გიორგი ჟამერაშვილის ფოტო
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რბილად რომ ვთვათ, უსახური სტარტისა და ორი წაგების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს უმასპინძლა და პირველი ტაიმი 1:0 მოუგო.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები განახორციელა და ძალიან საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდნენ თავს ახალგაზრდები და ეროვნულ გუნდში დაბრუნებული გრიგალავა.
როგორც მოსალოდნელი იყო, უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ, სტუმრები კი მთელი გუნდით ღრმა დაცვაში ჩადგნენ და უნდა ითქვას, თავს ორგანიზებულად და უნარიანად იცავდნენ. ტემპი დაბალი იყო და ჩვენი გუნდი უხიფათოდ უტევდა. შორიდან დარტყმებით სცადეს გოლის გატანა არველაძემ და ხარაბაძემ, მაგრამ მეკარე იდგა მოწოდების სიმაღლეზე.
ვაისმა მერებაშვილსა და კვარაცხელიას ფლანგები გაუცვალა და 30-ე წუთზე კი კვარაცხელიასა და კაკაბაძის ლამაზ კომბინაციას გვილიას მიერ მეტოქის კარის დალაშქვრა მოჰყვა. აუცილებლად აღსანიშნავია სხარტი და ტექნიკური 18 წლის კვარაცხელიას კარგი თამაში.
ტაიმის ბოლოს კი ბარმა კაშია მოატყუა, კანკავამ წააქცია და უოლკერის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ლორიამ ცხრიანიდან გამოაძრო. გადავრჩით!
თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - გიბრალტარი
გოლები: 1:0 გვილია (30)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხარაბაძე, კაშია, გრიგალავა, კანკავა, კვეკვესკირი, მერებაშვილი, გვილია, არველაძე, კვარაცხელია
გიბრალტარი: გოლდვინი, ჯ. ჩიპოლინა, სერჯანტი, ანეშლი, კასკიარო, ბარდონი, უოლკერი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ერნანდესი, დე ბარი
გიბრალტარი: გოლდვინი, ჯ. ჩიპოლინა, სერჯანტი, ანეშლი, კასკიარო, ბარდონი, უოლკერი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ერნანდესი, დე ბარი