გიორგი პაპუნაშვილი: ვრჩები "სარაგოსაში", რადგან ამ მიზანს უნდა მივაღწიო

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა el periodico de aragon-ი  აქვეყნებს გიორგი პაპუნაშვილის განცხადების ნაწილს, რომელიც ერთ-ერთ სპორტულ სააგენტოსთან გააკეთა.

ქართველი შემტევის ნათქვამის მიხედვით, ის არაგონულ კლუბში რჩება და არსად წასვლას არ აპირებს.

"მე არ დავტოვებ კლუბს, მე თავს ბედნიერად ვგრძნობ და კმაყოფილი ვარ აქაურობით. გავიმეორებ იმას, რაც ადრე ვთქვი. ჩემი "სარაგოსაში" მოსვლის შემდეგ მთავარი მიზანი კლუბთან ერთად პირველ დივიზიონში თამაში იყო და ეს მიზანი ჯერ ისევ მისაღწევია.

მე ვრჩები. ჩემი ოცნებაა "სარაგოსასთან" ერთად ლა ლიგაში თამაში და მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ამისთვის ყველაფერს
გავაკეთებ", - განაცხადა პაპუმ.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი განვლილ სეზონსაც შეეხო. მან სეზონის "ჩავარდნას" "მიუღწეველი ამოცანა" უწოდა და განაცხადა, რომ "გუნდში არსებულმა რამდენიმე პრობლემამ" განაპირობა ყოველივე, მთავარი პრობლემა კი ტრავმები იყო.

ამ მხრივ, გუნდის მთავარი პროტაგონისტი სწორედ პაპუნაშვილი იყო. მუხლის ტრავმის გამო პაპუმ ძალიან ცოტა ითამაშა.

"არცერთ შეხვედრაში არ გამიტარებია 90 წუთი მოედანზე. რომ არა ტრავმები, გაცილებით უკეთესი სეზონი მექნებოდა. ამიტომაც არ იყო წარმატებული წელი ჩემთვის, თუმცა რამდენიმე თამაში კიდევ არის დარჩენილი და ვეცდები, თავი საუკეთესო მხრივ წარმოვაჩინო.

"ნუმანსიასთან" სათამაშოდ მზად ვიყავი, თუმცა მწვრთნელებთან დიალოგის შემდეგ დასვენება გადავწყვიტე. ახლა საქართველოში მივფრინავ და ეროვნულ ნაკრებთან ერთად გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ თამაშებისთვის მოვემზადები."

გიორგი ბოლოს ამბობს, რომ მომავალი წლის სეზონის მიზანი ლა ლიგაში თამაშია.

"მთავარი მიზანი ლა ლიგაში დაბრუნება იქნება. "სარაგოსაში" ყოფნის დღიდან მიზნად ეს გვაქვს და მეც ამიტომ ვთამაშობ, თუმცა ჯერ ისევ მეორე დივიზიონში ვართ. კლუბი უმაღლესი მიზნებისთვის გააგრძელებს ბრძოლას", - აღნიშნა პაპუმ.

გიორგი პაპუნაშვილი დღეს შეუერთდება საქართველოს ნაკრებს. ის, ვლადიმირ ვაისმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოახლოებული მატჩებისთვის გამოიძახა.

შეტევით ფაზაში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ პაპუმ ორივე თამაშში მიიღოს მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ფორმაში არ არის.

altგიორგი პაპუნაშვილმა შეცვლაზე შესვლიდან 18 წამში ანგარიში გაათანაბრა - "სარაგოსამ" გაიმარჯვა [VIDEO]

 

altმზადების III დღე: ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში უკვე 22 ფეხბურთელია [VIDEO]

altგიორგი პაპუნაშვილი - ფეხბურთელი, რომელიც "სარაგოსას" ლიდერი უნდა ყოფილიყო

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგის ადგილას 20-20 წუთზე მეტს არ დავიტვირთებოდი, ძლივს ტრავმა მოიშუშა და ეხლა უაზრო გამიზეზება არ ივარგებს. ზაფხულის არდადეგებია, სეზონი დასრულდა 100 პროცენტიანი გამოჯანმრთელების შანსი გაქვს და გამოიყენე. ახალ სეზონს კი ახალი ჯანებით დაიწყებ. წარმატებები და მომავალ სეზონში ლა-ში მენახე.
zvare
17:08 04-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული