ლევან კობიაშვილი ქუთაისში ჩავიდა და "ტორპედოს" ფანებს შეხვდა, რომლებიც მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრებს შეხვდა. ეს ინფორმაცია "ტორპედოს" ფან-კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომ" თავის "ფეისბუქის" გვერდზე გაავრცელა.

შეგახსენებთ, 21 მაისს კობიაშვილმა ბრიფინგზე "ტორპედოზეც" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე მწვრთნელისა და ფეხბურთელების მიერ გაკეთებული კომენტარები მიუღებელია, რამაც ქუთაისელი გულშემატკივრები გააღიზიანა და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

"რამდენიმე დღის წინ "ტორპედოს" ფანების სახელით განცხადება გავავრცელეთ, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან ბრიფინგზე ჩვენი კლუბის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდას მოვითხოვდით.

მეორე დღესვე, დილით, ადრე, ლევან კობიაშვილი პირა
დად დაგვიკავშირდა და შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა. ის ქუთაისში ჩამოვიდა, შეგვხვდა ფანებსა და სამწვრთნელო შტაბს.

შეხვედრაზე, სადაც არაერთ საკითხს შევეხეთ, ლევან კობიაშვილის მხრიდან სიტყვა "ბოდიშმაც" გაიჟღერა.

ფედერაციის პრეზიდენტმა აგვიხსნა, რომ განცხადებას თან ახლდა ემოციური ფონი და რომ რეალურად, მას სულ სხვა რამის თქმა სურდა. გვითხრა, რომ ნებისმიერ საკითხში ის ფანების, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების გვერდითაა.

გარდა ამისა, ლევან კობიაშვილი იმ პროექტებზეც მოგვიყვა, რომელთა განხორციელებას ფეხბურთის ფედერაცია ქუთაისში გეგმავს. როგორც გვითხრა, ბათუმის შემდეგ ახალი (!), უეფას მეოთხე კატეგორიის სტადიონი ჩვენს ქალაქშიც აშენდება. მანამდე კი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მინდორი იცვლება და ეს იქნება საუკეთესო მოედანი საქართველოშიო...

დაგვიანონსა, რომ ქუთაისში ასევე იგეგმება საფეხბურთო აკადემიის გახსნაც.

ჩვენთვის სასიამოვნო და სასიხარულოც იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მსგავსი გამოხმაურება განცხადებაზე. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით მას ამ "ჟესტისთვის" და იმედს ვიტოვებთ, რომ პირობა არ დარჩება მხოლოდ პირობად! ქუთაისელებს ნამდვილად არ გვშურს სხვა ქალაქების, სადაც ბოლო პერიოდში ბევრი სასიკეთო რამ ხდება, მაგრამ ქუთაისს საქართველოში "ფეხბურთის სამჭედლოდ" მოიხსენიებენ და ამ ქალაქს განსაკუთრებით სჭირდება ახალი თანამედროვე სტადიონი, აკადემია...

ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ "ტორპედო" არ დაიშლება და ხვალ-ზეგ იმაზე ბევრად ძლიერი იქნება, ვიდრე დღესაა. ჩვენი მხრივ, საამისოდ ყველაფერს ვიზამთ!!!" - ნათქვამია განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მიხარია კობიაშვილის მოქმედება,ასეთი მიდგომით ფეხბურთი მოიგებს და იქნებ გვეშველოს რამე მომავალში.
ზას.
00:46 28-05-2019
3
გურიამ რა დააშავა? ერთი მოედანი ვნახო არ იYოს მანდ დაგებული 2 წელში.
sdfffff
21:14 27-05-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული