პირველი 20 წუთის შემდეგ "ფლაიერზი" მშვიდად იგებდა მინიმალური ანგარიშით, მაგრამ პირველი შესვენების დასრულებისთანავე დაიწყო სტუმრების კოშმარი: "მფრინავების" კარში ხუთი შაიბა შევარდა, აქედან პირველი ორი 39 წამის ინტერვალით. "ფილადელფიას" მთავარმა მწვრთნელმა კრეიგ ბერუბიმ მხოლოდ მეექვსე გაშვებული შაიბის შემდეგ შეცვალა მეკარე რეი ემერი. ამ უკანასკნელისთვის ეს მატჩი პრინციპული იყო, რადგან ემერი შარშან "ჩიკაგოს" ღირსებას იცავდა. ის ვერ გაუმკლავდა ყოფილი თანაგუნდელების იერიშებს და ირონიული შეძახილებიც დაიმსახურა იმ დროს, როცა
"ჩიკაგო" ბოლო პერიოდში ძალიან შედეგიან თამაშს აჩვენებს. ამ გუნდს უკვე 129 შაიბა დაუგროვდა, რაც ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია. შედარებისთვის, გოლების რაოდენობით მეორე ადგილზე მყოფ "ანაჰაიმს" 106 შაიბა აქვს გატანილი. რაც მთავარია, "ჩიკაგო" ასევე ყველას ჯობნის ქულების რაოდენობით - 51.
ტორონტო-ლოს ანჯელესი 1:3
0:1, 1:0, 0:2
გოლები: 0:1 დაუტი-6 (მ. რიჩარდსი-20, ჯ. კარტერი-6), 1:1 ფრანსონი-1 (კესელი-14, გარდინერი-9), 1:2 ჯ. კარტერი-8 (ვოინოვი-10, ნოლანი-2), 1:3 კლიფორდი-3 (ტოფოლი-7, მ. რიჩარდსი-21).
ჩიკაგო-ფილადელფია 7:2
0:1, 5:1, 2:0
გოლები: 0:1 ვორაჩეკი-5 (ტიმონენი-7, ჟირუ-16), 1:1 კიტი-2 (შარპი-16, პ. კეინი-24), 2:1 შოუ-10 (ბოლიგი-5, ოდუია-7), 3:1 ჰანძუში-3 (კრუგერი-11), 3:2 დაუნი-3 (ბრეიდენ შენი-10, შტრაიტი-10), 4:2 ვერსტიგი-5 (საადი-13, მარიან ჰოსა-12), 5:2 ტეივზი-13 (შარპი-17, მარიან ჰოსა-13), 6:2 სიბრუკი-3 (ჰანძუში-4, ვერსტიგი-12), 7:2 შარპი-15 (პ. კეინი-25, მარიან ჰოსა-14).
ანაჰაიმი-მინესოტა 2:1
0:0, 2:0, 0:1
გოლები: 1:0 გრანტი-2 (კოლიანო-8, ვინიკი-13), 2:0 პერი-21 (ლინდჰოლმი-8, გეტცლაფი-22), 2:1 პომინვილი-15 (რ. სატერი-16, მ. კოივუ-18).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ისევ ტრავმები