გუშინ, 26 მაისს რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტური გაიმართა, სადაც მოსკოვის "ლოკომოტივმა" საკუთარ მოედანზე უფას უმასპინძლა.
ქართველი მცველი საბა კვირკველია მოსკოველთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ მე-17 წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. მის ნაცვლად გამოსულმა ტარასოვმაც ტრავმა მიიღო და 29-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვალა.
რუსულმა გამოცემა championat.com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბა კვირკველიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის საქართველოს ეროვნულ გუნდს შეუერთდება.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ივნისში ორ შეხვედრას გამართავს. ჯერ 7 ივნისს სახლში გიბრალტარის ეროვნულ გუნდს მივიღებთ, ხოლო 10 ივნისს გასვლაზე დანიას შევხვდებით.
ლეგიონის უქმეები: საბა კვირკველიამ ჩემპიონთა ლიგა გაიფორმა