2 მაისს, ევროპა ლიგის პლეი-ოფის განმეორებით მატჩში ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "რაპიდთან", მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებული გამოვიდა.
საქმე იმაშია, რომ გრაცელებმა პირველი შეხვედრა 2:1 მოიგეს და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით ევროპა ლიგის საგზური მოიპოვეს.
კიტეიშვილი სასტარტოში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს. მან ავსტრიის ბუნდესლიგის 2018/19 წლების სეზონში 31 მატჩში 4 გოლი გაიტანა.