იჯარა თუ გამოსყიდვა? - "გურნიკს" ვაკო გვილიას შენარჩუნება სურს

AutoSharing Option
პოლონური სპორტული გამოცემა sport.pl ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზაბრჟეს "გურნიკს" ქართველი ნახევარმცველის - ვალერიან გვილიას შენარჩუნება სურს.

გვილია პოლონურ კლუბში სეზონის მეორე ნახევრის დასაწყისში მივიდა. გუნდს რთული ამოცანა ჰქონდა - სურდათ უმაღლეს დივიზიონში დარჩენა, თუმცა ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებოდნენ. გვილია კი გუნდს ძალიან დაეხმარა, სეზონის მეორე ნახევარში გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ამოცანის შესრულებაშიც დაეხმარა.

მოგეხსენებათ, ვაკო გვილია შვეიცარიული "ლუცერნის" საკუთრებაა და პოლონურ გუნდში იჯარის წესით იყო განათხოვრებული. ამჟამინდელი ინფორმაციით, "გურნიკს" სურს, რომ ვაკო გუნდში დარჩეს, თუმცა არ კონკრეტდება, პოლონურ მხარეს
კონტრაქტის გამოსყიდვა სურს თუ იჯარის ისევ გაგრძელება.

სანამ კლუბური ამბები ირკვევა, გვილია საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია და მოახლოებული მატჩებისთვის ემზადება.

დიდი ალბათობით, ვაკო ორივე თამაშში ძირითად შემადგენლობაში იქნება. ამის თქმის საშუალებას ის გვაძლევს, რომ ცუდ ფორმაში მყოფსა და უთამაშებელსაც ძირითადში აყენებდა ვლადიმირ ვაისი. ახლა კი, ძალიან კარგ ფორმაშია და ნაკლებად სავარაუდოა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ის სათადარიგოთა შორის დატოვოს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთ ერთი პერსპექტიური და მშრომელი ფეხბურთელია რომელსაც რაღაც არ უმართლებს რა კარგი იყო შარშან ლუცერნიში ევროპა ლიგაზეც გაიყვანა გუნდი მაგრამ მერე მოვიდა ვიღაც გერმანელი ს..ი და აითვალწუნა
თემური
23:16 04-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული