2 წლის წინ: თეოდორა კახიანი, ქართული ფარიკაობის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
2 წლის წინ, 2017 წლის 12 ივნისს ქართულ ფარიკაობაში ისტორიული ფაქტი მოხდა: პირველად ქართველმა მოფარიკავემ ევროპის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

ეს თეოდორა კახიანმა მოახერხა, რომელმაც თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონობაზე პირველობა არავის დაუთმო.

17 ივნისს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს, სადაც სხვა სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობას თეოდორა კახიანიც იღებს.

საქართველო ტურნირზე 8 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი:

ხმალი. ვაჟები: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ნიკოლოზ შენგელაია

რაპირა. ვაჟები: ლაშა გალუაშვილი, ლუკა ღაღანიძე

ხმალი. გოგონები: თეოდორა კახიანი და ლიკა ჯიჯეიშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული