2012 წლის გაზაფხულზე ნორჩმა ფორვარდმა OHL-სგან სპეციალური ნებართვა აიღო, რათა 15 წლის ასაკში გასულიყო დრაფტზე. ნახევარი წლის შემდეგ მან მრავალწლიანი სპონსორული კონრაქტი გააფორმა Reebok-თან, რითაც ამ კომპანიის ყველაზე ახალგაზრდა კლიენტი გახდა. გასული სეზონის დასაწყისში კი ჟურნალმა Sportsnet-მა პუნქტებით დაამტკიცა - თუ რატომ სჯობია კონორი სიდნი კროსბის.
გადაჭარბებულია? შესაძლოა, მაგრამ კროსბის შემდეგ არც ერთ ახალგაზრდა
განსაკუთრებული მოთამაშის სტატუსი მაკდევიდისთვის ჟურნალისტებს და სკაუტებს არ მიუნიჭებიათ. იმისთვის, რომ მათ ვაჟს დრო არ დაეკარგა GTHL-ში (ტორონტოს ლიგა) და თან სხვა მოთამაშეების ფსიქიკისთვის ტრავმა არ მიეყენებინა, კონორის მშობლებმა OHL-ს მიმართეს თხოვნით - ერთი წლის ადრე დაეშვათ იუნიორი დრაფტზე.
ის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა თვით სემ ბენეტისა და ჯოშ ჰოსენგის ფონზე, რომლებიც მასთან ერთად თამაშობდნენ გუნდში, საშუალოდ გოლს იტანდა მატჩში და ყველანაირ ინდივიდუალურ პრიზს ისაკუთრებდა. მაკდევიდმა ონტარიოს ლიგის მიერ დაწესებული რამდენიმე ტესტი გაიარა, დაწერა ესე თემაზე - "რა არის საჭირო იმისთვის, რომ კარგ ჰოკეისტად გაიზარდო", და, ბოლოს და ბოლოს, მიიღო დადებითი პასუხი თავის კითხვაზე და სტატუსი "exceptional"
მათ, ვინც კონორის მიმართ გაცემული ავანსები გადამეტებულად ჩათვალეს, გესლიანად ჩაიცინეს, როცა "ერი ოტერსის" ახალბედამ ქულა ვერ დააგროვა OHL-ში სადებიუტო მატჩში, მაგრამ მალე გაჩუმდნენ. მომდევნო შეხვედრაში მაკდევიდმა გაიტანა, შემდეგ კი 15-მატჩიანი შედეგიანი სერია ჰქონდა.
მისმა კლუბმა წინა სეზონთან შედარებით ცხრა მოგებაზე მეტი გაიფორმა, მათმა ვარსკვლავმა კი საშუალოდ მატჩში ქულაზე მეტი დააგროვა - 66 ქულა 63 შეხვედრაში. 2013 წლის აპრილში კანადელი სოჭიდან მსოფლიოს ჩემპიონატის (U18) ოქროს მედლით დაბრუნდა, თან ტურნირის საუკეთესო სნაიპერი, ფორვარდი და MVP გახდა. მან უკან ჩამოიტოვა ერთი წლით უფროსები - ნიჩუშკინი, ბურაკოვსკი, ბენეტი და კაპანენი.
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მე-17 დაბადების დღის გამარჯვებით აღნიშვნა ვერ მოახერხა, რადგან მოინდომა დღეს "ჩიკაგოს" ფინელმა ფორვარდმა ტერავაინენმა (2+1 ნახევარფინალში), მაგრამ 2013-14 წლების სეზონი მაინც წარმატებული იყო კონორისთვის. "ერი ოტერსმა", როგორც იქნა, თავი დააღწია OHL-ის დასავლეთი კონფერენციის ბოლო ადგილს - 52 გამარჯვება მოიპოვა ჩემპიონატში.
მაკდევიდს კი ქულა დააკლდა 100 ქულამდე, აგრეთვე გაიბრწყინა პლეი ოფში (4+15 14 მატჩში). დონ ჩერიმ Hockey Night Canada-ს ერთ-ერთ გამოშვებაში განაცხადა, რომ "განსაკუთრებული" 2014 წლის დრაფტზეც საუკეთესო იქნებოდა, წელს კი ამაზე ლაპარაკიც არ არის - მის გვარს პირველ ნომრად გამოაცხადებენ.
რით არის კარგი
მაკდევიდს არ აქვს ერთ-ერთი წინა Next One-ის ერიკ ლინდროსის გაბარიტები, რომელიც 16 წლის ასაკში NHL-ის ბევრ ვეტერანზე უფრო მხარბეჭიანი და მძლავრი იყო. მაგრამ ოთხი წლის ასაკიდან თამაშობს მასზე უფროსი ჰოკეისტების წინააღმდეგ და ვერავინ შეძლო მისი დაშინება. როცა ექვსი წლის იყო, ხოლო მისი მეტოქეები ცხრა წლის, კონორს ესეც არ აწუხებდა. 15 წლისას მოუწია 20-წლიანებთან თამაში, და ამასაც გაუმკლავდა. კონორის ამტანობაზე ზრუნავს გერი რობერტსი, მასთან კი ზარმაცობა არ შეიძლება.ის არ არის ისე მომართული გოლებზე, როგორც ჯონ ტავარესი, მაგრამ, ამ უკანასკნელს, დრაფტის შემდეგ სრიალის გაკვეთილების აღება უწევდა, მაკდევიდს კი ეს ელემენტი უმაღლეს დონეზე აქვს. უფრო მეტიც, ის მაგალითად მოჰყავთ სხვა ჰოკეისტებისთვის. სიჩქარეაკრეფილი კონორი პატრიკ კეინს მოგაგონებთ. თამაშის ორგანიზაციის, მოედნის ხედვისა და მომენტის შექმნის მხრივ, კანადელი უკვე ბევრით არ ჩამორჩება NHL-ის წამყვან ცენტრებს. ეს ლიგის იმ მოთამაშეების აზრია, რომლებიც კონორს ზაფხულის საწვრთნელ ბანაკებში შეხვედრიან.
მაკდევიდის შედარება დღევანდელ კრობისთან, რა თქმა უნდა, უადგილოა, მაგრამ 18 წლის სიდნისთან მას ბევრი მსგავსება აქვს. კარგად "კეტავს" შაიბას კორპუსით, კარგად ურტყამს ხელუკუღმა, უყვარს კარის უკან თამაში და მეკარესთან მიახლოება ტექნიკისა და სისწრაფის ხარჯზე. თან ეხმარება პარტნიორებს.
მაკდევიდის სადებიუტო სეზონში ჯეი პი ლაბარდომ 24 გოლი გაიტანა, არადა, მანამდე მესამე შემტევ სამეულში ვერ პოულობდა ადგილ. 64 შაიბა გაიტანა რეგულარულში დეინ ფოქსმა (წინა პირადი რეკორდი 19 იყო), კონორ ბრაუნმა კი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი მიიღო, არადა, განსაკუთრებული ნიჭიერებით არ გამოირჩეოდა. მართლაც ჰგავს ახალგაზრდა სიდნი კროსბის...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"