1 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-17 ტურში "ვიტ ჯორჯიამ" "ტორპედოს" 3:0 მოუგო.
პირველი ტაიმი ეროვნული ლიგის კვალობაზეც კი დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა, თითქოს გუნდები შესვენებაზე 0:0-ზე უნდა გასულიყვნენ, მაგრამ მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა მოსიაშვილმა კომპენსირებულ დროში შორიდან დარტყმით ანგარიში გახსნა.
აღსანიშნავია, რომ წინა 5 ტურში "ვეტერინარებს" გოლი არ ჰქონდათ გატანილი.
მეორე ტაიმში "ვიტ ჯორჯიამ" კიდევ ორი გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ვიტ ჯორჯია - ტორპედო 3:0
გოლები: 1:0 ცოტნე მოსიაშვილი (45+1), 2:0 ირაკლი ზარიძე (78), 3:0 ზურაბ მუსელიანი (82)
ვიტ ჯორჯია (4-2-3-1): ლევან ისერგიშვილი, გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი ლაცაბიძე, ალიკო ჩაკვეტაძე, დავით საჯაია, ზურაბ სეხნიაშვილი (კ), ცოტნე მოსიაშვილი (ვანო კურდღელაშვილი 87), გიორგი ვასაძე, კახაბერ კაკაშვილი, ზურაბ მუსელიანი (ზურაბ ღირდალაძე 89), დავით მუჯირი (ირაკლი ზარიძე 75)
მთ. მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე
ტორპედო (4-2-3-1): მაქსიმე ქვილითაია, დავით ხურცილავა (ვაჟა ტაბატაძე 71), ოლეკსანდრ აზაცკი, მამუკა კობახიძე, მათე ცინცაძე (თენგიზ წიქარიძე 46), მერაბ გიგაური, ნოდარ ქავთარაძე, ამბროსი ჩაჩუა, გრიგოლ დოლიძე (თამაზ შარვაშიძე 74), გიორგი ქიმაძე, ბუდუ ზივზივაზე
მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი