17 ივნისს 2 ქართველი მოფარიკავე: ლაშა გალუაშვილი და ლუკა ღაღანიძე ევროპის ჩემპიონატზე რაპირაში მედლების გარეშე დარჩნენ.
ლაშა გალუაშვილი 1/32-ფინალში ჩეხ ალექსანდრ ჩუპენიტჩს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლა ანგარიშით 14:15 დამარცხდა.
1/64-ფინალში ლაშამ 1/64-ფინალში უნგრელ ტამაშ მესაროშს ანგარიშით 15:8 სძლია, ჯგუფში კი 2 შეხვედრის მოგება შეძლო.
რაც შეეხება ღაღანიძეს, ლუკა ჯგუფში ორი მოგების შემდეგ 1/64-ფინალში უკრაინელ ანდრეი პოგრებნიაკთან ანგარიშით 13:15 დამარცხდა.
აქვე გეტყვით, რომ ხმლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ასპარეზობა ჩვენი დროით 15:00 საათზე დაიწყო. მათი შედეგების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.