bottadiculo: "ლაციოს" ერთ-ერთი სამიზნე გიორგი ჩაკვეტაძეა

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა bottadiculo საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, რომაულ კლუბს ბელგიის ჩემპიონატიდან ორი ფეხბურთელის ყიდვა სურს. ერთი "ბრიუგეს" თავდამსხმელი უესლი გახლავთ, ხოლო მეორე საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეა.

აი, რას წერს საიტი გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით:

"თავდასხმის გარდა, მეორე რგოლი, რომელსაც ცვლილებები შეიძლება შეეხოს, ნახევარდაცვაა.

"ლაციოში" უკვე ფიქრობენ ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელის - ბადელისა და მილინკოვიჩ-სავიჩის შემცვლელების თაობაზე.

მომავალი სეზონის წინ "ლაციოს" სპორტული დირექტორი იგლი ტარე ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ფეხბურთელს აკვირდება, რათა აღმოაჩინოს ტალანტი და მიიყვანოს "ოლიმპიკოზე".

უკანასკნელი ინფორმაციით,
სამიზნეებს შორის პირველ ადგილზე 1999 წელს დაბადებული გიორგი ჩაკვეტაძე არის, რომელიც "გენტის" "10 ნომერია". ჩაკვეტაძის ფასი დაახლოებით 12-15 მილიონი ევრო იქნება და შესაძლოა, "ლაციომ" მალე გადადგას პირველი ნაბიჯი."

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძეს ამჟამად ტრავმა აქვს და რეაბილიტაციის კურსს საქართველოში გადის. გასული წლის ბოლოს ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევით "ბარსელონა" იყო დაინტერესებული, თუმცა, სამწუხაროდ, ტრავმამ გიორგის უკეთეს გუნდში ტრანსფერი გარკვეული დროით გადადო.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჯერ ძილი, მერე სიზმარი. ტრავმა არ მოურჩენია და ასე არავინ წაიყვანს. მეორეც, ჯერ გენტში ჯობია მოღონიერდეს . ლაციომ რომც წაიყვანოს და სკამზე იჯდეს, არა მგონია უკეთესი ვარიანტი იყოს. ასე მოუვიდა პაპუნაშვილს ვერდერში და ისევ დინამოში დაბრუნდა
:))))
12:52 03-06-2019
9
ხოო ბარსელონაში უნდოდათ მესის ნაცვლად უბრალოდ ეხლა ტრამვამ შეუშალაო ხელი.. რებს წერთ უბრალოდ ტეხავს რა დაგვცინებენ უცხოეთში ასეთ სტატიებზე
reali
15:12 03-06-2019
9

სიახლეები პოპულარული