წლევანდელ სეზონში, NHL-ში ერთბაშად 15 გუნდს აქვს ასპროცენტიანი დასწრება: "დეტროიტს", "ჩიკაგოს", "მონრეალს", "ფილადელფიას", "ტორონტოს", "კალგარის", "ვანკუვერს", "პიტსბურგს", "ვაშინგტონს", "მინესოტას", "ლოს ანჯელესს", "რეინჯერსს", "ბოსტონს", "სან ხოსესა" და "ვინიპეგს". ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კი მხოლოდ რვა გუნდი დაიკვეხნის ასპროცენტიანი დასწრებით და საკალათბურთო რეიტინგში "ჩიკაგო ბულზი" ლიდერობს.
ჰოკეის კლუბებს შორის, დასწრების მხრივ, ლიდერია "დეტროიტი", რომლის არენა 118.5 პროცენტით ივსება (საშუალოდ მატჩში 23
რა თქმა უნდა, ჰოკეის ეროვნულ ლიგას ძალიან ეხმარება შვიდი კანადური კლუბი, რადგან ამ ქვეყანაში ჰოკეი სპორტის ნომერ პირველი სახეობაა, მაგრამ აღნიშნულ რეიტინგში ათი ამერიკული გუნდის შესვლა აშშ-ში ჰოკეის პოპულარობის ზრდაზე მეტყველებს. ამასთან, NBA-ს სატელევიზიო რეიტინგები კვლავაც უფრო მაღალია ჰოკეის მატჩებზე.
ფილადელფია-მონრეალი 3:1
2:0, 1:1, 0:0
გოლები: 1:0 კუტური-8 (ლეკავალიე-8, მეზაროში-5), 2:0 რინალდო-1 (ლ. შენი-3, მეზაროში-6), 3:0 რაფლი-3 (მეზაროში-7, ბ. შენი-17), 3:1 პლეკანეცი-14 (ბ. ჯონტა-16).
ჩიკაგო-რეინჯერსი 2:3
0:2, 2:0, 0:1
გოლები: 0:1 ბ. რიჩარდსი-11 (კელეჰანი-9, მ. სტაალი-3), 0:2 ზუკარელო-11 (დელ ზოტო-8, ლუნდკვისტი-2), 1:2 ტეივზი-16 (შარპი-22, კიტი-40), 2:2 ბოლიგი-4 (კრუგერი-14), 2:3 ჰაგელინი-11 (მ. სტაალი-4, ბ. რიჩარდსი-20).
კოლორადო-ოტავა 4:3 (ო)
2:1, 0:2, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 მაკგინი-10 (ე. ჯონსონი-13, ჰოლდენი-4), 2:0 ჰეიდა-5 (ლანდესკოგი-20, შჩასტნი-19), 2:1 მაკარტური-15 (რაიანი-19), 2:2 სპეცა-12 (მაკარტური-18, ე. კარლსონი-30), 2:3 ტარისი-11 (სტოუნი-1, ე. კარლსონი-31), 3:3 შჩასტნი-13 (ლანდესკოგი-21, ბერი-8), 4:3 ბერი-3 (შჩასტნი-20, ლანდესკოგი-22).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"