სავარაუდოდ, ტორტორელას რამდენიმე მატჩით დისკვალიფიკაციას მისცემენ. სწორედ ასე მოიქცა ლიგის ხელმძღვანელობა 1999 წელს, როცა "მონრეალის" ფორვარდმა შეინ კორსონმა "ფლორიდას" გასახდელში შეღწევა სცადა მცველ ედ ჯოვანოვსკისთან ურთიერთობის
* * *
ამასობაში, კანადის ჰოკეის ფედერაციამ სოჭის ოლიმპიადისთვის ნაკრების კაპიტანი დანიშნა. პირველად ეროვნულ გუნდს კაპიტნის რანგში ყინულზე გაიყვანს "პიტსბურგ პინგვინზის" ლიდერი, 26 წლის ფორვარდი სიდნი კროსბი. მისი ასისტენტები იქნებიან: ფორვარდი ჯონათან ტეივზი და მცველი ში უებერი.
"ეს უდიდესი პატივია ჩემთვის, მაგრამ არ მგონია, რომ ბევრი რამ შეიცვლება კაპიტნის სამკლავურის მიღების შემდეგ. ჩვენს გუნდში ბევრი ლიდერი და გამოცდილი მოთამაშეა. ადრე არასოდეს ვყოფილვარ ოლიმპიური ნაკრების კაპიტანი. ამიტომაც წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო", - განაცხადა კროსბიმ.
2010 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალში სწორედ კროსბიმ გაუტანა ოვერტაიმში გამარჯვების შაიბა აშშ-ის ნაკრებს და თავის გუნდს 3:2 მოაგებინა.
სოჭის ოლიმპიადაზე კანადის ნაკრები B ჯგუფში ითამაშებს ფინეთის, ავსტრიისა და ნორვეგიის ნაკრებებთან ერთად.
ჩიკაგო-ბოსტონი 3:2 (ბ)
1:1, 1:1, 0:0, 0:0, 2:1
გოლები: 1:0 მარიან ჰოსა-20 (შარპი-25, ჰიალმარსონი-18), 1:1 მარჩანდი-13 (პ. ბერჟერონი-18, მაკუეიდი-5), 1:2 მარჩანდი-14 (რ. სიტი-20, ბოიჩაკი-12), 2:2 ბოლიგი-5 (კრუგერი-17, კიტი-42).
ბულიტები გაიტანეს: ტეივზი (ჩიკაგო), მარჩანდი (ბოსტონი), პ. კეინი (ჩიკაგო).
კაროლინა-ტამპა ბეი 3:5
0:3, 2:2, 1:0
გოლები: 0:1 ბარბერიო-1 (კილორნი-17, პალატი-14), 0:2 პალატი-10 (სან ლუი-25, ტ. ჯონსონი-18), 0:3 კუჩეროვი-8 (პიატი-2, მელოუნი-7), 0:4 პურსელი-10 (გუდასი-13, მეტიუ კარლი-23), 1:4 სიომინი-9 (ე. სტაალი-28), 2:4 ე. სტაალი-11, 2:5 ბარბერიო-2 (ბრიუერი-8, პალატი-15), 3:5 ჰეინსი-4 (ლაილსი-1, ტლუსტი-5).
რეინჯერსი-ვაშინგტონი 4:1
3:0, 1:1, 0:0
გოლები: 1:0 რიკ ნეში-13, 2:0 რიკ ნეში-14 (ბ. რიჩარლსი-24, მაკდონაჰი-21), 3:0 სტეპანი-9 (დელ ზოტო-9, ჟირარდი-10), 3:1 ოვეჩკინი-35 (მაიკ გრინი-21, ბექსტრიომი-38), 4:1 კელეჰანი-9 (დ. მური-5, ჟირარდი-11).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"