ჩემპიონთა ლიგაზე "საბურთალოს" ყველა შესაძლო მეტოქე გაირკვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს პირველად წარმოადგენს "საბურთლო", რომელიც განუთესავია და განთესილი 16 გუნდიდან ერთ-ერთს შეხვდება.

პირველ შესარჩევ ეტაპზე პირველი შეხვედრები 9-10 ივლისს, საპასუხოები კი 16-17 ივლისს გაიმართება.

"საბურთალოს" შესაძლო მეტოქეები არიან:

"სელტიკი" (შოტლანდია), "ასტანა" (ყაზახეთი), "ბატე (ბელორუსი", "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი), "ყარაბაღი" (აზერბაიჯანი), "მარიბორი" (სლოვენია), "ცრვენა ზვეზდა" (სერბეთი), "შერიფი" (მოლდოვა), "როსენბორგი" (ნორვეგია), ჰიკ (ფინეთი), "დანდალკი" (ირლანდია), "დუდელანჟი" (ლუქსემბურგი), "შკენდია" (მაკედონია), "ნიუ სენტსი" (უელსი), "სლოვანი (სლოვაკეთი), აიკ (შვედეთი).

თუ "საბურთალომ" პირველი ბარიერი დაძლია, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავა, თუ არადა, ევროპა ლიგის
გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 6 /
იქნებ გაგვიმართლოს და ნიუ სეინსი დაგვაჯახონ?!
Vakhtang Lobzhanidze
05 ივნისი 2019 16:10
0
კიდევ ერთი შერცხვენისა სეზონი იქნება ევროთასებზე გული მიგრძნობს, გადაგვირბენენ აზერები მოლდაველები
gg
28 მაისი 2019 10:39
9
ამ გუნდებიდან 5-6 ისეთია შანსი ნამდვილად გვექნება, დანარჩენთან ვერაფერს გავხდებით სამწუხაროდ. ასე რომ თუ გაგვიმართლა, შეიძლება პირველი საკვალიფიკაციოდან გაძრომა. მერე ალბათ შანსი აღარ გვექნება სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ.
dadu
28 მაისი 2019 10:08
1
ისე ამ ტურნირს აცილება რო გავუკეთოთ არ შეიძლება ხო ? ჯობია ჩვენი დონის გუნდები თუა სადმე იმათ ვეთამაშოთ , ჯიგრულად თხა და ოციანზე , ამაყი ერი ვართ და ვთქვათ რო ეგ ლიგა არ გგვევასება უპონტოა და აგერ პონტიანზე ვთამაშობთთქო
Emiri
28 მაისი 2019 01:07
20
არადა, ისეთი გუნდი გვყავს, პირდაპირ ჯგუფში უნდა თამაშობდეს.რად უნდა კვალიფიკაცია ?! ერთ ევრო ტურს გააკეთებენ და ეგაა..
ზაზა
27 მაისი 2019 23:06
20
ყოველ შემთხვევაში 6 თვიანი გუნდი არაა... ეს კონტიგენტი, მე როგორც ვიცი პრემასტერები-ს პერიოდიდან ერთად მოდიან. წარმატებები ბიჭებს. აი ასეთი გუნდით რომ დაამარცხებ ფულის ტომრებს ნავთის სუნით რომ არიან აყროლებულები, აი ეგაა მაგარი.. და მერე თუ გინდა გამოვარდნენ..
ტორინო
28 მაისი 2019 08:45
0

სიახლეები პოპულარული