ზივზივაძე და კიტეიშვილი ერთად? - ავსტრიული მედია ქართველს "შტურმს" უკავშირებს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/Fctorpedokutaisi

როგორც ავსტრიული kleinezeitung.at-ი იუწყება, გრაცის "შტურმი" ზაფხულში ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის შეძენას შეეცდება.

"ბუდუ ზივზივაძეს გოლების გატანა შეუძლია, თუმცა მას ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტი 2020 წლის ივნისამდე აკავშირებს. ამიტომ "შტურმს" მის დასამატებლად თანხის გადახდა მოუწევს. 25 წლის ფეხბურთელი 189 სმ სიმაღლისაა. მას საქართველოს ნაკრების რიგებში 3-ჯერ უთამაშია და მისი ფასი დაახლოებით 350 000 ევროა.

ბუდუ ზივზივაძეს და ოთარ კიტეიშვილს, რომელიც "შტურმის" მოთამაშეა, ერთი აგენტი ჰყავთ.", - წერს kleinezeitung-ი.

გამოცემისვე ცნობით, "შტურმიდან" მთავარი მწვრთნელის წასვლის შემდეგ კლუბში ცუდი ვითარებაა და
მოთამაშეების ნაწილი წასვლაზე ფიქრობს.

ბუდუ ზივზივაძემ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 17 მატჩი გამართა და 10 გოლი გაიტანა, გასული სეზონი კი თბილისის "დინამოში" გაატარა, სადაც გიორგი გაბედავასთან ერთად ბომბარდირი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული