sport-express.ru: "სპარტაკი" ჯანო ანანიძეს არ დაიბრუნებს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკი" "კრილია სოვეტოვში" იჯარით გაშვებული 26 წლის ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის უკან დაბრუნებას არ აპირებს.

30 მაისს, "სპარტაკის" დირექტორთა საბჭოს კრებაზე მომავალი სეზონის გეგმები განიხილეს. კლუბის ბიუჯეტი 100 მილიონი ევროდან 90 მილიონამდე შემცირდა, მწვრთნელად ოლეგ კონონოვი დატოვეს და მიზნად გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა და რუსეთის თასის აღება დაუსახეს. ზაფხულიდან "სპარტაკი" ევროპა ლიგის გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და თუ ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდა, კონონოვს მოხსნიან.

"სპარტაკი" ჯერჯერობით არავის შეძენას არ აპირებს და რამდენიმე ფეხბურთელს და მათ შორის ანანიძეს გაუშვებს.

ჯანო "სპარტაკში"
2009 წლიდან თამაშობდა, 116 მატჩში 12 გოლი გაიტანა, ზამთარში "კრილიაში" იჯარით გადავიდა, მხოლოდ 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლით შეეწია. ის ამჟამად ტრავმირებულია და სამარელებს პრემიერლიგაში დარჩენისთვის "ნიჟნი ნოვგოროდთან" პლეი-ოფის მატჩებში ვერ დაეხმარება.

ანანიძეს "სპარტაკთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება და უცნობია, როგორ მოხდება მისი გაწყვეტა - შეიძლება კომპენსაცია გადაუხადონ ან კიდევ სადმე გაუშვან იჯარით. მისი წლიური ხელფასი 2 მილიონი ევროა.


Sportall.Ge






მკითხველის კომენტარები / 4 /
გენაცვალე შენ!! დღეში 5500 ევრო!!!,,,, მაგარია რა!!!
არა მკითხე მოამბე
04 ივნისი 2019 10:08
0
შვილო, ყველაფერს თავი დავანებოთ,თავმოყვარეობა საერთოდ არ გაქვს?
პეტრე
31 მაისი 2019 08:53
2
და რად უნდა? წელიწადში 4-5 თამაშს თამაშობს.სულ ტრამვირებულია.იქნებ გამახსენოთ ჯანოს მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩი ნაკრებში ან კლუბში? ჩვენმა ჟურნალისტებმა იციან ყველაფრის გაზვიადება.ლონდონის არსენალს უნდოდა და სპარტაკმა არ გაუშვაო.კარგით რა. არსენალი არა იუვენტუსი. ჩაკვეტაძე იმდენ გრანდში გადაიყვანეს ბოლოს 6 თვე ჩამოსორდა ფეხბურთს. ყაზაიშვილი და ანანიძე საერთოდ არ უნდა გამოიზახონ ნაკრებში.აღარაპელს ვამბობ მჭედლიძეზე,ეგ ისეთი "ფენომენია" ანალოგი რომ არ აქვს.ტიპი არ თამაშობს და არ ვარჯიშობს და სულ დამტვრეულია
ზაზა
30 მაისი 2019 21:58
3
ჯერ ქართული ისწავლე და კომენტარები შემდეგ...
grisha dedakimovi
31 მაისი 2019 02:14
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული