NHL. რეგულარული ჩემპიონატი: პირველი განთავისუფლებული

AutoSharing Option
ხუთი დღეა, რაც ჰოკეის ეროვნულ ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დაიწყო და უკვე ერთ გუნდში გაანთავისუფლეს მთავარი მწვრთნელი. კერძოდ, "ფილადელფია ფლაიერზიდან" დაითხოვეს ამერიკელი სპეციალისტი პიტერ ლავიოლეტი.

"მფრინავებმა" ჩააგდეს სეზონის სტარტი - პირველ სამ მატჩში ყველა წააგეს. 7 ოქტომბერს "ფილადელფია" "კაროლინა ჰარიკეინზთან" დამარცხდა და კონფერენციაში ბოლო ადგილამდე დაქვეითდა. სწორედ ამ მატჩის შემდეგ გამოცხადდა ლავიოლეტის გადაყენების შესახებ. დროებით მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებელი იქნება კრეიგ ბერუბი, - იტყობინება NHL-ის ოფიციალური ვებგვერდი.

პიტერ ლავიოლეტი გუნდს 2009 წლიდან ხელმძღვანელობს. ამერიკელ სპეციალისტთან ერთად "ფილადელფიამ" ორჯერ მიაღწია სტენლის თასის
მეოთხედფინალამდე და ერთხელ ფინალში ითამაშა.

კაროლინა-ფილადელფია 2:1
1:0, 1:1, 0:0
გოლები: 1:0 ჰარისონი-1 (მერფი-1, სკინერი-2), 1:1 ლ. შენი-1 (ნიუბერი-1), 2:1 დვორაკი-2 (სკინერი-3).

ვინიპეგი-ანაჰაიმი 2:3
2:1, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 ლედი-1 (ველერი-1, ენსტრიომი-4), 1:1 მ. პერო-2 (სილფვერბერგი-1, ლავჯოი-1), 2:1 ლედი-2 (ველერი-2, ლიტლი-1), 2:2 კოლიანო-1 (ვინიკი-1, ს. კოივუ-1), 2:3 პერი-1.

კალგარი-ვანკუვერი 4:5 (ო)
1:1, 1:0: 2:3, 0:1
გოლები: 0:1 ბუტი-1 (გარისონი-2, ედლერი-2), 1:1 ჯორდანო-1 (დ. ჯონსი-2, გლენკროსი-1), 2:1 ბეკლუნდი-1 (გალიარდი-2, ჰუდლერი-1), 3:1 მონეჰანი-2 (სტემპნიაკი-2, ო'ბრაიენი-1), 3:2 ჰანსენი-2 (დ. სედინი-3), 3:3 სანტორელი-1 (ჰ. სედინი-5, ჰიგინსი-1), 3:4 ვაისი-1 (რიჩარდსონი-1, ჰამჰუისი-1), 4:4 დ. ჯონსი-2 (ჰუდლერი-2, ბროდი-2), 4:5 სანტორელი-2 (ბიეკსა-1, სტენტონი-1).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ტორონტოს" ორიდან ორი აქვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული