ფამაგუსტის "ანორთოსისის" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ნაკრებისა და ვლადიმირ ვაისის შესახებ ისაუბრა.

გარდა ამისა, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი სხვა საინტერესო თემებსაც შეეხო. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ინტერვიუდან:

- გეცინებათ ხოლმე, როცა ვლადიმირ ვაისისგან გესმით - ჩვენი ფეხბურთელები სუსტ ჩემპიონატებში თამაშობენ, სათამაშო პრაქტიკა არა აქვთო? ასეთი სიტყვებისთვის ხომ თქვენც ბევრჯერ გაუკრიტიკებიხართ?

- ვაისი მართალია - ასეთი იყო რეალობა ჩემს დროსაც და ასეა ახლაც! დღეს მეტ-ნაკლებად თამაშობენ მაინც, მე კი გაცილებით უარეს ვითარებაში ვიყავი - სხვა გზა არ მქონდა, ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები უნდა მომეწვია, სათამაშო პრაქტიკას ვინ ჩივის, საერთოდ უგუნდოდ რომ იყვნენ!

რაც შეეხება ეროვნულ პირველობას, ჩვენი ჩემპიონატი რა დღეშიც არის, ევროთასების პირველივე ეტაპზეც კარგად ჩანს ხოლმე. აგერ, ქუთაისის "ტორპედოს" სერიოზული პრობლემები ჰქონია, გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის რამდენიმე მოთამაშე დააკავეს და ა.შ. ამას ისიც ემატება, რომ რაკი კლუბებს სახელმწიფო ეხმარება, კერძო ინვესტორებმა ფეხბურთში ფულის დაბანდება შეწყვიტეს და უარესი ვითარებაც მივიღეთ...

- ჩვენც ვიცით, სად და როგორ თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები, მაგრამ სულ ამაზე ლაპარაკი და ფეხბურთელებისკენ ხელის გაშვერა არასწორია!

- ვაისი წაგებას ფეხბურთელებს კი არ აბრალებს, არსებულ ვითარებაზე ლაპარაკობს. იმის თქმაც შეუძლია - ამჟამად მეტი რესურსი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი დონის გუნდებთან შედეგი ხომ ვაჩვენეთო?! მით უმეტეს, რომ ქართულ ფეხბურთს ყაზახეთზე უარესად აქვს საქმე. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ერთა ლიგაზე გვყავდა ჩაკვეტაძე და იქ მიღწეული შედეგი მისი კარგი თამაშის დამსახურებაც არის.

ნაკრებში იმ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფ მოთამაშეებს უნდა დაუძახო, მაგრამ ფეხბურთელის თამაშის სანახავად რომ მიხვალ, ის კი შენ გვერდით ზის ტრიბუნაზე, ვის არჩევაზეა ლაპარაკი?! ასეთ მდგომარეობაში ვიყავი მეც და სლოვაკი მწვრთნელიც ამაზე ლაპარაკობს, თორემ ის არ უგულისხმია - მე მაგარი ვარ და ფეხბურთელები ვერ მიწყობენ ხელსო...

გასაგებია, რომ შედეგი გვინდა, მაგრამ რას ვაკეთებთ შედეგის მისაღწევად? - არაფერს! მგონი, ქართველებზე მეტად ფეხბურთი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ უყვარდათ, დღეს კი... ფეხბურთს ვინღა ახსენებს.

"მე გული იმაზე მტკივა, რომ ქართული ფეხბურთი უარესობისკენ მიდის. გავა ხუთი წელიწადი, დაიხარჯება მთავრობის მიერ გამოყოფილი 250 მილიონი და... ასე თუ გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში საქართველოში ფეხბურთი მხოლოდ სამოყვარულო დონეზე იქნება.

წლების წინ, კვიპროსზე რომ ჩამოვედი, ჩემი თანაკლუბელებიდან ზოგი მეხანძრე იყო, ზოგი - მეთევზე და ზოგიც - ფოსტალიონი. ახლა? ბოლო ათი წლის განმავლობაში კვიპროსულმა კლუბებმა ხუთჯერ ითამაშეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ჩვენ სად ვართ?! ყოფილი საბჭოეთის ყველა სახელმწიფომ მიაღწია რაღაც შედეგს, საქართველო კი, ამხელა საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანა, მაჩანჩალებს შორისაა".

ავტორი: რატი შელეგია

წყარო: kvirispalitra.ge

elgvisa
მართალია ქეცბაია.........
123
ნაკრებია პრობლემა და არა მწვრთნელები. ქეცბაია ბრაზილიას რომ წვრთნიდეს ხომ წარმოგიდგენიათ რამდენი საშუალებები ექნებოდა.
ogafa
მართალია ეს კაცი - მართალია ქეცბაია
რამო ბათუმი
თემურ პირდაპირ ტქვი, რომ კობიაშვილი არ მოგწონს და გინდა რეზის დროინდელი მაფიოზური ფედერაცია, სადაც ასობით ადამიანი 2 და 3 ათას ხელფას ღებულობდნენ ისე, რომ ფედერაციის ოფისის მისამართიც კი არ იცოდნენ.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
ადრე გვყავდა ფეხბურთელები ტოპლიგებში, მაგრამ შედეგი ვერცერთმა მწვრთნელმა ვერ დადო. წაგება მარტო მწვრთნელის ბრალი რომ არის ეს ყველას გვახსოვს და თავის მართლება არ გამოვა. მოხვედით, ფული გააკეთეთ და წახვედით. მიზეზად მხოლოდ ფეხბურთელების დაბალ კლასს ასახელებთ. რომელიმემ არ იცოდით სად მოდიოდით?
Alexandre
მართლა ვერ ვარ ალბათ. რა, ბათუმში არ შენდება? ყველა სტადიონი არ გადადის ბუნებრივ საფარზე? მართლაც რომ ვაი ჩვენს პატრონს
sdfffff
ვაისი იმას ამბობს არ ვიცი შეტევაში კომბინაციური თამაში როგორ ავაწყოოდა პელეს დაველოდოთო, მაგრამ პელე არ იქნება.
ფეოლა
კობიაშვილის დროს რომ არ დანგრეულა ეს იმას არ ნიშნავს,რომ შენ არ უნდა ააშენო!
status quo
მართალია ეს კაცი...
ჰაჯან
ისლანდიამ კი არა - იავნანამ....
Alexandre
ვერ გავიგე კომენტარები და მომკალით. ალბათ სკლეროზი მჭირს. ბათუმში სტადიონი კობიაშვილის დროს დაანგრიეს? ზესტაფონი კობიაშვილმა გააგდო უმაღლესიდან? ჩვენი კლუბები, ყველა შეწყობილად, პირველივე ტურიდან რომ ვარდებიან კობიაშვილის დროს დაიწყო? ...??? მგონი ზოგადად რაღაც გვჭირს ყველას.
გიგა
დააბრუნეთ ცხადაძე. ისლანდდიამ რა ჰქნა.
ამაშია საქმე
ფეხბურთი ჭკვიანმა ინტელექტიანმა ადამიანებმა ენთუზიაზმით უნდა განავითარონ.ახლა ვის ჩააბარეს ფეხბურთი უცოდინარ უინტელექტო ძველ ფეხბურთელებს რომლებსაც ორ ბატს არ ჩააბარებს კაცი.ამათ ხელში სხვა შედეგს რატომ მივიღებთ.
Asdas
მჭედლიშვილი ტოვებს გორიცას, იქნებ ამაზეც დაგეწერათ რამე
iuri
მართალია ეს კაცი, 250 მილიონი წყალში გადაყრილი, ბავშვთა ფეხბურთში სავალალო მდგომარეობაა, სტადიონები და იხელიშეწობა საერთოდ არ არსებობს. ყველაფერი უკუღმა კეთდება ამ ქვეყანაში, ვერავინ შეიგნო რომ 0 დან არის დასაწყები საქმე. იმ 250 მილიონს მოხმარება ჯობდა ისე რომ ყველა რაიონეში ნორმალური საფეხბურთო კომპლექსები გაკეთებულიყო. 1-2 მილიონიც არ ჯდება და სულ რამდენი რაონი გვაქვს? სავალალო მდგომარეობაა. ვისში ვდებთ 250 მილიონს? იმაში რომ გავიდეს გუნდები ევროტურნირებზე და პირველივე ეტაპზე ფარჩაკდებოდნენ?
margveli
პატივცემულო როცა 100 ათასობით დოლარს იღებ ხელფასს, ფედერაცია ყველა პირობას გიქმნის, უფასოდ გაჭმევს , გაცხოვრებს, პრემიებს გაზლევს, გატარებს თამაშებზე დასაკვირვებლად, აღარ უნდა იწუწუნო და ყველას და ყველაფერს ხელი არ უნდა შეაწმინდო. კონტიგენტის ბრალიო ხო უგუნდო ფეხბურთელს ძირითადში რომ აყენებ, უპრაქტიკო მოთამაშეს რომ იძახებ და შეკრებაზე ადგენ რომ ფორმაში არ არის, ცენტრალურ მცველს მარჯვნივ რომ აყენებ, რომელსააც 20 წლიან კარიერის მანძილზე ამ პოზიციაზე არასდროს უთამაშია, როცა ჩამშლელს გამთამაშებლად გაამწესებ, როცა ვერ ხვდები შეცვლა რომ არის განსახორციელებელი და ვინ უნდა შემოიყვანო თამაშის გასაძლიერებლადდ
ლაშა
ქეცბაიამ შედეგი აჩვენა,როცა ფეხბურთელები ყავდა გუნდში(ანორთოსისი) ვაისმაც ასევე აჩვენა(სლოვაკეთი) ასევე ტოპმიოლერმა(ლევერკუზენი) კუპერმა(ვალენსია).........ამით ყველაფერი ნათქვამია.
მ. ტ.
კატეგორიულად მოვითხოვ, რომ მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ ეროვნული ჩემპიონატის მოხსენიებისას... მეტადრე მას მერე, რაც საამაყოდ სასიქადულო ეპითეტითაც დამშვენდა - კრისტალბეთ ეროვნული ლიგა - სულ სხვარიგად ჟღერს....
ზუგდიდი
ვისულელოთ თავი,მაგრამ რას გვარგებს? გადახედეთ ასაკობრივი ნაკრებები რას თამაშობენ რაც კობიაშვილი მოვიდა. ცხადაძიდან დაწყებული ყველა ასაკობრივ ნაკრებებში ასე მწვრთნელების ცვლამ ვხედავთ რა შედეგიც დადო. ზესტაფონის მოსპობა და ზუგდიდის ბაიას აკადემიის ჩაძირვა კი ცალკე თემაა... მაგ 250 მილიონიდან ნახევარს თვითონ შეჭამენ ეგეც ფაქტია და როგორ გამოცოცხლდება ფეხბურთი? ეგ 250 მილიონი აკადემიების მშენებლობაზე ყველა ქალაქში რო დახარჯულიყო კი ბატონო,მაგრამ პირიქით ხდება სამოყვარულო კლუბებს ურიცხავენ მილიონებს და ნაწილი მერე უკან მიაქვთ კლუბის მეპატრონეებს ფედერაციაში. საძირკვლიდან სანამ არ დაიწყება სწორად მუშაობა ბაუშვებთან სულ ასე ვიქნებით.
1
თემურ მართქლი ხარ,მაგრამ სისტემატიურად ძირითადში მოთამაშე კობი,იაშკა და კალაძე რომ ჩამოწერე,ეგენიც სუსტ გუნდებში თამაშობდნენ?ან მე ისეთი გუნდის გაახალგაზრდავებას რა ვუთხარი,თუ ახალგაზრდის გვერდით 2-3 გამოცდილი ფეხბურთელი არ არის,თუნდაც სათადარიგოთა სკამზე,მაგრამ გიბრძქნეს „ზემოდან“ და სხვა რა გზა გქონდა.წარმატებები თემურ ანორთოსისში.
Va-Le
Bavshta fexburtshi cvlilebebia sachiro, fsiqologiurad scorad midgoma, bavshvi grdzel pas ro gaaketebs da mcvrtneli uyviris kai ra gamitrake am grdzeli pasebit saqmeo rom uyviris da ise uxsnis bavshvi amdoros shecdomis gamoscorebaze ki ar fiqrobs au rodismorcheba yvirilso magaze fiqrobs, bavshta fexburtshi unda iyos iseti. Valdebuleba rogoric aris, mag.. Rom yvela bavshma unda itamashos tamashi conis da fexburtis arcodnis miuxedavad, federaciam unda daavaldebulos ase aris espanetshi 4.xi 15cutiania da yvela bavshvi minimum 15 cuts atamashebs mcvrtneli angermaniashi. Bavshs meti stimuli edzleva da tavs zedmetad ar grdznobs gundshi clidan clamde 5cutit rom atamasheb bavsh guli ucruvdeba fsikikaze moqmedebs cava agar unda mere es sheni fexburti gaagrdzelebs kompiuterul tamashebs iq miigebs siamovnebas, bavshvi moedanze rom gadis unda isiamovnos mcvrtnelma unda misces stimuli utxras siamovneba miige da ara is tuarmoigebt xval varjishze ar damenaxvoto an ragacmsgavsi frazebi gadaxedet yvelam tqven bavshobas visac gitamashiat fexburti bavshobashi an tamashobt ras da rogor geubnebodnen mcvrtnelebi yvela mcvrtnelze ar maqvs saubari mara umetesobaze vambob nu blokavt ra..
ლეონარდო
ბავშვტა ფეხბურთს მიხედეთ, 14 წლიანები მანდაა პრობლემა ,მეტი შეკრებები და დაცდა ზოგი ადრე იხსნება ზოგი გვიან, მანამდე მაინც მშობლების ენთუზიაზმზეა დამოკიდებული ,ასევე მწრთვლების კვალიფიკაცია მეტი განათლება,კომპეტენცია და დაინტერესება .....
bokinio
მაგანაც ეგ თქვ რო არა ჩაკვე ვაიეიც ვერ დადებდა მაგ შედეგსო.
დინამო
უაზროდ კი არა,არა სწორად იხარჯება, რა ვერ გაიგეთ ხალხო.
Bajo
Temo modi da iyare kenhi da gaayare muqtaxorebi federacidan
მშობელი
ყოველი მეორე ბავშვი ფეხბურთზე დადის, მაგრამ სულ 2-3 კლუბი და აკადემიაა ამ ქვეყანაში, და ისინიც, სადაც კარგ ბავშვს დაინახავენ, გადმოიბირებენ და არც კონკურენცია აღარ არის და არც იმ სხვა სკოლის განვითარება აღარ ხდება, აბა სცადეთ მწვრთნელების და ფიზმომზადების დონის ამაღლება (ჩადეთ ფული, ბატონო და გაუშვით საზღვარგარეთ სასწავლებლად, ოღონდ "ელიტარული" და ძმაკაცი მწვრთნელები კი არა, კონკურსით შეარჩიეთ), ვინც ფეხბურთი ვერ ითამაშა, ყველა მწვრთნელობას იბრალებს და ვის რა უნდა ასწავლონ, მიეცით ბავშვთა სკოლებს განვითარება, დაესწარით ერთ ტურნირს და გული მოგიკვდებათ, რა ანგარიშებით იგებს თბილისის 1-2 აკადემია სხვა გუნდებთან, ან მოგებულმა რა უნდა ისწავლოს, ან წაგებულმა, ძალიან კარგად იცით, რაც უნდა გააკეთოთ, მაგრამ ფულის კეთება გირჩევნიათ და ჰა
გიორგი
250 მილიონამდე.. შენზე დაიხარჯა უაზროდ 13 მილიონი თემურ.. ბოდიში გაქვს მოსახდელი შენი ხალხის წინაშე
ბექა
რა გინდათ ამ კაცისგან მართალს ამბობს,როგორ შეიძლება მკვდარს შეტევა მოთხოვო,მენტალიტეტი უნდა შეიცვლაონ ქართველმა ფეხბურთელებმა,3 ოთახიან ბინას და მერსედეს იყიდიან და ანებებნ სირბილს თავს.ამიტომ ახალი თაობები სწორად უნდა აღიზარდონ როგორც სპორტულ-სამედიცინო კუთხიით ასევე მენტალურად,სხვა გამოასვალი არ გვაქვს.ჭაობი გვითრევს და გვითრევს
გოგა
გეთანხმები ქეცბა,მაგრამ რო არა ჩაკვეტაზე,შენ და ვერც ვაისი ვერ მოიგებდით ერთა ლიგის ჯგუფს. ჩემი აზრი ასეთია და გინდა დამცინეთ. დიდი პრემიები უნდა იყოს ნაკრებში და უკეთესი მწვრთნელი.ამჟამინდელი ფეხბურთელებიდან 50%მოსაშორებელია ნაკრებს,რაც გვყავს მაქსიმუმი უნდა გამოიწუროს. აი 250 მილიონი კი უაზროდ იხარჯება და მართალია ქეცბაია
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...