ლეგიონის უქმეები: საბა კვირკველიამ ჩემპიონთა ლიგა გაიფორმა

AutoSharing Option
გასული უქმეები ქართველი ფეხბურთელებისთვის ძალიან წარმატებული არ ყოფილა. TOP 5 ჩემპიონატში მყოფმა ერთადერთმა ქართველმა ლევან მჭედლიძემ და მისმა "ემპოლიმ" სერია A დატოვეს.

გოლით გამოირჩნენ გია გრიგალავა და ლევან მაჭარაშვილი.

იტალია
სერია A. 38-ე ტური. "ემპოლი" დაძაბულ ბრძოლაში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისთვის მებრძოლ "ინტერთან" დამარცხდა (1:2) და სერია A დატოვა. ლევან მჭედლიძემ მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

ესპანეთი
ლა ლიგა 2. მე-40 ტური. 58-ე წუთზე შეცვალეს გიორგი პაპუნაშვილი "მალაგასთან" წაგებულ (1:3) შეხვედრაში. ქართველმა ნახევარმცველმა საგოლე გადაცემა შეასრულა და ყვითელი ბარათიც მიიღო. მისი
"სარაგოსა" სატურნირო ცხრილის შუაშია.

გიორგი აბურჯანიას "ლუგომ" "ექსტრემადურასთან" ნულოვანი ფრე ითამაშა. ქართველის კლუბი ლა ლიგა 2-ში დასარჩენად იბრძვის.

საფრანგეთი
ლიგა 2. 38-ე ტური. ჯაბა ჯიღაურის "გრენობლი" "სოშოსთან" 1:3 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო.

შვეიცარია
სუპერლიგა. 36-ე ტური. "ციურიხმა" საკუთარ მოედანზე "სენტ გალენი" მიიღო და ფრედ, 1:1 ეთამაშა. ლევან ხარაბაძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა და 50-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა.

მისი გუნდი ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გავიდა და ევროტურნირებზე ვერ იასპარეზებს.

ოთარ კაკაბაძეს "ლუცერნის" რიგებში "იანგ ბოიზთან" წაგებულ (0:4) შეხვედრაში არ უთამაშია.

დანია
სუპერლიგა. 36-ე ტური. ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგმა" ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. "მიდტიულანდთან" მოგებულ (2:1) შეხვედრაში ქართველმა ნახევარმცელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. ის ყვითელი ბარათით გააფრთხილეს.

სრული მატჩი ჩაატარა "რანდერსის" რიგებში საბა ლობჟანიძემ, რომლის კლუბმაც ფრედ, 1:1 ითამაშა "ორჰუსთან" და პლეი-ოფის ფინალში გავიდა.

ავსტრია
ბუნდესლიგა. 32-ე ტური. გრაცის "შტურმი" სტუმრად "ვოლფსბერგერთან" 1:2 დამარცხდა. სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა.

ჩეხეთი
I ლიგა. ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინი" ბოლესლავის "მლადასთან" 0:3 დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში 4:3) და ევროპა ლიგის ზონაში მოსახვედრი პლეი-ოფიდან გამოვარდა.

სლოვაკეთი
სუპერლიგა. მე-10 ტური. "ჟილინამ" საკუთარ მოედანზე "რუზუმბეროკს" 4:2 სძლია. ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგოთა შორის იყო.

ხორვატია
NHL. 36-ე ტური. "გორიცამ" სტუმრად ზაგრების "ლოკომოტივის" სძლია. გიორგი მჭედლიშვილი განაცხადშიც არ ყოფილა.

შვედეთი
ალვენსკანი. მე-11 ტური. "გეტებორგმა" სტუმრად "ჰაკენს" 2:1 სძლია და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. გიორგი ხარაიშვილმა სრული მატჩი ჩაატარა.

რუსეთი
პრემიერლიგა. 30-ე ტური. მოსკოვის "დინამოსა" და ტულის "არსენალის" დაძაბულ ბრძოლაში (3:3) გოლი გია გრიგალავამ გაიტანა. ქართველმა მცველმა მეტოქის კარი მე-16 წუთზე თავური დარტყმით აიღო. "არსენალმა" ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება.

მოსკოვის "ლოკომოტივმა" უფა 1:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად გაიფორმა.  მე-17 წუთზე ტრავმა მიიღო საბა კვირკველიამ, რომელიც შეცვალეს. 29-ე წუთზე კი თამაშში ხვიჩა კვარაცხელია ჩაერთო.

უკრაინა
პრემიერლიგა. 31-ე ტური. კიევის "არსენალი" სტუმრად "დესნასთან" დამარცხა. სტუმართა რიგებში 34-ე წუთზე გამოჩნდა ჯაბა ლიპარტია.

"შახტარმა" "მარიუპოლს" 4:0 აჯობა. დონეცკელები უკვე ჩემპიონები არიან. დავით ხოჭოლავას დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.

"კარპატიმ" დონეცკის "ოლიმპიკთან" ფრედ, 3:3 ითამაშა. ნიკა სანდოხაძე განაცხადში არ ყოფილა.

ლიეტუვა
A ლიგა. ლევან მაჭარაშვილის "შტუმბასი" ჟალგრისის "კაუნასს" მე-9 წუთზე 3:0-ს უგებდა, თუმცა შემდეგ ერთბაშად 4 გოლი გაუშვა და დამარცხდა.

ქართველმა ფეხბურთელმა მე-8 წუთზე გაიტანა და სრული მატჩი ჩაატარა.

ყაზახეთი
პრემიერლიგა. მე-12 ტური. ქართველების "ტობოლმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა ქართველების "თარაზი".

ნიკა კვეკვესკირი თამაშში მე-60 წუთზე ჯაბა კანკავას ნაცვლად ჩაერთო, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო. "თარაზის" რიგებში კი სრული შეხვედრა ჩაატარა ელგუჯა ლობჯანიძემ. ლაშა კასრაძე 51-ე წუთზე შეცვალეს.

აშშ

MLS. "სან ხოსემ" სტუმრად "ტორონტოს" (2:1) სძლია. გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგო შემადგენლობაში იყვნენ და თამაშში 84-ე წუთზე ჩაერთნენ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
მჭედლიძე მაინც არ თამაშობს და რა აზრი აქვს ემპოლის სერია A ში ყოფნას
დათო
11:07 27-05-2019
2
ავტორს: ხომ არ გეჩვენებათ რომ ცოტა უხერხულია ქართველების "ტობოლმა" ქართველების "თარაზი" რომ დაამარცხა? მე ნამდვილად არ მსიამოვნებს ეს, ჯერ ის რომ ქართულს უწოდებთ ასეთი დასახელების გუნდებს და მეორე ის რომ ამ შემთხვევაში ყაზახური და სხვა ქვეყნის გყნდებისა არიან ქართველი მოთამაშეები და არ პირიქით როგორც თქვენ გინდათ თუ გონიათ. რაც დიდი სისულელე და შეცდომაა. ჩვენი გარეჯია და იმას მივხედოთ რაც ჩვენია ჯობია))
Geo_Dinamo
10:36 27-05-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული