დღის კარიკატურა: ჰოკეიც ჩვენი თამაშია?!

AutoSharing Option
ქართველებს ოდითგანვე გვიყვარდა სპორტის ის სახეობები, სადაც ბრძოლაა საჭირო. ზღაპრებიც გვასწავლიდნენ, თუ ვინმემ რამე წაგართვათ, გაიდეთ მხარზე კომბალი და დანაკარგი აინაზღაურეთო.

თუმცა კომბლეს ზღაპარში ყველაფერი იოლადაა, სინამდვილეში კი სპორტის ისეთ ვაჟკაცურ სახეობას, როგორიც ჰოკეია, დიდი ხელშეწყობა სჭირდება. მხოლოდ ყვანჯის მხარზე გადება საკმარისი არ არის...

საქართველოში ყინულის ჰოკეის ერთი მოედანიც არ გვაქვს, მაგრამ გვყავს ნაკრები, რომელიც ქვედა ეშელონში ბევრს სჯობს: თურქეთში დასრულებულ მესამე დივიზიონის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველებმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს ბოსნია, სამხრეთი აფრიკა, ლუქსემბურგი და ჰონკონგი. მხოლოდ მასპინძელ თურქებთან განიცადეს დასანანი
მარცხი - 4:5.

საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები მეორე ადგილს დასჯერდა

წარმატებები ქართულ ყინულის ჰოკეის!!!
მკითხველის კომენტარები / 6 /
ერთი შემადგენლობა დაასახელეთ და მერე ვნახოთ ვისი ნაკრებიაააა...
დათა
15:47 08-04-2016
0
პირველ რიგში მადლობა სტატიისათვის!
"# საქართველოში ყინულის ჰოკეის ერთი მოედანიც არ გვაქვს..."
გვაქვს!!! ბათუმის ყინულის სასახლე, რომელიც ოლიმპიური სტანდარტისაა, ზუსტად ამ მოედანზე გაიარა ამ ნაკრებმა შეკრება მსოფლიოს წინ.
მამუკა
15:49 08-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული