ერთი დებიუტანტით - საქართველოს შემადგენლობა გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ ცნობილია

AutoSharing Option
ფოტო: Gff.ge

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

უახლოესი ორი შეხვედრისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 27 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია: მოსკოვის "ლოკომოტივის" 18 წლის ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია.

საქართველოს ნაკრები გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ შემდეგი ფეხბურთელებით მოემზადება:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა
(შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია)

ამ დროისთვის ცნობილია კიდევ ცხრა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ლაზარე კუპატაძე (ჟენესი, ლუქსემბურგი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მჭედლიშვილი (გორიცა, ხორვატია), ლაშა შერგელაშვილი (იანინა, საბერძნეთი), ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო, ქუთაისი), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი).

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და გიბრალტარს შორის ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" 7 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.

მეოთხე ტურის შეხვედრა, დანია-საქართველო, 10 ივნისს, კოპენჰაგენში, თბილისის დროით 22:45 საათზე შედგება. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

ხოლო Sportall.ge დანიასთან მატჩს ადგილიდან გააშუქებს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 37 /
რა გინდათ რას გაკივიხართ თუ იცით ...ვისაც ბურთზე ფეხი მიურტყამს ყველა ყავს ამა თუ იმ სიაში ....ჭანტურიას და არაბიძეს გარდა პირველი ვინმემ იცით სად არის საერთოდ ...??? და მეორეს ეტყობა თვეში ერთი ტაიმის მეტს ვერ ქაჩავს ....ასე თუ ისე ნორმალური სიაა ცუდი ის არის რომ ოქრი არის უგუნდოდ და ისევ ტრამვებმა შეგვჭამა !!! მაგრამ ისიც სიმართლე არის გიბრალტარს ძილშიც კი უნდა მოვუგოთ ხოლო დანიას კი უფალის სასწაულის გარეშე შანსი არ გვაქვს ვინც არ უნდა გვყაცდეს სასტავში ....ახლანდელ თაობას ვგულიხსმობ ...ისე არც წინანდელს აქვს მოგებული ფრე გაუგორეს ერთხელ ...მაგრამ ის 6:1 -იც მწარედ მახსოვს ასე რომ საფეხბურთო ანგარიშით წაგება კარგი იქბება ...მითუმეტეს მაგათი ლიდერები გადაღლილები იქნებიან და თან ცალი ფეხით შვებულებაში .....პ.ს : ბოდიში გამახსენდა მაგათმა შვებულებიდან ევროპის ჩემპიონატი მოიგეს ....ასე რომ ვიყოთ რეალისტები და ტყუილად ნუ დავიწყებთ ამის ან იმის გინებას ...
Auee
28 მაისი 2019 17:22
4
ძილში ანდორასაც ვერ უგებს ვაისსი...
გივი
28 მაისი 2019 20:07
6
ეგრე რა შე დალოცვილო! გამოიყვანე ვისაც რამე შეუძლია და ითამაშო! მარა ამ ჯიღაურს მაინც არ ეშვები!
კობი
28 მაისი 2019 18:19
0
ჯიღაურის ტრანსფერიდან წილი აქვს სადმე თუ გადავა?))) ამას მართლა იქ ხო არააქ))))) ზარანდიას როგორ არ იძახებს
Tbiliseli
28 მაისი 2019 16:25
1
ზარანდიაც, არაბიძეც და გაფართოებულში კიდევ ორი სამი მოთამაშე ეროვნულიი ჩემპიონატიდანაც აუცილებელი იყო. იგივე დინამოელი შენგელია. მოკლედ მაგარი საწყენი და არასახელმწიფოებრივია ასეთი მიდგომა
ვაჟა
28 მაისი 2019 14:38
4
arabidzes ra unda nakrebshi iqneb amixsna?
gio
28 მაისი 2019 16:55
4
ჩემი აზრით ყველაზე კარგი იქნება მესამე ადგილი. ირლანდიას უნდა მოვუგოთ აქ და დანიას ფრე მაინც გავუგოროთ თბილიში. გიბრალტართან თავისთავად 6 ქულა.
გოგა
28 მაისი 2019 20:12
4
იმედია გიბრალტარს მაინც მოვუგებთ.დ
ტტტ
28 მაისი 2019 20:15
15
რაც არ იცით დაანებეთ თავი კომენტარებს რა.სად ისწავლეთ ფეხბურთი ან სად ისწავლება რომ გამოდიხართ და მიუთითებთ რა გააკეთონ.მიხედეთ თქვენ საქმეს და დაანებეთ ბოღმიან წერებს.
დინამო
28 მაისი 2019 16:37
20
წერას და რჩევის მიცემას ვერავინ აგვიკრძალავს, ხოლო შენ კი გიჯობს ცივი წყალი დალიო!
patrioti
28 მაისი 2019 17:34
2
ფეხბურთის ფედერაციიდან თუ ვინმე კითხულობთ კომენტარებს, მიუთითედ ვაის ათამაშოს ზარანდია, ერთი ტაიმი მაინც, ვინ გვყავს შეტევაში ესეთი ტექნიკური? რომელსაც შეუძლია გაამწვავოს თამაში და მეტოქეს შეუქმნას უამრავი პრობლემები.
s.s.
29 მაისი 2019 00:42
1
100 % ვეთანხმები ვაისს. ზარანდიასთან დაკავშირებით კითხვები მიჩნდება, მაგრამ წინა სანაკრებოზე ხომ ყავდა გამოძახებული? ნეტა რატომ არ გამოიძახა ეხლაც?
roma
28 მაისი 2019 15:22
1
ზარანდიაო რომ გაიძახით, მის თამაშებს თუ უყურებთ "პროფესორებო"? მთელს სეზონში ერთი-ორს თუ გაიბრწყინებს საშუალოზე დაბალ ჩემპიონატში და ეს საკმარისია?
შოთა
29 მაისი 2019 09:19
9
ჯიღაური მერაბიშვილი და დანარჩენები ხო ბრწყნავენ მთელი სეზონი ტოპ კლუბებში:) ზარანდიას ერთ ფინტად არ ღირს ჯიღაური და კიდევ რამოდენიმე ვინცაა გამოძახებული. ასე რო კომენტარების წერას გირჩევნია ფეხბურთს უყურო და მერე წერო
გოგა
29 მაისი 2019 13:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული