ვოინოვი. ტაილერ ტოფოლიმ დროული პასი მისცა ვოინოვს, რომელმაც ერთი შეხებით ძლიერი დარტყმა გადაწყვიტა, მაგრამ ყვანჯი გატყდა და შაიბა ნელი სიჩქარით გასრიალდა ყინულზე: რუსს გაუმართლა - "ჩიკაგოს" მეკარე კორი კროუფორდმა ხელმეორედ რეაგირება ვერ მოასწრო და კურიოზული გოლი გაუშვა.
სწორედ ვოინოვის გოლი გახდა გამარჯვების. ამ ჰოკეისტს წლევანდელ პლეი ოფში ხუთი შაიბა აქვს გატანილი აქედან ოთხმა "ლოს ანჯელესს" გამარჯვება მოუტანა.
მეორე გოლის შემდეგ მოხდა ეპიზოდი, რომელიც ცალკე აღნიშვნის ღირსია. "ბლეკჰოქსის" მცველი დანკან კიტი ყინულზე დავარდნილი ხელთათმანის აღებას ცდილობდა, როცა ხელში დაარტყმა მიიღო ჯეფ კარტერისგან. კიტმა იქვე უპასუხა მეტოქეს - სახეში ჯოხი ჩაარტყა. ამის გამო, "ჩიკაგოს" მცველმა თავისი გუნდი ოთხი წუთით დატოვა რიცხობრივ უმცირესობაში, ხოლო, როცა მოედანზე დაბრუნდა, კარტერთან მივიდა ბოდიშის მოსახდელად. პლეი ოფის ასეთ მაღალ ეტაპზე, როცა ფეარ პლეის პრინციპებს იშვიათად იცავენ, ეს მართლაც უნიკალური შემთხვევაა.
"ჩიკაგომ" მეორე პერიოდის ბოლოს გატანილი შაიბით შეუნარჩუნა შეხვედრას ინტრიგა, მაგრამ მესამე ოცწუთეულის ბოლოსკენ "კინგზის" მიერ ცარიელ კარში გატანილმა გოლმა მასპინძლებს ნერვული ფინალი ააცილა თავიდან.
წლევანდელ პლეი ოფში "ლოს ანჯელესს" ჯერ საკუთარ მოედანზე მატჩი არ წაუგია და თუ "მეფეები" მეოთხე შეხვედრაშიც გაიმეორებენ წარმატებას, სერიაში ყველაფრის თავიდან დაწყება გახდება საჭირო.
ლოს ანჯელესი-ჩიკაგო 3:1
1:0, 1:1, 1:0
გოლები: 1:0 ჯასტინ უილიამსი-6 (ვოინოვი-6, სკუდერი-3), 2:0 ვოინოვი-5 (ტოფოლი-3, ჯ. კარტერი-4), 2:1 ბიკელი-7, 3:1 დ. კინგი-1 (ჯ. კარტერი-5, მეტ გრინ-2).
სერია: 1-2
განახლებული "დალასი" და მოდანოს ცხრიანი
"დალას სტარზის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ხმარებიდან ამოიღოს მე-9 ნომერი, რომლითაც "ვარსკვლავების" რიგებში ამერიკელი ფორვარდი მაიკ მოდანო თამაშობდა.
"დალასის" საშინაო არენის თაღზე მოდანოს მაისურის აღმართის საზეიმო ცერემონია 2014 წლის 8 მარტს გაიმართება. მაიკი მეოთხე მოთამაშეა "დალასის" ისტორიაში, ვისაც ამგვარი პატივი ხვდა წილად. მანამდე, "სტარზმა" შემდეგი მოთამაშეები დააფასა: ნილ ბროტენი (მე-7 ნომერი), ბილ გოლდსუორთი (8) და ბილ მასტერტონი (19).
შეგახსენებთ, რომ მაიკ მოდანო "დალასის" ყველა დროის ლიდერია ჩატარებული მატჩების (1459), გატანილი გოლების (557), შედეგიანი გადაცემებისა (802) და ქულების (1359) რაოდენობით.
გარდა ამისა, "სტარზმა" წარმოადგინა სათამაშო ფორმის განახლებული დიზაინი, აგრეთვე კლუბის ახალი ლოგო. ამ მაისურებით "დალასი" უკვე შემდეგ სეზონში გამოჩნდება მოედანზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. პლეი ოფი: "პინგვინებს" თამაში დაავიწყდათ