დღეს ქართველი მოფარიკავეები ევროპის ჩემპიონატზე გამოვლენ

AutoSharing Option
დღეს, 17 ივნისს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე 9 სპორტსმენით წარდგება.

გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ხმლით ფარიკაობაში 3 ქალი სპორტსმენით წარდგება - საქართველოს ღირსებას თეოდორა კახიანი, ლიკა ჯიჯეიშვილი და დარია ანტონოვა დაიცავენ.

ქალები შეჯიბრებაში 15:00 საათიდან ჩაერთვებიან.

რაც შეეხება მამაკაცებს - ხმლით ფარიკაობაში საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით გამოვა: ნიკა შენგელია, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი და სანდრო ბაზაძე.

რაპირით მოფარიკავე 78 მონაწილეს შორის 2 ქართველია: ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი.

პირველი ბილიკზე რაპირით მოფარიკავეები გავლენ. ჯგუფური
ეტაპი საქართველოს დროით 11:00-ზე დაიწყება.

წარმოგიდგენთ ქართველების მეტოქეებს:

ლუკა ღაღანიძე - ტიმურ საფინი (რუსეთი. 26 წლის, FIE-ს რეიტინგი N13. ევროპის 2016 წლის ჩემპიონი), მაქსიმ პოტიე (საფრანგეთი. 25 წლის, FIE-ს რეიტინგი N32), პეტარ ფილესი (ხორვატია. 21 წლის, FIE-ს რეიტინგი N83), ბენჯამინ ბოდო (რუმინეთი. 21 წლის, FIE-ს რეიტინგი N236), რობერტ მური (პორტუგალია. 26 წლის, FIE-ს რეიტინგი N316).

ლაშა გალუაშვილი - ალექსანდერ ჩუპენიტჩი (ჩეხეთი. 25 წლის, FIE-ს რეიტინგი N19. ევროპის 2018 წლის ბრინჯაოს პრიზიორი), ჯეიმს-ენდრიუ დევისი (დიდი ბრიტანეთი. 27 წლის, FIE-ს რეიტინგი N29.ევროპის 2014 წლის ევროპის ჩემპიონი), სედრიკ სერი (სლოვაკეთი. 28 წლის, FIE-ს რეიტინგი N95), მაორ ჰატოელი (ისრაელი. 33 წლის, FIE-ს რეიტინგი N120), ელიშა იუნო (ჰოლანდია. 21 წლის, FIE-ს რეიტინგი N272).

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული