NHL-ის სეზონის წინ: საუკეთესოები

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის მოახლოებული რეგულარული ჩემპიონატის წინ, ESPN-მა 100 საუკეთესო ჰოკეისტის სია შეადგინა. რეიტინგი ექსპერტების გამოკითხვის შედეგად შედგა, რომლებიც მოთამაშეებს 10-ბალიანი სისტემით აფასებდნენ. შეფასებები შეკრიბეს და საშუალო მაჩვენებელი გამოიყვანეს.

თავდამსხმელების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა "პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტანი სიდნი კროსბი (9.96 ქულა), მეორეზეა კროსბის თანაგუნდელი ევგენი მალკინი - 9.57 ქულა, მესამეზე - "ჩიკაგო ბლეკჰოქსის" კაპიტანი ჯონათან ტეივზი - 9.52. მხოლოდ მეშვიდე პოზიციაზე აღმოჩნდა NHL-ის რუსი ვარსკვლავი, "ვაშინგტონ კეპიტალზის" ლიდერი ალექსანდ ოვეჩკინი (9.13).

ESPN-ის ვერსიით მცველებს შორის პირველ სამეულში მოხვდნენ: ზდენო ხარა
("ბოსტონი"), რაიან სუტერი ("მინესოტა") და ში უებერი ("ნეშვილი").

25 საუკეთესო მეკარის რეიტინგს სათავეში ჩაუდგა "ნიუ იორკ რეინჯერსის" გოლკიპერი ჰენრიკ ლუნდკვისტი. მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მეკარე ჯონათან კუიკი და "ბოსტონის" წევრი ტუუკა რასკი.

ჰოკეის ეროვნული ლიგის ახალი სეზონი პირველ ოქტომბერს დაიწყება, რეგულარული ჩემპიონატი კი ფინიშზე 2014 წლის 14 აპრილს მივა.

მსოფლიო ყოველ წელს იქნება
ამ დღეებში პორტუგალიაში მიმდინარეობს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის 137-ე კონგრესი. მისასალმებელ სიტყვაში ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა რენე ფაზელმა ილაპარაკა მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე და კლუბებს შორის საერთაშორისო ტურნირებზე.

"ჩვენ გავაგრძელებთ მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარებას ყოველ წელს, მათ შორის, ოლიმპიურ სეზონებშიც. ეს ახალგაზრდა მოთამაშეებს საერთაშორისო ტურნირებზე საკუთარი დონის წარმოჩენის საშუალებას მისცემს. ტურნირი კვლავინდებურად მაისის პირველ კვირას დაიწყება.

რაც შეეხება ფორმატს, გავაგრძელებთ ჩემპიონატის თამაშს 16 გუნდით. სავარაუდოდ, ისინი ორ ჯგუფად დაიყოფიან, თუმცა ეს საკითხი ჯერ განსახილველია ჩვენს კომერციულ პარტნიორებთან.

ევროპულ ტოპ-კლუბებთან და ლიგებთან ერთად შევქმენით სპეციალური საბჭო (ევროპული საკლუბო ტურნირები), რომელიც პასუხს აგებს ამ პროექტზე. და ახლა, ეს ორგანიზაცია მომავალი ტურნირის კომერციულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების პროცესშია. იმედია, მზადების ეს სტადია უახლოეს კვირას დასრულდება და 2014-15 წლებში სეზონში ჩავატარებთ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას",
- ამბობს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რიგში ჩადექი, სიდ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული