ვლადიმირ ვაისი: შესაძლოა, ლობჟანიძემ ითამაშოს - კვარაცხელიაც, ალბათ, ითამაშებს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩის წინ, დანიასა და საქართველოს შორის, "ჯვაროსანთა" დამრიგებელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა.

"რა თქმა უნდა, მატჩი რთული იქნება, დანია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუმცა ეს საკვალიფიკაციო ეტაპი კარგად არ დაუწყია, გასულ ტურში ირლანდიასთან ორი ქულა დაკარგა.

დანიას მსოფლიო მასშტაბის რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს.

ჩემი მოთამაშეები მიყვარს, ვენდობი. როცა მეტოქე დანიაა, ჭკვიანურად თამაშია საჭირო. ხვალინდელ შეხვედრაში რომ დაცვას დიდი მნიშვნელობა ექნება, ეს ცხადია.

ლობჟანიძე და ხარაიშვილი სკანდინავიაში თამაშობენ? კიდევ კარგი, დანარჩენებიც აქ არ თამაშობენ, თორემ
ყველას ძირითად შემადგენლობაში დაყენება მომიწევდა.

მათ ვარჯიშზე დავაკვირდები და მივიღებ გადაწყვეტილებას. შესაძლოა, ლობჟანიძემ ხვალ ითამაშოს. ის სწრაფია და ფლანგზე ეფექტურად თამაშობს.

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით საშიში არაფერია. დღეს დავაკვირდებით და ალბათ, ითამაშებს".

დანიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება "თელია პარკენზე" 10 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

sportall.ge-ს ჟურნალისტი ბაჩო შურღაია კოპენჰაგენიდან

მკითხველის კომენტარები / 32 /
კიდევ დავწერ, მშიშარა მწვრთნელია ხვალ ჩაისვრის დაცვით ფეხბურთს ათამაშებს გუნდს, ითამაშებს ფრეზე ან ნაკლები გოლით წაგებაზე, შეცვლებსაც გააკეთებს 80 წუთზე. არ სჯერა და პატივს არ სცემს ფეხბურთელებს, საბრძოლო განწყობას ვერ ქმნის გუნდში. გიბრალტართან არ ჭირდებათ ბიჭებს რაიმე განსხვავებული მოტივაცია და საბრძოლო განწყობის შექმნა. (იმედი მაქვს ვცდები)
რუსთავი
09 ივნისი 2019 23:10
5
კვარაცხელია ჯერ არ არის მზად ასეთი თამაშებისთვის
roma
09 ივნისი 2019 22:58
17
რაღაცა ძალიან კარგს მიგრძნობს გული
გოგა
09 ივნისი 2019 22:20
7
ჰო, მეც მესიზმრა. 2025 წლის 15 ივნისს საქართველოს ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ერთა ლიგის ყველა ჯგუფი მოიგო, D-დან A-მდე. ასე რომ ხვალინდელ თამაშზე ნუ იდარდებთ:)))
ამის სიფათი კი აღარ დადოთ, გთხოვთ, ყარს ეს ქვეშაფსია.
emigranti
10 ივნისი 2019 01:13
7
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული