გიორგი ხარაიშვილი: გუნდი მომავალი თამაშებისთვის კარგად ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ორი მატჩისთვის ემზადება, მისმა ახალგაზრდა ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა კი იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრებს მზადყოფნაში შეხვდებიან:

"ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ყოველთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. გუნდი მომავალი თამაშებისთვის კარგად ემზადება, თუმცა ჯერ სრული შემადგენლობით არ შევკრებილვართ.

პირველი თამაშისთვის მოსამზადებლად ბევრი დრო არ დაგვრჩა, მაგრამ ჩემი აზრით, შევძლებთ, რომ მოახლოებულ შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
შემოგევლე, გიორგი, დიდი იმედი მაქვს შენი... სადაც გითამაშია, ყველგან გუნდის ლიდერი იყავი და ნაკრებშიც იგივეს გისურვებ...
ლაშა
08:28 04-06-2019
0
ვასო!... რა კომენტარს აკეთებ? სირცხვილია. გირჩევდი პოლიტიკური მოტივები შენთვის შეინახო და არჩევნების დროს საარჩევნო ყუთთან დააფიქსირო, ეს სპორტია და თუ ოდესმე სპორტის რომელიმე სახეობასთან შეხება გქონია ასე არ უნდა მსჯელობდე.
DEVI
13:07 05-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული