დღეს, 29 მაისს, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში ევროპის 23 წლამდე მოფარიკავეთა ჩემპიონატი მიმდინარეობს.
შეჯიბრების პირველ დღეს ბილიკზე დაშნით მოფარიკავე მარია ზაკირჩენკო გამოვიდა, რომელიც ბრძოლას გამოეთიშა. დღესვე იასპარეზებენ ხმლით მოფარიკავე ვაჟები: ნიკოლოზ ჭეიშვილი, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია და გოგა კაკაურიძე.

ხუთშაბათს, 31 მაისს, პლოვდივის ბილიკზე 10:00-დან ვაჟთა შორის რაპირაში ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი გამოვლენ, 12:00-დან კი ხმლით მოასპარეზე გოგონები: ლიკა ჯიჯეიშვილი, ანა აფრასიძე, თეონა გოგლიძე, თამარ ჩარკვიანი ჩაერთვებიან შეჯიბრებაში.
შაბათ-კვირას საქართველოს ხმლით მოასპარეზეთა ახალგაზრდული ნაკრები იასპარეზებს, შაბათს - ვაჟები, კვირას - გოგონები.
ევროპის ჩემპიონატის შეხვედრებს, სხვადასხვა ქვეყნის მსაჯებთან ერთად, FIE-ს არბიტრი საქართველოდან ირინა ფეიქრიშვილიც უძღვება.