ჯანო ანანიძემ ისევ ტრავმა მიიღო და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს

AutoSharing Option
"კრილია სოვეტოვის" ექიმმა კიური ჩაჩაევმა განაცხადა, რომ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

"ანანიძემ მუხლის სახსარი იტკინა. არაფერი სერიოზული, მაგრამ ჯერ მისთვის თამაში არ შეიძლება. იმისათვის, რათა არ გაგვერისკა, დასვენების საშუალება მივეცით. ვფიქრობ, ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს", - ციტირებს ჩაჩაევს ТАСС-ი.

ანანიძემ "კრილიაში" 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჯანო სამარულ გუნდში იჯარით თამაშობს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მისი კლუბი "სპარტაკი" კი ტრანსფერზე დაყენებას უპირებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა შუაშია რუსეთიდან წასვლა.ასე დილეტანტივით საუბარი არ შეიძლება. რუსეთის პრემიერ ლიგაში დამისახელეთ რომელ ან რამდენ გუნდს აქვს ხელოვნურსაფარიანი სტადიონი? არცერთს. მჭედლიზეც რუსეთში თამაშობს ტრამვები რომ ტანჯავენ?,ან ყენია?ან პაპუნაშვილი? და აღარ ჩამოვთვლი კიდევ სხვა ფეხბურთელებს. რას იზავ ანანიძე არის მიდრეკილი ტრამვებისკენ იმიტომ რომ თან ტექნიკურია და ხშირად ეუხეშებიან,ისევე როგორც ზარანდიას,მერებაშვილს,ჩაკვეტაზეს და სხვებს!
kika
13:50 08-05-2019
4
წავიდეს რუსეთიდან. კარგ მოედნებზე რომ თამაშობდეს, ამდენ ტრავმას არ მიიღებდა.
ქ. გ.
02:40 08-05-2019
1

სიახლეები პოპულარული