NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კროსბი 800-მდე ავიდა

AutoSharing Option
"პიტსბურგ პინგვინგზის" ფორვარდმა სიდნი კროსბიმ ორი საგოლე პასი შეასრულა "ტორონტოსთან" ოვერტაიმში მოგებულ მატჩში, რითაც კარიერაში თავისი მონაგარი 800 ქულამდე აიყვანა.

ამისთვის კანადური ჰოკეის მთავარ ვარსკვლავს 571 მატჩის ჩატარება დასჭირდა. ახლა კროსბის ანგარიშზე 283 გოლი და 517 შედეგიანი გადაცემაა. უფრო ნაკლებ მატჩში 800 ქულის დაგროვება შემდეგმა მოთამაშეებმა შეძლეს: უეინ გეტცკიმ (352 მატჩი), მარიო ლემიემ (410), მაიკ ბოსიმ (525), პეტერ შჩასტნიმ (535) და იარი კურიმ (558).

აღვნიშნავთ, რომ კროსბი გახდა მესამე ჰოკეისტი "პიტსბურგის" ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. უფრო ადრე ეს გააკეთეს
მარიო ლემიემ და იარომირ იაგრმა.

"800 - კარგი რიცხვია. კიდევ უფრო უკეთესია თამაშის მოგება. ამ ქულაზე ბევრი ლაპარაკობდა და, როგორც იქნა, ეს მოხდა. ასე რომ, ახლა წინ უნდა ვიყუროთ", - განაცხადა კროსბიმ.

სიდნი წლევანდელი სეზონის საუკეთესო ბომბარდირია - მის ანგარიშზე 31 ქულა (9+22) მოდის.

პიტსბურგი-ტორონტო 4:3 (ო)
2:0, 1:3, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 კომო-6 (მალკინი-16, ერჰოფი-7), 2:0 მალკინი-11 (ლეტანგი-13, კროსბი-21), 2:1 კომაროვი-3 (სანტორელი-8, კადრი-5), 2:2 კომაროვი-4 (ფანოფი-10, სანტორელი-9), 3:2 კომო-7 (კუნიტცი-10, მალკინი-17), 3:3 ბოჟაკი-9, 4:3 კომო-8 (ლეტანგი-14, კროსბი-22).

ბაფალო-ვინიპეგი 1:2
0:1, 0:1, 1:0
გოლები: 0:1 ლიტლი-8 (ტროუბა-5, ლედი-8), 0:2 ფროლიკი-5, 1:2 კ. სტიუარტი-2 (მ. ფოლინო-2).

აილენდერსი-ვაშინგტონი 3:2 (ო)
2:1, 0:1, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 ლი-4 (სტროუმი-12, ნელსონი-10), 1:1 ოვეჩკინი-10 (ნისკანენი-6, ბექსტრიომი-15), 2:1 ჰამონიკი-3 (კლატერბაკი-3, ჩიზიკასი-2), 2:2 ოვეჩკინი-11 (ბექსტრიომი-16, მ. იოჰანსონი-6), 3:2 ტავარესი-9 (სტროუმი-13, ბოიჩაკი-12).

დეტროიტი-ფილადელფია 5:2
1:0, 3:1, 1:1
გოლები: 1:0 ვაისი-3 (ჰელმი-7, კინდლი-3), 1:1 ჟირუ-7, 2:1 იურკო-2 (დეკეისერი-9, ქუინსი-3), 3:1 დაციუკი-6 (კინდლი-4), 4:1 დაციუკი-7 (ჰელმი-8, ვაისი-1), 4:2 ვორაჩეკი-8 (სიმონდსი-7, ჟირუ-19), 5:2 ზეტერბერგი-5 (ნიკუისტი-4, ერიქსონი-5).

ტამპა ბეი-რეინჯერსი 4:3
2:2, 1:0, 1:1
გოლები: 1:0 სტემკოსი-15 (ფილპულა-15, კელეჰანი-9), 1:1 ცუკარელო-4 (რიკ ნეში-8), 1:2 დ. ბოილი-1 (სტეპანი-6, ბრასარი-11), 2:2 კელეჰანი-9 (გარისონი-11, სტემკოსი-11), 3:2 კელეჰანი-10 (სტემკოსი-12, კილორნი-4), 4:2 კუჩეროვი-8 (ტ. ჯონსონი-16, მეტიუ კარლი-3), 4:3 რიკ ნეში-15.

ფლორიდა-კაროლინა 1:0
1:0, 0:0, 0:0
გოლი: 1:0 ბიუგსტადი-8 (პირი-1, იუბერდო-6).

მინესოტა-ლოს ანჯელესი 0:4
0:4, 0:0, 0:0
გოლები: 0:1 მ. რიჩარდსი-4 (კინგი-5, მაკბეინი-2), 0:2 დ. ბრაუნი-4 (მაკნაბი-7), 0:3 ტოფოლი-9, 0:4 ჯასტინ უილიამსი-5 (დ. ბრაუნი-3, სტოლი-5).

კოლორადო-ჩიკაგო 2:3
0:0, 1:2, 1:1
გოლები: 1:0 ტელბოტი-2 (კლიში-2, მაკლეოდი-3), 1:1 ტეივზი-10 (სიბრუკი-8, პ. კეინი-11), 1:2 შოუ-4 (პ. კეინი-12, მარიან ჰოსა-13), 2:2 რ. ო'რაილი-3 (ჰოლდენი-3, ტანგეი-5), 2:3 ბიკელი-3 (პ. კეინი-13, კიტი-9).
სან ხოსე-კალგარი 0:2
0:0, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 ჰუდლერი-9 (ბროუდი-14), 0:2 ჰუდლერი-10 (მონეჰანი-7, ბროუდი-15).

აღმოსავლეთი
ატლანტიკი
თ მ წ ოწ ქ
1. მონრეალი 23 16 6 1 33
2. ტამპა ბეი 23 15 6 2 32
3. დეტროიტი 22 12 5 5 29
4. ბოსტონი 23 13 9 1 27
5. ტორონტო 22 11 8 3 25
6. ოტავა 21 10 7 4 24
7. ფლორიდა 20 8 6 6 22
8. ბაფალო 22 6 14 2 14

მეტროპოლიტენი
თ მ წ ოწ ქ
1. პიტსბურგი 21 15 4 2 32
2. აილენდერსი 22 16 6 0 32
3. ვაშინგტონი 21 9 8 4 22
4. რეინჯერსი 21 9 8 4 22
5. ნიუ ჯერსი 22 9 10 3 21
6. ფილადელფია 21 8 10 3 19
7. კაროლინა 21 6 12 3 15
8. კოლამბუსი 21 6 13 2 14

დასავლეთი
ცენტრალური
თ მ წ ოწ ქ
1. ნეშვილი 21 14 5 2 30
2. სტ. ლუისი 22 14 6 2 30
3. ჩიკაგო 22 13 8 1 27
4. ვინიპეგი 24 12 9 3 27
5. მინესოტა 21 12 9 0 24
6. დალასი 22 9 9 4 22
6. კოლორადო 23 8 10 5 21

პასიფიკი
თ მ წ ოწ ქ
1. ანაჰაიმი 23 14 4 5 33
2. ვანკუვერი 22 15 6 1 31
3. კალგარი 24 14 8 2 30
4. ლოს ანჯელესი 23 12 6 5 29
5. სან ხოსე 24 10 10 4 24
6. არიზონა 23 9 11 3 21
7. ედმონტონი 22 6 14 2 14

შენიშვნა: პლეი ოფში თითო დივიზიონიდან სამ-სამი საუკეთესო გუნდი გადის. კიდევ ოთხ საგზურს თითო კონფერენციიდან "უაილდ-ქარდის" მფლობელი ორ-ორი გუნდი მიიღებს.

ბომბარდირები
სიდნი კროსბი (პიტ) 31 (9+22)
იაკუბ ვორაჩეკი (ფილ) 30 (8+22)
ტაილერ სეგუინი (დალ) 28 (17+11)
ევგენი მალკინი (პიტ) 28 (11+17)
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 27 (15+12)
კლოდ ჟირუ (ფილ) 26 (7+19)
პატრიკ ჰორნკვისტი (პიტ) 24 (10+14)
რაიან ოჰანსენი (კოლამ) 24 (8+16)
მარკ ჯორდანო (კალ) 24 (6+18)

გოლები
ტაილერ სეგუინი (დალ) 17
რიკ ნეში (რეინ) 15
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 15
კორი პერი (ანა) 12
ვლადიმირ ტარასენკო (ს-ლუი) 12
ევგენი მალკინი (პიტ) 11
ფილ კესელი (ტორ) 11
ალექს ოვეჩკინი (ვაშ) 11

პასები
სიდნი კროსბი (პიტ) 22
იაკუბ ვორაჩეკი (ფილ) 22
კლოდ ჟირუ (ფილ) 19
მარკ ჯორდანო (კალ) 18
ევგენი მალკინი (პიტ) 17

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული