საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა

AutoSharing Option
22 ივნისს დიუსელდორფში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ხმლით მოფარიკავე ვაჟთა ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში მე-7 ადგილი დაიკავა.

მე-7-8 ადგილების შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა დიდ ბრიტანეთს 45:31 სძლია.

სამწუხაროდ აქამდე ჩვენი ნაკრები მე-5-8 ადგილებისთვის ბრძოლაში საფრანგეთთან 30:45 დამარცხდა. მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრებმა იტალიასთან დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 44:45 წააგო.

ხოლო პირველ შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა ბულგარეთის გუნდს ანგარიშით 45:34 დამაჯერებლად სძლია.

საქართველოს ხმლით მოფარიკავე ვაჟთა ნაკრებმა ამ შემადგენლობით იასპარეზა: სანდრო ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ბექა ბაზაძე, ნიკა შენგელია.

საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მეშვიდე ადგილით, ქართული ფარიკაობის ისტორიაში
საუკეთესო შედეგი აჩვენა.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ ბიჭებო, მადლობა ბრძოლისა და თავდადებისთვის, მომავალ წელს ოლიმპიური მედლები მოგველოცოს.
შალვა 73
20:55 22-06-2019
0

სიახლეები პოპულარული