ასე რომ, მაკდევიდი ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა NHL-ის ისტორიაში. წინა რეკორდი ეკუთვნოდა "კოლორადოს" შვედ ფორვარდს გაბრიელ ლანდესკოგს, რომელიც 2012-13 წლების სეზონში დაინიშნა კაპიტნად, როცა 19 წლისა და 286 დღის იყო.
მაკდევიდი "ედმონტონმა" 2015 წლის დრაფტზე აირჩია პირველ ნომრად. შარშანდელ სეზონში, ტრავმის გამო, ფორვარდმა მხოლოდ 45 მატჩი ჩაატარა და 48 ქულა (16+32) დააგროვა.
* * *
ჰოკეის ეროვნული ლიგის
"ტამპა ბეის" საშინაო სტადიონის - Amalie Arena-ს თაღზე სან-ლუის მაისურის აღმართვის ცერემონია 13 იანვარს გაიმართება. იმ დღეს "ტამპა" "კოლამბუსს" მიიღებს, რომელსაც "ლაითნინგის" ყოფილი მწვრთნელი ჯონ ტორტორელა ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით,"ტამპა ბეიმ" 2004 წელს სტენლის თასი მოიგო.
სან-ლუი პირველი მოთამაშე გახდება ახალგაზრდა ფლორიდული კლუბის ისტორიაში, ვისაც ამგვარ პატივს მიაგებენ. კანადელი "ლაითნინგის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია - მან 972 მატჩში 953 ქულა (365+588) დააგროვა.
სან-ლუიმ ერთი წლის წინ, "ნიუ იორკ რეინჯერსში" დაასრულა კარიერა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"