ეროვნული ლიგა. XVI ტური: თბილისის "დინამომ" "რუსთავს" ძლივს მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 მაისს, ეროვნული ლიგის მე-16 ტურში თბილისის "დინამომ" გასვლაზე 1:0 დაამარცხა "რუსთავი".

გამარჯვების გოლი კუტალიამ პირველ ტაიმში გაიტანა, რომელიც მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და ბურთს კულუას კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. მან საქართველოს მიმდინარე პირველობაზე მერვე გოლი გაიტანა. შესვენებამდე მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე პერალესი, ერთხელ კი "დინამო" გაშვებული გოლისგან ძელმა იხსნა.

მეორე ტაიმში "რუსთავი" ბევრს უტევდა. 90-ე წუთზე ჩოგაძის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, კონტრიერიშისას კი შეცვლაზე შესული "დინამოს" შემტევი ზარია მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა კარის აღების
შესანიშნავი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

"დინამო" 26 ქულით მეოთხე ადგილზეა, "რუსთავი" კი 11 ქულით - მეცხრეზე.

რუსთავი. "ტექნიკური ცენტრი"
რუსთავი - დინამო (თბ) 0:1
გოლი: ლევან კუტალია (32)

რუსთავი (4-4-2): გოგი კულუა, ცოტნე კაპანაძე, სოსლან ტაკულოვი (ლუკა იმნაძე 67), პაპუნა ფონიავა, ლევან სილაგაძე (კ), ავთანდილ გუჯაბიძე, თემურ ჩოგაძე, ფარხად გისტაროვი, გეორგი ბუგულოვი, ზაზა ციცქიშვილი, ნიკოლაი ყიფიანი

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

დინამო (თბ) (4-2-3-1): ხოსე პერალესი, გუჯა რუხაია (კ), ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, ნოდარ იაშვილი, აკაკი შულაია (დავით კობოური 77), გიორგი პაპავა, დმიტრო ივანისენია, ლევან შენგელია, ნიკა ნინუა (ბაქარ ქარდავა 51) , ლევან კუტალია (გიორგი ზარია 87)

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული