ფოტო: Fcdinamo.ge
თბილისის "დინამოს" 17 წლის ფეხბურთელი ირაკლი აზაროვი და აკადემიის დირექტორი ლევან გვანცელაძე საფრანგეთსა და ესპანეთში იმყოფებოდნენ.
ისინი "ბორდოსა" და "ბარსელონას" წარმომადგენლებს შეხვდნენ და ვიტალი დარასელიას თასის მომავალ გათამაშებაზე დაპატიჟეს, რაზეც ორივე კლუბმა მზაობა გამოთქვა და ინტერესიც გამოიჩინა.
მხარეებმა ასევე სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს, ირაკლი აზაროვმა კი რამდენიმედღიანი სტაჟირება გაიარა "ბორდოსა" და "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდებში.
მომზადებულია Fcdinamo.ge-ს მიხედვით