შეკრების პირველ დღეს, საწვრთნელი პროცესი არასრული შემადგენლობით წარიმართა. რამდენიმე ფეხბურთელი საკლუბო მატჩების გამო ეროვნულ გუნდს მოგვიანებით შეუერთდება.
ინდივიდუალურად ვარჯიშობს სოლომონ კვერკველია, გიორგი ქვილითაია კი, ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს გამოაკლდა და მომდევნო ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
სავარაუდოდ, ნაკრებს ასევე ვერ დაეხმარება ჩეხური "ზლინის" ქართველი ლეგიონერი ვახტანგ ჭანტურიშვილი. ფეხბურთელი ჩეხეთში სამუშაო ვიზის მოლოდინშია.
მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, შემადგენლობაში "თარაზის" ქართველი ლეგიონერი, ელგუჯა ლობჯანიძე იქნება.