გიორგი ჟამერაშვილის ფოტო

7 ივნისს, საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევი ტურნირის მესამე ტურში საკუთარ მოედანზე გიბრალტარი 3:0 დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რბილად რომ ვთვათ, უსახური სტარტისა და ორი წაგების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა გიბრალტარი დაჯაბნა და შესარჩევ ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები განახორციელა და ძალიან საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდნენ თავს ახალგაზრდები და ეროვნულ გუნდში დაბრუნებული გრიგალავა.

როგორც მოსალოდნელი იყო, უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ, სტუმრები კი მთელი გუნდით ღრმა დაცვაში ჩადგნენ და უნდა ითქვას, თავს ორგანიზებულად და უნარიანად იცავდნენ. ტემპი დაბალი იყო და ჩვენი გუნდი უხიფათოდ უტევდა. შორიდან დარტყმებით სცადეს გოლის გატანა არველაძემ და ხარაბაძემ, მაგრამ მეკარე იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

ვაისმა მერებაშვილსა და კვარაცხელიას ფლანგები გაუცვალა და 30-ე წუთზე კვარაცხელიასა და კაკაბაძის ლამაზ კომბინაციას გვილიას მიერ მეტოქის კარის დალაშქვრა მოჰყვა. აუცილებლად აღსანიშნავია სხარტი და ტექნიკური 18 წლის კვარაცხელიას კარგი თამაში.

ტაიმის ბოლოს კი ბარმა კაშია მოატყუა, კანკავამ წააქცია და უოლკერის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ლორიამ ცხრიანიდან გამოაძრო. გადავრჩით!

შესვენების შემდეგ კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო, პაპუნაშვილმა შეცვალა და მან 59-ე წუთზე გვილიას პასით მეორე გოლი გაუტანა გიბრალტარს. მეორე გაშვებულმა გოლმა მოწინააღმდეგის დაცვა არია, ჯვაროსნებს მათ კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდათ და გვილიამ ორი 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენა.

76-ე წუთზე არველაძის დარტყმული ბურთი რ. ჩიპოლინას საჯარიმოში ხელზე მოხვდა და პენალტი თავად დაზარალებულმა უზადოდ შეასრულა - 3:0.

რა თქმა უნდა, გიბრალტარს ევროპის საშუალო დონესთან მიახლოვებული გუნდიც არა ჰყავს, მაგრამ გამარჯვება და მოპოვებული პირველი 3 ქულა თავისთავად სასიამოვნოა.

10 ივნისს საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიას შეხვდება.

თბილისი. "დინამო არენა"

საქართველო - გიბრალტარი 3:0

გოლები: 1:0 გვილია (30), 2:0 პაპუნაშვილი (59), 3:0 არველაძე (76, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხარაბაძე, კაშია, გრიგალავა, კანკავა (მჭედლიძე 77), კვეკვესკირი, მერებაშვილი (კიტეიშვილი 72), გვილია, არველაძე, კვარაცხელია (პაპუნაშვილი 47)

გიბრალტარი: გოლდვინი, ჯ. ჩიპოლინა, სერჯანტი, ანეშლი (ბარნეტი 86), კასკიარო (პონსი 65), ბარდონი (კომბესი 77), უოლკერი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ერნანდესი, დე ბარი

ფაფუ
... ქომაგ-გულშემატკივარიც ფაფუუუ ...
ლაშა
ამ გიბრალტარს ირლანდიამ მხოლოდ ერთი ნოლი მოუგო
ვახტანგ ლოჟანიძეს
მჯერა რასაც ყვები რომ იკადრებდა მაგას. ზუსტად ასეთი დახასიათება ვიცი რეზიზე ჩემი უფროსი მეგობრისგან, რომელიც მაგის პაკალენიის, მაგის სკოლელი იყო. ეს ჩემი მეგობარი წესიერი, ადამიანური და ვაჟკაცური ტიპია, ამიტომ ვიცი რომ ცილს არ დასწამებდა ამ ჩემმა მეგობარმა ასეთი ისტორია მომიყვა ერთ-ერთ სასკოლო საფეხბურთო ტურნირზე რომელიც მაგათთან გაიმართა სკოლაში: რეზო იქნეოდა მეშვიდე კლასში ალბათო (შეიძლება ოდნავ პატარა ან დიდი) და მაგათ კლასს მოუგეს ჩემმა კლასელებმაო. (ნიტო ერთი გოლით, ნიტო დამატებითში) და რეზიმ ისტერული ტირილი დაიწო, გაწვა ძირსო. მამამისიც იქ იყო იმდენი იკამათეს მსაჯთან, რომ არ ჩაითვალა მოგება და გააგრძელებინეს თამაშის დრო და მერე მოიგო ერთი გოლით რეზის კლასმაო… მაგრამ ყველა ცუდი რაც იყო, ამ უსამართლო მოგების მერე, რეზი სიხარულით ხტუნაობდა და ისე გამოხატავდა თითქოს დაემსახურებინოს, თავის გუნდელებსაც კი გაუტყდათო ამიტომ მჯერა რაც მოყევი გვილიას გინებაზე და ამიტომ მგონია რომ როგორც ის თამაში იზეიმა ბავშვოვაში უსამართლოდ, ზუსტად ასევე ეცდება თავისი შვილი ნაკრებში გამოაძახებინოს
სოსო
დასაწყისში,არველაძეც და კვარაცხელიაც,აშკარად შებორკილები ჩანდნენ.კვარაცხელია მერე და მერე უფრო გათამამდა და გაიხსნა,სამწუხაროა,რომ ტრავმა მიიღო.მისი ნამდვილი თამაში,მეორე ტაიმში უნდა გვენახა.არველაძე კი უბურთოდ იყო დარჩენილი,ფლანგური პასები მეტწილად არაზუსტი იყო.როცა ბურთი მიიღო ერთხელ პენალტი გამოიმუშავა,ერთხელ კი საგოლე პასი მისცა გვილიას და მან რომ ვერ გაიტანა,ეს არველაძის ბრალი არ არის.მოედანზე საუკეთესო,ჩემი აზრით გვილია იყო,ყველაზე დიდი საფრთხე მისგან მოდიოდა.მისი პორველი გამოჩენა გამახსენა ნაკრებში.სასიამოვნოა ლევან მჭედლიძის ისევ გამოჩენა ნაკრებში,თუმცა ცენტრფორვარდის ადგილზე გამოსულს,არველაძისა არ იყოს,ბურთი არც მას მიუღია.ცენტრალური თავდამსხმელის ზონაში ერთადერთი კარგი პასი,კაშიამ გააკეთა პირველი ტაიმის ბოლოსკენ,როცა არველაძემ მცველი გაიყვანა და იქ კვეკვესკირი შევარდა,მაგრამ სამწუხაროდ მან კარგად ვერ დაარტყა.აქ საგანგებოდ ვაკეთებ აქცენტს კვარაცხელიაზე და უფრო მეტად არველაძეზე.ისინი დებიუტანტები არიან და მხარდაჭერა სჭირდებათ.ხვიჩას მიმართ დადებითი განწყობა იგრძნობა და ხალხი მხარს უჭერს,არველაძის მიმართ კი,რატომღაც მტრული დამოკიდებულებაა.ვატო ისეთ გუნდში თამაშობს,რომ მისი ნაკრების წევრობა,ბუნებრივად მოჩანს.კაჭარავა ფორმაში არ არის ,ქვილითაია ტრავმირებულია,მჭედლიძე საერთოდ ვერ შეეხო ბურთს.შეიძლება ამ პოზიციაზე საქართველოს ჩემპიონატიდან ეთამაშებინა ვინმე,მაგრამ მათი ფიზიკური მომზადება გიბრალტარსაც არ ეყოფოდა,ჩვენ კი დანიაშიც სათამაშო გვაქვს,თანაც ჩვენი ნაკრების თამაში სწორედ ასეთი სტილის ცენტრალურ თავდამსხმელზეა აგებული(იდეაში მაინც). ამდენი კომენტარებია დადებული და ერთგან არ არის ნახსენები,რომ ნაკრებში საერთოდ არ არსებობს სტანდარტულ სიტუაციებზე გასაკეთებელი კომბინაციები.ჯარიმა,კუთხური,აუტი...ყველაფერი იმ წამს რომ თავში მოუვა ფეხბურთელს,ის კეთდება.ამდენი წელია ვაისი ნაკრებში და ეს საქმე კვლავ ნულზეა.მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებიც კი დაძაბულად მუშაობენ ამაზე,მხოლოდ ჩვენ არ გვჭირდება ეს. ვუყურე დანია ირლანდიას და დიდი ვერაფერი ითამაშა დანიამ,ირლანდიამ როგორც ყოველთვის,აქაც სტანდარტულიდან გაათანაბრა ანგარიში.დანიამ ბევრი მომენტი შექმნა,მაგრამ კარში ვერ არტყავდნენ,დაცვა ზონებს კარგად ჰფარავდა,მეკარეც დიდებულად თამაშობდა და არც უკან ჩამჯდარა ირლანდია,რადგან ხვდებოდნენ,რომ დაცვაში ჩამდგრები,აუცილებლად გაუშვებდნენ.ჩვენც ასე უნდა ვითამაშოთ,მაგრამ დანია ჩვენთან შეუდარებლად უფრო აგრესიული და შემტევი იქნება,მათ ხომ ირლანდიასთან მოსაგები თამაში ვერ მოიგეს და ჩვენთანაც მიყოლებით ვერ მოგება,მათთვის ჯგუფში მდგომარეობას,კრიზისულს გახდის.ასე რომ ძალიან დიდი პრესი ელის ჩვენს ბიჭებს და ვუსურვებ გაძლებას,ფიზიკურადაც და მორალურადაც.თუკი ირლანდიას ვერ მოუგეს,რატომ არ შეიძლება ჩვენც გავისროლოთ?თუნდაც ამ ექსპერიმენტული დაცვით.დანიის დაცვაც არ ჩანდა იდეალური და კონტრშეტევაზე დაჭერა, შესაძლებელი იქნება. წარმატებები ჩვენს ბიჭებს
ჯვებე
ვაისს ძლიერი ინდივიდუალისტები არ უყვარს და ამიტომ არ ათამაშებს
tngh
ყველა გამარჯვება მისალოცია!!! გილოცავთ!!!
Geo_Dinamo
მერებაშვილის ალბათ პასპორტში დვალიშვილი უწერია.
დაა
იმის მერე რაც გეგუჩაძემ 21-წლიანებში ფარერებთან სამარცხვინოთ 1-3 წაგო, იმის მერე კაცს როგორ უნდა მოგიბრუნდეს ენა, რომ მაგის ნაკრებში დანიშნა მოითხოვო? დდდ თანაც ეროვნულში.დ
Ttt
ხო, მარა კედლის დაყენება, რომ არ იცის ლორიამ ესეც ფაქტია.
ლაშა
გუნდმა 3 : 0 მოიგო და შეეშვი უაზრო ფილოსოფიას
ozeki
კაშია ფეხებშუა
მდააააააა.....
ერთი რაც მომეწონა ლორიას სეივი იყო.რაც მართალი მართალი.მაგარ ბურთს გიბრალტარელი დაგირტყამს,გერმანელი,ბრაზილიელი თუ წალენჯიხელი რა მნიშვნელობა აქვს,მაგარი ბურთი აიღო.
გიბო
მერებაშვილის ფასია ტრანსფერმარკეტზე 300 ათასი დოლარი.კიტეიშვილის ფასია 1,500 ათასი . ამ სხვაობას მაინც ეცი პატივი ვაის! ხარაიშვილი 800 ათასი,ლობჟანიძე 800 ათასი!
gode
ეროვნული ლიგიდან აარჩიე ვაისო ბოლობოლო ვინმე ახალგაზრდა ფლანგელი და ათამაშე მერებაშვილის ნაცვლად, ისიც კი უფრო საინტერესო იქნება ჩვენთვის, ვიდრე ეს ვეტერანი მერება!სირცხვილია ეს თქვენი სიჯიუტე!
goga
90-იან წლებში "სარბიელში" იყო სტატია - "ქართული ფეხბურთი ფაფუ", დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, ფაფუ ფეხბურთის კომენტატორებიც, ჟურნალისტებიც, ფედერაციაც თავმოყვარეობაც...
zzz
რა შეგვაჯავრეთ თქვენი საიტი ამ წამებიანი რეკლამით, თქვენ რეკლამიდან შემოსული ფულის გულისთვის ხალხის აზრიც გკიდიათ.... მოაშორეთ რა უბედურებაა, ეგ ფირმაც და თქვენი საიტიც ყველა შეგვაჯავრეთ რა არის ეს.... შენ გასაგონად ვწერ ადმინ, იმიტომ რომ არ გამოაქვეყნებთ რაც არ გაწყობთ, ეს პირადად მე დავრწმუნდი, უზრდელურს არაფერს არ ვწერ და მაინც რაც არ გაწყობთ არ აქვეყნებთ.... აღარ ვწერ კიდევ რაც სათქმელია....
mosexoneli
ნუ შეჭამთ ახლა ამ ბიჭს რატო ითმაშა ცუდათ?პენალტი მოიპოვა გამოიყენა გვილიას საგოლე პასი გაუკეთა ახლა ვერგაიტანა მეორე ა.მისი ბრალი ხოარაა?თან ეს ფედაერაცია არველაDძებთან რომარაა კარგათ უნდა იცოდე კობიაშვილის კონკურენტი მაინც ვინიყო არ გახსოვთ?ასეთები უფრო თამშობენ ფეხბურთს ვიდრე ის ტალანტები მაგალითად ჭანტურია არაბიძე და ასე შემდეგ.სალახი როდის გაიხსან?ან ვარდი საეტოდ დიანმომ დაიწუნა მგონი:)და მერ რ გაიხსნა ყველამ ვიცით.არველაძეც ამ სტილის ფორვარდია ნელნელა მაგრამ შრომით წინ მიდის რაც შედეგს გამოიგებს.ჩვენ გვინდა გოლის გამტანი.და ესისწავლება ტალანტი მარტო არ შეველის ინძაგობა უნდა ამს სწავლა სტრადეგიულად სდად გაიხსნას
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
პირველ 3 ქულას გილოცავთ
სხვათა თუთაშხია
გადავხედე კომენტარებს და არცერთს არ გიხსენებიათ არც მწვრთნელი ტაქტიკა და მოთამაშეთა არაპროფესიონალიზმი. მე შევეცდები ავხსნა: შემადგენლობის ნახვის მერე მივხვდი,რომ ვაისი 10000% გასაშვებია,რადგან არ აქვს კონკრეტული ხედვა,რამ შეიძლება განავითაროს ნაკრები. გიბრალტარი არის უსუსტესი ნაკრები და მასთან რომ ვერ ურისკავ,მაშინ სალაპარაკო არაფერია. არაფერში სჭირდებოდა სამი მძიმე ნახევარმცველი,რადგან პრესინგი,ზონები დაკეტვა არ დაგვჭირდებოდა. გიბრალტარი თავიდანვე ცნობილი იყო,რომ დაცვაში დადგებოდა,ამიტომ კვეკვესკირი და კანკავა ან კანკავა გვილია საკმარისი იქნებოდა. შემაგდენლობაში პაპუნაშვილი და კიტეიშვილის უნდა გვენახა სასტარტოდან,რადგან ეს ბიჭები ძალიან მაგრები არიან(ჩვენ დონეს თუ გავითვალისწინებთ). მერაბაშივილი გამოსადეგია დანიასთან და მსგავს ძლიერ გუნდებთან,რადგან ჯანზეა და ირბენს:) აბა მაგას პასის კულტურა არ აქვს და ქრეატივი ხომ საერთოდ.რაც შეეხება დაცვას საერთოდ მარაზმია უკვე. მწვრთნელი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა ვინ არის ძირითადის დაცვის დუეტი და ეს ცუდია,რადგან ეგ არის მთავარი. გიბრალტარია თუ ჰოლანდია დაცვა არ უნდა იცვლებდეს. დღეს კვერკველია და კაშია,ხვალ კი ხოჭოლავა კაშია. დაცვის შეთამაშება არის უმთავრესი წარმატებისათვის. კაშია უკვე ასაკშია და დროა ხოჭოლავა კვერკველიას დუეტზე გადავიდეთ. ფლანგებზე კი ახალგაზრდა ხარაბაძე და კაკაბაძე უნდა იდგნენ. კანკავა ასაკში კი არის,მაგრამ მაგარი მებრძოლია და პროფესიონალია. დიდი პატივისცემა კვეკვესკირს,მაგრამ ერთ საყრდენზე მეტი საჭირო არ არის და დროა ხარაიშვილი და კიტეიშვილი ავსებდნენ ცენტრალურ სამეულს. რაც შეეხება შემტევ სამეულს არ არის საჭირო გამოკვეთილი ფორვარდის ყოლა,რადგან ხან ქვილითაია არის დამტვრეული,ხან მჭედლიძე და არველაძეს ან ზივზივაძის იმედად ვერ ვიქნებით. ამოტომ ისეთი ხალხია საჭირო,რომლებიც ითამაშებენ,ახალგაზრდები არიან და კარგად გამოიყირებიან. მხვედველობაში მაქვს ჩაკვეტაძე,კვარაცხელია და პაპუნაშვილი. ეს სამივე მოძრავია,ტეხნიკურია და სხვადასხვა პოზიციებზე შეუძლიათ თამაში. შესაძლოა იყოს საკამათო საბა ლობჟანიძის სასტავის კაცობაზე,მაგრამ ეს უკანასკნელიც ცოცხალი ბიჭია. კანკავა როცა გავიდა და პაპუნაშვილი პრესინგს ცდილობდა,მას არავინ ეხმარებოდა და უკან მყოფი ნახევარმცველები უბრალოდ იდგნენ. გასაგებია გიბრალტარია,მაგრამ ნაკრებში თამაშობ და დაიხარჯე ბოლომდე. ნაკრებში გამოძახებულნი არ უნდა იყვნენ: ანანიძე,ყაზაიშვილი,მერებაშვილი,მჭედლიძე და ჭანტურია. გაგიკვირდებათ ალბათ,მაგრამ ოქრიაშვილი უნდა იყოს ნაკრების წევრი,რადგან ეგ ბიჭი ბოლომდე იხარჯება და ნაკრების თამაშებზე ჩამოსვლა არ ეზარება ანანიძისგან განსხვავებით. ჯერ ვერ დაეყრდნობი ამ ანანიძეს და მერე რაც გააკეთა მას მერე მაგის ნაკრებში ხილვა გულის ამრევი იქნება. მადლობა გაწეული სამსახურისთვის,მაგრამ წავიდეს იმ თავის კლუბში,მაინც ხო იქ უნდა თამაშში. ვაისი კი გასაშვებია და ამაზე მდორე კალიბრის მწვრთნელი მეორე არ არსებობს მგონი. ეს მოგება მოგებაა მაინც და სასიხარულოა,მაგრამ ბელარუსთან ასეთი მწვრთნელით და მაგის დაყენებული გუნდით გაჭირდება. რომც გავცდეთ და გავიდეთ იმ ევროპაზე,მერე ამ მწვრთნელით უეჭველი პაპუასები ვეგონებით. ყველას ჰგონია,რომ მოგება ან წაგებაა მთავარი ეხლა ქართველი გულშემატკივრისთვის,მაგრამ ესე არაა ბატონებო. გუნდი განვითარებისთვის უნდა იყოს შექმნილი და არა ლიჟბი სადმე გავაღწიოთო,ეს არასწორი მიდგომაა.ზემოთ ჩამოთვლილ გუნდს მომავალი აქვს და ახალი ბიჭებიც წამოვლენ დროდადრო. ბოლოს კი დავწერ რო ამ საიტზე ბევრჯერ იბლოკება კომენტარები და ჩემი კრიტიკული კომენტარის არ გამოქვეყნების ნაცვლად,წადით კობიაშვილს უთხარით,რომ ერთი ადგილის თამაშს თავი განებოს და ვაისი გაუშვას სლოვაკეთში. და მაინც ვინც ეს კომენტარი დაბლოკოს იყოს პუტინის პუტინი
მჭედელი
ეს მიღწევაა, რადგან ასეთივე სამოყვარულო გუნდს მანამდე ფრე ეთამაშა - გაიხსენეთ ანდორა!
ჰაჰა
ჟუმბერ, ჟუმბერას ევროპისთვის ვმალავთ. ალბათ ფინალში გამოიყვანს, ზამენაზე.
patrioti
ძალიან ჩამოვრჩით ქართველები ფეხბურთში რა!!! მოედანზე შევარდე და მაინცდამაინც მერებაშვილს ჩაეხუტო? :D
jiji
ვაისი არის სუსტი მწვრთნელი, დავიწყოთ დაცვიდან, კაშიას დრო წავიდა, ვერარის საიმედო უკან შესაბამისად დვალი უნდა დაეყენებინა, როცა კვირკვე-ხოჭოლავა დამტვრეულია, ფლანგებზა რაც არის არის უჯეთესი ვარიანტი არაგვაქ სამწუხაროდ.ჯაბა შეუცვლდლია ჯერ , კვეკვესკირი კიბატონო მოედანს ხედავს იდეალურად. შემტევ ფაზაში ვაისას ხედვა არის ნული! გყავს ხარაიშვილი რომელიც მაგარ ფირმაშია, ასევე ლობჟანიძე, ხოშეიძლება 1 ტაიმი ათამაშო, ცენტრფორვარდად დაუძახოს გაბედავას, რადააშავა ზარანდიამ, მოკლედ რომ ვთქვა ამ მწვრთნელით და მისი ხედვებით ამ გუნდს ბელარუსთან შანსი არააქვს! სანამ დროა მოიყვანეთ ცხადაძე ან გეგუჩაძე, თუნდაც ცქიფო! დანიაში გამოჩნდება ჩვენი ნამდვილი ძალა)
emigranti
კიდევ ერთხელ დაამტკიცა ვაისმა, რომ მწვრთნელი არაა, თან მართულია. არველაძის გვარიშვილობის გამო თუ იმსახურებს თამაშს, მაშინ ჩოლოყაშვილი გვეპოვა ვინმე, ამაზე ნაკლებად არ ითამაშებდა. მერებაშვილი ხომ ვარსკვლავებს წყვეტდა წინა თამაშებში და სანამ გინებით არ ავიკლებთ დვალიშვილივით მანამდე ეკალივით იქნება თვალში. კაშია უკვე წარსულია და დანიასთან 100%-იანი ჩაისვრის. თითქოს ბევრი გვყავს ცენტრალური მცველი და დანიასთან საიმედო არავინაა...თავი და თავი მაინც ვაისია და მის ხელში კატასტროფა გველოდება ერთა ლიგაზე. სანამ კიდევ არის დრო მოაშორეთ ვაისი. ნეტა ხელმოწერების შეგროვება შველოდეს.
Vakhtang Lobzhanidze
ჩემს ზევით იჯდა არველაძეების ოჯახი ლოჟაში. მეორე ტაიმში იმ მომენტში როცა ვატომ მისცა გვილიას მაგარი პასი და გვილიამ ვერ გაიტანა ისეთი აგინა რეზიმ გვილიას რო რა ვიცი რა..ძაან ნერვიულობდა და პენალტი რო გაიტანა ისეთი ემოციებით შეხვდნენ გეგონება გერმანიას შეუგდო მაკრატელა
Vakhtang Lobzhanidze
ჩემს ზევით იჯდა არველაძეების ოჯახი ლოჟაში. მეორე ტაიმში იმ მომენტში როცა ვატომ მისცა გვილიას მაგარი პასი და გვილიამ ვერ გაიტანა ისეთი აგინა რეზიმ გვილიას რო რა ვიცი რა..ძაან ნერვიულობდა და პენალტი რო გაიტანა ისეთი ემოციებით შეხვდნენ გეგონება გერმანიას შეუგდო მაკრატელა
Va-Le
Ratom ar vibrdzvit meore adgilistvis eseti debiluri midgoma rom gvaqvs datavidanve veguebit jgufshi charchenas ra profesionalizmze vlaparakobt, belarusze laparakobs shveicaria irlandiastan tamashis cin tumere
ჯუმბერი
ჯუმბერი რატო არ ათამაშე ვაის?
ჯუმბერი
აუ ეს ვაისი ვინაა რა. ჯერი ნუგზარაშვილი რატო არ ათამაშა?
ჟორა პივნოიდან
სასიხარულოა ნებისიერი გამარჯვება და ვულოცავ ნაკრების წევრებს, მაგრამ... პოლიციელების, მექანიკოსების და მოყვარულებისგან დაკომპლექტებულ ნაკრებს რომ მოუგებ, ეს არ გვაძლევს საბაბს რომ შამპანურის ბოთლი გავხსნათ და გასახდელში იზეიმოთ. ჩვენი ფეხბურთელები ბევრ შეცდომას უშვებდნენ ასეთ სუსტ მოწინააღმდეგესთან. ასეთი დაბალი ხარისხის თამაშით დანიასთან განწირულები ვართ დამარცხებისთვის.
zurab
კი მაგრამ ქართული გუნდი თუნდაც გიბრალტართან დრიბლინგს არ უნდა იყენებდეს? ერთად–ერთი გამონაკლისი მცველი კაკაბაძეა.
roma
კვარაცხელია ძალიან სუსტი ყოფილა,უბრალოდ გაპიარებულია ძალიან, ზარანდიასთან ახლოს ვერ მივა,,მაინც ჯიუტად არ იძახებს ეს ვაი მწვრტნელი ვაისი
ფანი
ხალხი არ ხართ? ყველაფერი მეტ ნაკლებად კარგი იყო და ამ მერებაშვილის ვალი ხომ არ გვაქვს რომ გვაყურებინებენ.
სიმართლე
კვარაცხელიაზე ამბობენ ვიღაცები აქ, ნაკრებისთვის მზად არ არისო და თქვე კაი ხალხო, კვარაცხელიას თამაში არ მოგეწონათ და არველაძის მოგეწონათ? მარტო საფეხბურთო ოჯახის წარმომადგენლობა საკმარისი უნდა იყოს ნაკრების წევრობისთვის? ასე რომ იჩაგრებიან სხვა ფეხბურთელები ვისაც მეტად ეკუთხბის ნაკრები. თუნდაც გაბედავა
giorgi
მეგობარო შენ პარარელური სამყაროს თAმაშს ხომ არ უყურე? კვარაცხელიაზე მაგას როგორ ამბობ?
არ დამიბლოკოთ
არველაძისთვის ადრეა ჯერ ნაკრები. ყველაზე სუსტი რგოლი იყო. თავდამსხმელი რომ გიბრალტართან ვერ “იკლებ” დაცვას, აბა ვისთან უნდა “გაიგიჟო” თავი
gio
ეს უკვე საქართველოს ნაკრებია, ასეთი ნაკრებისთვის ღირს გულშემატკივრობა, ბიჭებო უძლიერესები ხართ
irakli
არველაძემ როცა გოლი გაიტანა სიხარულისგან ვიტირე, გრძელდება ამ დიდი საფეხბურთო დინასტიის მოღვაწეობა ნაკრებში, ვატოს ყველა მონაცემი აქვს რომ ევროპის დონის თავდამსხმელი გახდეს, ბრწყინვალე ტექნიკა აქვს და პოზიციებს არჩევს იდეალურად, ის საქართველოს ნაკრების მომავალია
Emiri
კვარაცხელია დაფორთხიალობს , ხარაბაძეც, ხარაიშვილზე დაგინებულიაქ ვაისს მგონი რო არ ათამაშოს
irakli
ყოჩაღ ბიჭებს მთელი სული და გული ჩადეს ამ გამარჯვებაში, აშკარად ეტყობა რომ ჩვენი ნაკრები უკვე იმსახურებს დიდ საფეხბურთო ტურნირებზე გამოსვლას!!! ერთა ლიგა უნდა მოვიგოთ, არანაირი ბელორუსი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები იქნება
dinamo
ძნელი თამაში იყო, საკმაოდ რთული მეტოქე გვყავდა, ფონს მხოლოდ ვაისის ტაქტიკურმა სვლებმა და ნაკრების ფეხბურთელების ინდივიდუალურმა ოსტატობამ გაგვიყვანა
roma
კვარაცხელია არარის ჯერ მზად ეროვნულ ნაკრებისტვის
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა
"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი
"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი
"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?
სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით
"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა
"ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას" - არმან ცარუკიანი
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
საფრანგეთის 14:0 - ევრო 2024-ის კიდევ სამი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
კაშია: თექვსმეტი ქულის აღება ძალიან რთულია
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
კვეკვესკირი: ეს გუნდი განსაკუთრებულია და მიზნის მიღწევა შეგვიძლია
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გიბრალტარს 1:0 ამარცხებს
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
"ჯვაროსანთა" მორიგი გამარჯვება (არადამაჯერებელი), რეკორდი და პლეი-ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა [VIDEO]
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
სანიოლი: ვთქვი, რომ "ჩაეძინათ" - ცვლილებაზე შესულებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?