მე-7-8 ადგილების შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა დიდ ბრიტანეთს 45:31 სძლია.
სამწუხაროდ აქამდე ჩვენი ნაკრები მე-5-8 ადგილებისთვის ბრძოლაში საფრანგეთთან 30:45 დამარცხდა. მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრებმა იტალიასთან დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 44:45 წააგო.
ხოლო პირველ შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა ბულგარეთის გუნდს ანგარიშით 45:34 დამაჯერებლად სძლია.
საქართველოს ხმლით მოფარიკავე ვაჟთა ნაკრებმა ამ შემადგენლობით იასპარეზა: სანდრო ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ბექა ბაზაძე, ნიკა შენგელია.
საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მეშვიდე ადგილით, ქართული ფარიკაობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.