თემურ ქეცბაია: ვაისი მართალია - ასეთი იყო რეალობა ჩემს დროსაც და ასეა ახლაც!

AutoSharing Option
ფამაგუსტის "ანორთოსისის" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ნაკრებისა და ვლადიმირ ვაისის შესახებ ისაუბრა.

გარდა ამისა, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი სხვა საინტერესო თემებსაც შეეხო. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ინტერვიუდან:

* * *
- გეცინებათ ხოლმე, როცა ვლადიმირ ვაისისგან გესმით - ჩვენი ფეხბურთელები სუსტ ჩემპიონატებში თამაშობენ, სათამაშო პრაქტიკა არა აქვთო? ასეთი სიტყვებისთვის ხომ თქვენც ბევრჯერ გაუკრიტიკებიხართ?
- ვაისი მართალია - ასეთი იყო რეალობა ჩემს დროსაც და ასეა ახლაც! დღეს მეტ-ნაკლებად თამაშობენ მაინც, მე კი გაცილებით უარეს ვითარებაში ვიყავი -
სხვა გზა არ მქონდა, ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები უნდა მომეწვია, სათამაშო პრაქტიკას ვინ ჩივის, საერთოდ უგუნდოდ რომ იყვნენ!

რაც შეეხება ეროვნულ პირველობას, ჩვენი ჩემპიონატი რა დღეშიც არის, ევროთასების პირველივე ეტაპზეც კარგად ჩანს ხოლმე. აგერ, ქუთაისის "ტორპედოს" სერიოზული პრობლემები ჰქონია, გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის რამდენიმე მოთამაშე დააკავეს და ა.შ. ამას ისიც ემატება, რომ რაკი კლუბებს სახელმწიფო ეხმარება, კერძო ინვესტორებმა ფეხბურთში ფულის დაბანდება შეწყვიტეს და უარესი ვითარებაც მივიღეთ...

* * *
- ჩვენც ვიცით, სად და როგორ თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები, მაგრამ სულ ამაზე ლაპარაკი და ფეხბურთელებისკენ ხელის გაშვერა არასწორია!
- ვაისი წაგებას ფეხბურთელებს კი არ აბრალებს, არსებულ ვითარებაზე ლაპარაკობს. იმის თქმაც შეუძლია - ამჟამად მეტი რესურსი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი დონის გუნდებთან შედეგი ხომ ვაჩვენეთო?! მით უმეტეს, რომ ქართულ ფეხბურთს ყაზახეთზე უარესად აქვს საქმე. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ერთა ლიგაზე გვყავდა ჩაკვეტაძე და იქ მიღწეული შედეგი მისი კარგი თამაშის დამსახურებაც არის.

ნაკრებში იმ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფ მოთამაშეებს უნდა დაუძახო, მაგრამ ფეხბურთელის თამაშის სანახავად რომ მიხვალ, ის კი შენ გვერდით ზის ტრიბუნაზე, ვის არჩევაზეა ლაპარაკი?! ასეთ მდგომარეობაში ვიყავი მეც და სლოვაკი მწვრთნელიც ამაზე ლაპარაკობს, თორემ ის არ უგულისხმია - მე მაგარი ვარ და ფეხბურთელები ვერ მიწყობენ ხელსო...

გასაგებია, რომ შედეგი გვინდა, მაგრამ რას ვაკეთებთ შედეგის მისაღწევად? - არაფერს! მგონი, ქართველებზე მეტად ფეხბურთი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ უყვარდათ, დღეს კი... ფეხბურთს ვინღა ახსენებს.

* * *
"მე გული იმაზე მტკივა, რომ ქართული ფეხბურთი უარესობისკენ მიდის. გავა ხუთი წელიწადი, დაიხარჯება მთავრობის მიერ გამოყოფილი 250 მილიონი და... ასე თუ გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში საქართველოში ფეხბურთი მხოლოდ სამოყვარულო დონეზე იქნება.

წლების წინ, კვიპროსზე რომ ჩამოვედი, ჩემი თანაკლუბელებიდან ზოგი მეხანძრე იყო, ზოგი - მეთევზე და ზოგიც - ფოსტალიონი. ახლა? ბოლო ათი წლის განმავლობაში კვიპროსულმა კლუბებმა ხუთჯერ ითამაშეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ჩვენ სად ვართ?! ყოფილი საბჭოეთის ყველა სახელმწიფომ მიაღწია რაღაც შედეგს, საქართველო კი, ამხელა საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანა, მაჩანჩალებს შორისაა".

ავტორი: რატი შელეგია
წყარო: kvirispalitra.ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 29 /
პატივცემულო როცა 100 ათასობით დოლარს იღებ ხელფასს, ფედერაცია ყველა პირობას გიქმნის, უფასოდ გაჭმევს , გაცხოვრებს, პრემიებს გაზლევს, გატარებს თამაშებზე დასაკვირვებლად, აღარ უნდა იწუწუნო და ყველას და ყველაფერს ხელი არ უნდა შეაწმინდო.
კონტიგენტის ბრალიო ხო უგუნდო ფეხბურთელს ძირითადში რომ აყენებ, უპრაქტიკო მოთამაშეს რომ იძახებ და შეკრებაზე ადგენ რომ ფორმაში არ არის, ცენტრალურ მცველს მარჯვნივ რომ აყენებ, რომელსააც 20 წლიან კარიერის მანძილზე ამ პოზიციაზე არასდროს უთამაშია, როცა ჩამშლელს გამთამაშებლად გაამწესებ, როცა ვერ ხვდები შეცვლა რომ არის განსახორციელებელი და ვინ უნდა შემოიყვანო თამაშის გასაძლიერებლადდ
margveli
29 მაისი 2019 15:31
9
თემურ მართქლი ხარ,მაგრამ სისტემატიურად ძირითადში მოთამაშე კობი,იაშკა და კალაძე რომ ჩამოწერე,ეგენიც სუსტ გუნდებში თამაშობდნენ?ან მე ისეთი გუნდის გაახალგაზრდავებას რა ვუთხარი,თუ ახალგაზრდის გვერდით 2-3 გამოცდილი ფეხბურთელი არ არის,თუნდაც სათადარიგოთა სკამზე,მაგრამ გიბრძქნეს „ზემოდან“ და სხვა რა გზა გქონდა.წარმატებები თემურ ანორთოსისში.
1
29 მაისი 2019 13:29
4
ბავშვტა ფეხბურთს მიხედეთ, 14 წლიანები მანდაა პრობლემა ,მეტი შეკრებები და დაცდა ზოგი ადრე იხსნება ზოგი გვიან, მანამდე მაინც მშობლების ენთუზიაზმზეა დამოკიდებული ,ასევე მწრთვლების კვალიფიკაცია მეტი განათლება,კომპეტენცია და დაინტერესება .....
ლეონარდო
29 მაისი 2019 12:17
2
უაზროდ კი არა,არა სწორად იხარჯება, რა ვერ გაიგეთ ხალხო.
დინამო
29 მაისი 2019 11:38
17
ვაისი იმას ამბობს არ ვიცი შეტევაში კომბინაციური თამაში როგორ ავაწყოოდა პელეს დაველოდოთო, მაგრამ პელე არ იქნება.
sdfffff
29 მაისი 2019 18:06
4
მართალია ეს კაცი - მართალია ქეცბაია
ogafa
02 ივნისი 2019 16:25
1
დააბრუნეთ ცხადაძე. ისლანდდიამ რა ჰქნა.
გიგა
29 მაისი 2019 17:24
5
ისლანდიამ კი არა - იავნანამ....
ჰაჯან
29 მაისი 2019 17:44
0
ფეხბურთი ჭკვიანმა ინტელექტიანმა ადამიანებმა ენთუზიაზმით უნდა განავითარონ.ახლა ვის ჩააბარეს ფეხბურთი უცოდინარ უინტელექტო ძველ ფეხბურთელებს რომლებსაც ორ ბატს არ ჩააბარებს კაცი.ამათ ხელში სხვა შედეგს რატომ მივიღებთ.
ამაშია საქმე
29 მაისი 2019 17:06
16
Bavshta fexburtshi cvlilebebia sachiro, fsiqologiurad scorad midgoma, bavshvi grdzel pas ro gaaketebs da mcvrtneli uyviris kai ra gamitrake am grdzeli pasebit saqmeo rom uyviris da ise uxsnis bavshvi amdoros shecdomis gamoscorebaze ki ar fiqrobs au rodismorcheba yvirilso magaze fiqrobs, bavshta fexburtshi unda iyos iseti. Valdebuleba rogoric aris, mag.. Rom yvela bavshma unda itamashos tamashi conis da fexburtis arcodnis miuxedavad, federaciam unda daavaldebulos ase aris espanetshi 4.xi 15cutiania da yvela bavshvi minimum 15 cuts atamashebs mcvrtneli angermaniashi. Bavshs meti stimuli edzleva da tavs zedmetad ar grdznobs gundshi clidan clamde 5cutit rom atamasheb bavsh guli ucruvdeba fsikikaze moqmedebs cava agar unda mere es sheni fexburti gaagrdzelebs kompiuterul tamashebs iq miigebs siamovnebas, bavshvi moedanze rom gadis unda isiamovnos mcvrtnelma unda misces stimuli utxras siamovneba miige da ara is tuarmoigebt xval varjishze ar damenaxvoto an ragacmsgavsi frazebi gadaxedet yvelam tqven bavshobas visac gitamashiat fexburti bavshobashi an tamashobt ras da rogor geubnebodnen mcvrtnelebi yvela mcvrtnelze ar maqvs saubari mara umetesobaze vambob nu blokavt ra..
Va-Le
29 მაისი 2019 12:20
2
თემურ პირდაპირ ტქვი, რომ კობიაშვილი არ მოგწონს და გინდა რეზის დროინდელი მაფიოზური ფედერაცია, სადაც ასობით ადამიანი 2 და 3 ათას ხელფას ღებულობდნენ ისე, რომ ფედერაციის ოფისის მისამართიც კი არ იცოდნენ.
რამო ბათუმი
30 მაისი 2019 13:51
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული