22 ივნისს დიუსელდორფში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ხმლით მოფარიკავე ვაჟთა ნაკრები გუნდურ შეჯიბრში წარმატებულად ასპარეზობს.
მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრებმა იტალიას დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 44:45 დამარცხდა და მე-5-8 ადგილებისთვის შეხვედრაში საფრანგეთს შეხვდება.
ჩვენმა ნაკრებმა პირველი შეხვედრაში ბულგარეთის გუნდს ანგარიშით 45:34 დამაჯერებლად სძლია.
საქართველოს ხმლით მოფარიკავე ვაჟთა ნაკრები ამ შემადგენლობით ასპარეზობს: სანდრო ბაზაძე, ნიკა შენგელია, მიხეილ მარდალეიშვილი, ბექა ბაზაძე, ნიკა შენგელია.