საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები მეორე ადგილს დასჯერდა

AutoSharing Option
გუშინ, 6 აპრილს სტამბოლში დამთავრდა ჰოკეისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის პირველობა. ექვსი ქვეყნის გუნდები მე-2 ეშელონის ერთი საგზურისთვის იბრძოდნენ.

ბოლო ტურში მასპინძლებმა სამხრეთ აფრიკას სძლიეს - 7:2 (3:1, 2:0, 2:1), მოაგროვეს ქულათა მაქსიმუმი და გაისად მე-2 დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებმა გუშინ ჰონკონგის გუნდი დაამარცხა - 14:3 (4:0, 6:2, 4:1) და მეორე ადგილზე გავიდა. სულ კი შეჯიბრებაზე ჩვენმა ჰოკეისტებმა ოთხი შეხვედრა მოიგეს (ბოსნიასთან - 8:0, სამხრეთ აფრიკასთან - 6:5, ლუქსემბურგთან - 5:0 და ჰონკონგთან) და მხოლოდ პირველ ტურში განიცადეს
თურქებთან დასანანი მარცხი - 4:5 (1:0, 1:3, 1:1).

საბოლოოდ ადგილები ასე განაწილდა: თურქეთი - 15 (35:11), საქართველო - 12 (37:13), სამხრეთი აფრიკა - 9 (29:16), ლუქსემბურგი - 6 (16:19), ბოსნია - 3 (7:36), ჰონკონგი - 0 (10:40) ქულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებებიი.
kaxa
10:35 07-04-2016
0
ვულოცავ ყველას, ვისაც სჯერა, რომ ქართულ ხოკეის დიდი მომავალი აქვს! ვულოცავ ფედერაციის ყველა წევრს, რომლებმაც დიდი შრომა და ფინანსები ჩადეს(საკუთარი..არავინ დახმარებია) რომ ამ გამარჯვებისთვის მიეღწიათ! ნუგზარ პაიკიძე ძალიან მაგარი ხარ!!! იქნებ მთავრობამ ეხლა მაინც მიაქციოს ყურადღება!
დათო
10:58 07-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული