ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ჯვაროსნების" დაცვა ჩავარდა - დანიამ საქართველოს ნაკრები გააბითურა [VIDEO]

"ჯვაროსნების" დაცვა ჩავარდა - დანიამ საქართველოს ნაკრები გააბითურა [VIDEO]

10 ივნისს, ევროშესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიასთან 1:5 დამარცხდა.

გუნდების დონის და შეხვედრის კოპენჰაგენში ჩატარების გათვალისწინებით, აშკარა ფავორიტები მასპინძლები იყვნენ, თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში თეორიულად ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო.

"ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისევ გვარიანად გადაახალისა შემადგენლობა და გუნდი მოედანზე ნომინალური თავდამსხმელის გარეშე გაიყვანა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინიციატივას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ. მეტადრე მარჯვენა ფლანგიდან მიჰქონდათ ჩვენს კარზე იერიშები და დებიუტშივე ჰქონდათ მომენტი, როდესაც გრძელი გადაცემა ჰეიბერგმა მიიღო, მაგრამ ბურთს საბოლოოდ ლორია დაეუფლა. საქართველოს ნაკრებს უჭირდა ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება.

მე-13 წუთზე კი დანია ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ დაწინაურდა - თავი დოლბერგმა გამოიჩინა.

25-ე წუთზე კი გვილიამ სწრაფი კონტრიერიშისას ლობჟანიძე შმეიხელთან პირისპირ გაიყვანა და მან ანგარიში გაათანაბრა. თუმცა დანია მალე ისევ წინ გაიჭრა - მსაჯმა მიიჩნია, რომ კუთხურისას კანკავამ კიაერზე თამაშის წესები დაარღვია და პენალტი ერიკსენმა გაიტანა.

მეტოქე დიდ უპირატესობას ფლობდა და ჰეიბერგმა, დოლბერგმა და სკოვმა ვერ გამოიყენეს მომენტები.

მოწინააღმდეგე ჩვენს გუნდს ყველა სათამაშო კომპონენტში სჯაბნიდა და ყველაზე მეტად საგანგაშო ეს გახლდათ.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, ვიზავი გვიტევდა, პრესინგსაც მიმართავდა და მესამე გოლი დოლბერგმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში დილეინიმ ლორიასთან თამაშის წესები დაარღვია, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეუტია და კიტეიშვილის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

73-ე წუთზე კი პოულსენმა მეოთხე გოლი გაუტანა ლორიას. აქედან მოყოლებული, ჩვენი გუნდის თამაში საერთოდ მოიშალა - ერიკსენმა, ანკერსენმა და დოლბერგმა გააცუდეს მომენტები, შეცვლაზე შესულმა ბრეიტვეიტმა კი ანგარიში დაამრგვალა.

მოკლედ, თვალნათლივ გამოჩნდა, რომ დანიის ნაკრები ჩვენს გუნდზე გაცილებით მაღალი კლასისაა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები D ჯგუფში 3 ქულით მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს უსწრებს.

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1.

ირლანდია

4

3

1

0

5-1

10

2.

დანია

3

1

2

0

9-5

5

3.

შვეიცარია

2

1

1

0

5-3

4

4.

საქართველო

4

1

0

3

4-8

3

5.

გიბრალტარი

3

0

0

3

0-6

0

კოპენჰაგენი. "ტელია არენა". 15 387 მაყურებელი

დანია - საქართველო 5:1

გოლები: 1:0 დილბერგი (13), 1:1 ლობჟანიძე (25), 2:1 ერიკსენი (30, პენ), 3:1 დოლბერგი (63), 4:1 პოულსენი (73), 5:1 ბრეიტვეიტი (90+3)

დანია: შმეიხელი, ანკერსენი, კიაერი (იორგენსენი 36), კრისტენსენი, სკოვი (ვასი 62), დილეინი, ერიკსენი, დოლბერგი, ლარსენი, პიულსენი (ბრეიტვეიტი 75), ჰეიბერგი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი (დვალი 79), პარუნაშვილი (პაპუნაშვილი 58), კანკავა, კიტეიშვილი (ლობჯანიძე 74), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე

• შოკირებული გულშემატკივარი

ქართველი მწვრთნელი კი არა უკრაინელი ფიზმომზადება მოიყვანეთ იქნებ ცოტა ამტანობა მოამატებინოს ჩვენებს

• გადასარევი გიორგი

პირიქით. უბრალოდ ეს ვაისს არ ეხება. აიყვანეთ ერთი უბრალო უკრაინელი მწვრთნელი და ნახავთ შედეგს მალევე. მუშაობაა საჭირო გუნდთან, პირველ რიგში შეტევა არის ჩვენი სტიქია და ვერ გაიგეს ამ მწვრთნელებმა, მათ შორის ცხადაძის გარდა ვერც ერთმა ქარველმა მწვრთნელმა

კარგი ბატონო, მოერგო ეს ქართველი ამ ქართულ ფენომენალურ ხასიათს, მაგრამ ეს მორგება კლასს მოუმატებს ფეხბურთელებს, თუ კარგ ჩემპიონატში გადაიყვანს და კლასს აუმაღლებს ??? მანამდე გვყავდნენ ქართველი მწვრთნელები და უშველეს რამით? ჩვენ გვყავს დაბალი კლასის ფეხბურთელები, რომლებიც სუსტ ჩემპიონატებში თამაშობენ და არც სათამაშო პრაქტიკა აქვთ. ამას კი მწვრთნელი ვერ გამოასწორებს

• ფეხბურთი

საქართველოს ნაკრები უნდა გაწვრთნას ქართველმა მწვრთნელმა. სხვა შემთხვევაში არასდროს არ გვექნება შანსი მუნდიალზე ან ევროპაზე გასვლის.ქართულ ხასიათს მხოლოდ ქართველი მწვრთნელი მოერგება.

მე-3, მე-4 და მე-5 გოლებზე ლორია მოწოდების სიმაღლეზე იყო ნამდვილად :(

• გიოშა

არ დაბლოკოთ.დიდი ეჭვი მაქვს ფეხბურთის ფედერაციის დავალებით მოქმედებთ,დიზლაიკებს უწერთ იმათ ვინც ჭეშმარიტებას წერს.

• გიოშა

მეც მანდ ვარ,რომ არა საეჭვო პენალტიდან ჩვენს კარში გატანილი გოლი სულ სხვა თამაში იქნებოდა.იგრძნეს რა ჩვენმა ფეხბურთელებმა,რომ ბრძოლას აზრი არ ქონდა საერთოდ მოეშვენ და შედეგიც ლოგიკური მივიღეთ.

• m.m

გატანილი გოლის შემდეგ ისევ დანიელები იწყებდნენ თამაშს, ეტყობა ეს წესი ახალი შემოიღებულია...

• azri

მე პირად არ ვარ მომხრე ამ ეტაპზე ვაისის წასვლის. რა აზრი აქვს? გუარდიოლაც რომ მოიყვანოთ, დანიასთან ქართველი ფეხბურთელებით 10-დან 10 თამაშს წააგებენ მითუმეტეს მასეთი მსაჯობის პირობებში. რომელი ჩვნი ფეხბურთელია გამარჯვებას მიჩვეული თავის კლუბებში? როგორც ჩემი ****-გან სალამური არ გამოვა ისე ამათქგან წარმატებული ფეხბურთელი ამ ასაკში. ბავშვებში და მარტო ბავშვებში არის ქართული ფეხბურთის ხსნა. ოღონდ ამას სჭირდება სწორი მშობელი, სამართლიანი და პროფესიონალი სამწვრთნელო შტაბი და არაკორუფციური მმართველობა სახელმწიფოსი და ფედერაციის. დღეს არც ერთი არ გაგვაჩნია: ბავშვის განვითარების (ფსიქოლოგიური, სპორტული, თეორიული, ფიზიკური, კარიერა) ყველა ეტაპზე იმდენია შეცდომაა დაშვებული რომ ძნელია იქედან რამე გამოვიდეს. ჯერ ყველაფერი მარიაჟზე და სწრაფ ფულზეა გათვალისწინებული. ასე რომ შეეშვით ბიჭების ლანძღვას, მარტო მათი ბრალი არაა ეს შედეგი, არც ვაისის ბრალია ყველა ტრამვირებული და "დიხანიის" გარეშე რომაა დარჩენილი. როგორც ვთქვი ეგაა უწესო სპორტული აღზრდის.

• მწვრთნელი

დაწექით საჯარიმოში! თერთმეტივე დაწექით და ბურთი აღარ გავა! რას დარბიხართ ალა ბალა! ხომ ხედავთ ვერ ეწევით და სირბილში გჯობიან! ამას არ ჯობია ჩაწოლა შენს კარებში!

• Adolf

ეტყობა კაშიას თავისი იღბლიანი ცისარტყელასფერებიანი სამკლაური არ ეკეთა და ამიტომაც წააგო ნაკრებმა.

• gio

1-1 ზე მსაჯმა 2 გოლი აჩუქა დანიას და მომენტები მხოლოდ ამის შემდეგ შეიქმნა ჩვენს კართან.. სტატიის ავტორი აზრზე არ არის .. საქართველოს ნაკრები უეფამ გააბითურა ეს იქნება სწორი სათაური

• სანდრო

gilocavt, vaisis da pexburtelebis "svarka" madloba kobiashvilo rom dagvitove es "udidesi" mwrvtneli da madloba bichebo rom kidev ertxel "asaxelet" chveni pexburti!!!

• ფეხბურთი

ჩვენ რომ ქართული ფეხბურთი მართლა გულით გვიყვარდეს, ყოველდღე ფეხბურთის ფედერაციასთან ვიდგებოდით და ვაიძულებდით ყველა კომპეტენტურ პირს რომ საქართველოში ფეხბურთი დაგვიბრუნონ, ან დატოვონ თანამდეობა.აი აქედან უნდა დავიწყოთ!

• ქართლოსი

იგივე რაგბის, სადაც ნამდვილი ქართული, ვაჟკაცური სულია და რომც აგებდნენ მაინც ბოლომდე იბრძვიან ხოლმე ბიჭები!!!

• ქართლოსი

იგივე რაგბის, სადაც ნამდვილი ქართული, ვაჟკაცური სულია და რომც აგებდნენ მაინც ბოლომდე იბრძვიან ხოლმე ბიჭები!!!

• ბ

მშვიდად ბიჭებო, მშვიდად, დაცვა იწყება ცენტრალური მცველებით, არც ერთი არ იყო (კვირკველია და ხოჭოლავა), ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ქვილითაია... ამათთან ერთად სულ სხვა გუნდი ვართ, მთავარია ეს მატჩები ოპტიმალურად გამოვიყენოთ და უფრო თამამად ენდოს ვაისი ახლებს, ლობჟანიძემ ხომ აშკარად გაამართლა, პაპუს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ძალიან ეტყობა უთამაშებლობა, ამ გუნდიდან უნდა დარჩეს ლორია, კაკაბაძე, კვეკვესკირი, კანკავა, ჰა ჰა გვილია, თუ ისევ არ ამოვარდება ფორმიდან, ხარაიშვილი, ზარანდია, ჭანტურიშვილი, ესენიც გამოადგებიან ნაკრებს მგონია, ერთი ახალიც უეჭველი გამოჩნდება ამ პერიოდში, ეს იყო საქართველოს ნაკრების მეორე შემადგენლობა, ასე რომ, წუწუნის დრო არაა და ჯობია მხარში დავუდგეთ ბიჭებს, რათა როცა საჭირო იქნება, მაშინ აჩვენონ, თუ რა შეუძლიათ, კაშიას დრო წავიდა, დიდი მადლობა მას, მაგრამ მისი ნდობა ბელორუსთან არ შეიძლება, ნავალოვსკიც ვეღარ ქაჩავს, მის ადგილასაც მოიძებნება კარგი ვინმე.

• kaxa

მიმაჩნია რომ ვაისის წასვლით ბევრი არაფერი არ შეიცვლება. დანიის დონის გუნდებს თუ გვინდა მოვუგოთ 11 კაცი უნდა გვყავდეს მინიმუმ ჩაკვეტაძის დონის და 3-4 კიდევ სათადარიგო სკამზე უნდა გვიჯდეს. მე გული დამწყდება უფრო მეტად იმაზე რომ ბელორუსის და ყაზახეთის დონის გუნდებს თუ ვერ მოვუგებთ მაშინაა მწვრთნელი გასაგდები თორემ დანიაში და შვეიცარიაში რომ წააგებ ამას რა მკითხაობა უნდა. ბიჭებმა რაც შეეძლოთ დადეს თავი,კანკავა,კიტეიშვილი,გვვილია,კვეკვესკირი და სხვებიც კბილებით იბრძოდნენ თავგანწირვით მაგრამ სამწუხაროდ მარტო მონდომება და თავგანწირვა არ შველის საქმეს. ამ თაობას მეტი არ შეუძლიათ და რა მოვთხოვოთ.კანკავა კვეკვესკირი კარგები არიან მაგრამ ტობოლს ვერ გასცილდნენ რატომ? იმიტომ რომ ჩელსიში და ტოტენჰემში ისინი არ სჭირდებათ ,დანიელი ერიქსენი და დოლბერგი კი სჭირდებათ. საფუძველი არაგვაქვს ჯერ ჩვენ იმის რომ ტოპ გუნდები დავამარცხოთ!

• გიო

ვაისმა საიდან მოიფიქრა გვილიას ცრუ ცხრიანათ თამაში ნეტა გამაგებინა. საერთოო ჯამში მოსალოდნელი შედეგი იყო

• დათო

კანკავა საერთოდ არ უნდა ეთამაშებინა, თუნდაც იმის გამო გიბრალტართან, რომ იქლესავა და პენალტი მწვრთნელის მითითების მიუხედავად არველაძეს დაარტყმეინა, შE კაცო თუ ასე გინდოდა ხალხის დასანახად მაინც ეთხოვა ვაისისთვის პენალს არველას დავარტყმეინებო, მეორე ფეხბურთელების თამაშზე უარესად ეს კომენტატორები გვაგლეჯავენ ნერვებს თავიანთი მიმოხილვებით თამაშის დროს და სისულელების მოყოლით, თუ რამის გაგება გვინდა აგერ არაა ინტერნეტი, რათ გვინდა მაგათი აბსურდული ლაპარაკი,ლ თან ყველა კომენტატორი რავა ერთმანეთს გავს, კომენტირებისას, ახლა პენალი გააფორმაო,რას ეკიდებოდა მაიკაზე, ასევე ლორია არაა სტაბილური და საიმედო მეკარე, ერთ კარგ ნახტომს ცხრა შეცდომას მიაყოლებს ხოლმე.

• jiji

გირჩევ მართლა გაახილო თვალი,კარგს იზამ

• niko

აზრზე არ არიან ფეხბურთის თამაშის მწვრთნელიდან დაწყებული. ფედერაცია კი არა პედერაციაა

• x.x

ცოტა თვალი გავახილოთ ჯობია, რა გინდოდათ დანიაში გამარჯვება? გუნდი მსოფლიო რეიტინგის 10-ში შედის, თან გაკლია 8 ძირითადი ფეხბურთელი, დაცვა არ გყავს და თავდასხმა, როგორ გინდა ითამაშო? ვაისი კი არა ასეთი სასტავით გვარდიოლაც ვერ გვიშველიდა.

• ლაშა

სასწრაფოდ უნდა წავიდეს ვაისი!

• levan

არასწორად აყენებს სასტავს. ზარანდიაზე უკეთესი რომელიყავს ერთი გამაგებინეთ რატო არიძახებს ნაკრებში?

• გიოშა

დანიის ნაკრები ხომ დიდი ხანია ვერ აჩვენებს წარმატებულ თამაშს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე ან საერთოდ ვერ ხვდება იქ.ამ შესარჩევში წინა საშინაო თამაში ირლანდიასთან ფრედ ითამაშეს და აბა ვისთან უნდა მოეგოთ თუ არა საქართველოსთან.არავინ იფიქროს,რომ დანიაზე წინ საქართველოს დააყენებენ.არახალია მსაჯების მიმხრობის თემა ჩვენს მეტოქეებზე.ამაში დამეთანხმებიან სტაჟიანი გულშემატკივრები.მხოლოდ ის მინდა აღვნიშნო-რომ არა ჩვენს საჯარიმოში მსაჯის მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეთილება საქართველოს ნაკრები ამ თამაშს უბრძოლველად არ დათმობდა!

• aburjga

ფეხბურთი კი არის ჩვენი საქმე! აი ფულბურთში ძალიან მაგრად გვიჭირს!

• გიოშა

დანიის ნაკრები ხომ დიდი ხანია ვერ აჩვენებს წარმატებულ თამაშს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე ან საერთოდ ვერ ხვდება იქ.ამ შესარჩევში წინა საშინაო თამაში ირლანდიასთან ფრედ ითამაშეს და აბა ვისთან უნდა მოეგოთ თუ არა საქართველოსთან.არავინ იფიქროს,რომ დანიაზე წინ საქართველოს დააყენებენ.არახალია მსაჯების მიმხრობის თემა ჩვენს მეტოქეებზე.ამაში დამეთანხმებიან სტაჟიანი გულშემატკივრები.მხოლოდ ის მინდა აღვნიშნო-რომ არა მსაჯის მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეთილება საქართველოს ნაკრები იბრძოლებდა თამაშის ბოლომდე!

• Auee

შენ ცოტათი ადრე გადაგირთავს ...4:1 ჯანდაბას ....მაგრამ მე 5-ეც გაიტანეს და სად არის ის ხალხი ნეტავ რო გაყვიროდნენ რათგვინდა ყაზაიშვილი ანანიძე ოქრი მჭედლიძე და ასე შემდეგ რამხელა ძალა ყოფილა თურმე დაცვაში კვირკველია ... და საერთოდ ჩაკვეტეძე მთელი ნაკრებისთვის ...ასე რომ ძირითადი გუნდი არ იყო ეს ...ეს იყო ის გუნდი ვინებსაც ბევრნი ითხოვდა აქ მინუს ზარანდია ....მართალია ჩვენი ძირითადიც ვერ მოიგებდა გამწარებულ დანიასთან ...მაგრამ მთლად ეგრეც არ წააგებდნენ ...და ყველაზე მთავარი ჩვენი თავის ობიექტური შეფასება ვისწავლოთ და ვინც გვყავს იმათი დაფასება ისე რომ ტყუად გული დაუმსახურებლად არ ვატკინოთ ...!!!

• ფეხბურთი

ფეხბურთი იწყება კომენტატორით, ჩვენ კი კომენტატორები არ გვყავს, გვყავს მიმომხილველები. ამიტომ , ჯერ კომენტატორების ინსტიტუტი შევქმნათ, მერე ვიფიქროთ ფეხბურთზე.მოკლედ ყველაფერი ახლიდან გვაქვს დასაწყები.

• Knops

Kidev ramdeni weli dagvchirdeba rom mivxvdet, fexburti ar aris chveni saqme.

• კარგით რა

საერთოდ რატომ ვუყურებთ ამათ თამაშებს?გიბრალტარს უბნიდან რომ ბიჭები შევკრიბო ალბათ იმითაც მოვუგებთ.დიდი სირცხვილი საქართველოს ნაკრებს!წაგება წაგებაა რა რა ამბავია 4-1;) ეგენი ჯვაროსნები კი არა ქლიავები არიან.სახელს გამართლება უნდა. ჯვაროსნების დარქმევა ამათთვის სირცხვილია.

• გიოშა

))) კი მარა რო უპარტყუნებთ დიზლაიკებს ხომ უნდა გესმოდეთ რას ვწერ.ფეხბურთის მაგარო მცოდნეებო მიპასუხეთ-კანკავა რისთვისაც დასაჯეს იგივე დანიელ ფეხბურთელს რომ გაეკეთებია მსაჯი თუ დანიშნავდა პენალტს? 100% დარწმუნებული ვარ არა.ამის შემდეგ აირია ყველაფერი,ყველა ჩვენი ფეხბურთელი მიხვდა რაც ხდებოდა.არაპროფესონალს ამის დანახვა გაუჭირდება...

• Kika

Klasi at gvaqvs daniis donis da rogor unda mougo. Marto eriqseni 85 milioni evro girs!

• Emiri

ახლა ვნახე გამეორებები დეტალურად .პენალი არიყო იმენა არ იყო , მეორე ბურთი მესამე 100 % იანი ჯარიმა იყო . თამაშით გვჯობდა დიდად მაგრამ ამ ორმა მომენტმა გაგვაფარჩაკა თან მესამე არჩასათვლელი გოლი 72 წუთზე გაიტანეს . არ ვართ სასწაულები მაგრამ იქამდე თავს თუ მივიტანდით მერე ჩავწვებოდით დაცვაში და ნიჩიას თავისუფლად წამოვიღებდით. დიდი გავლენა იქონია სირმა მსაჯმა. მაგ ანგარიშის გამო ავიდა ყველა ზევით და კიც გადაგვახიეს ბურთი ბოლო 15 წუთში და ორიც შეაგდეც .

• ლაშა

მართალია გაგვანადგურა დანიამ, მაგრამ კანკავა რა მაგარი კაცია, ბოლო წუთამდე როგორი გულით იბრძოდა გახსოვთ? კიტეიშვილის თამაში მომეწონა კიდე. მეორე სართულზე დავიჩაგრეთ ნამეტანი. ვფიქრობ, მომავლისთვის კვირკველია - ხოჭოლავას წყვილი უალტერნატივოა დაცვის ცენტრში...

• andro

გაუშვით ვაისი! ამ გუნდს მხოლოდ ბაჩუკი მოსიძე უშველის!

• goga

უარესი ანგარიშით წაგებაც არაა პრობლემა, მაგრამ შეიძლება მოედანზე წაკუზული გახვიდე ვაზელინის იმედად მთავარია ძაან არ მატკინონო? თავად ფეხბურთელებს რატომ არ უჩნდებათ პროტესტის გრძნობა ასეთი თამაშის მიმართ, ნეთუ ერთი კაციც აღარ შემორჩა ქართულ ფეხბურთს და ყველა...

• ქართველი

დაცვა კი არ ჩავარდა არამედ ჩაიჯ.., ხოლო ჩვენი ნაკრების ეკიპირებისას გაითვალისწინონ პამპერსები!

• ზზზ

საწყენია, რომ კი არ თამაშობდნენ, ასე ცოდვილობდნენ.

• შოკირებული გულშემატკივარი

სირცხვილის გრძნობა აღარ უმუშავებთ თორე რაღაცას მოიფიქრებდენ

• ქეძბო

აი მაგარი სირცხვილია უკვე რა! სად მიდის ჩვენი ფული ფეხბურთზე გამოყოფილი ხალხო - ვის ჯიბეებში ჩადის - ამის მერე მთელი ფედერაცია და სამწვრთნელო შტაბი უნდა გაუშვა არ ჯობია სხვა სპორტს დავახარჯოთ ამდენი ფული???

• jiji

ჯვაროსნები კი არა მხდალები იყვნენ,ისე ქონდათ ჩასვრილი რომ ჩერნობილზე უარესი იყო

• zaza

გაიტანეთ გრენლანდია! მოაცილეთ ეს ვაისი! ვინმე ისეთი დანიშნეთ, რომელიც თამაშებზე კი არ ჩამოვა მხოლოდ, არამედ უნდა იცხოვროს საქართველოს ნაკრებით და ახალი კადრები ეძებოს, თუ აქ არა გვყავს ნატურალიზების თემა ინდა გავააქტიუროთ და როგორაც კალათბურთშია , ისე მოვიდზიოთ უცხოელები და ვათამაშოთ, თორე სამარცხვინო რო გავხდით უკვე ვერ ხედავთ???????????????

• ისევ ისე

ნეტა ვცდებოდე მაგრამ კოსოვო და მაკედონია ეგრე ადვილაი გონია პრაფესორ ვაისს რო ვითომ ერთა ლიგიდან გასულია ევროპაზე და აქ გვეღადავება? ღმერთმა ნუ ქნას მაგრამ ილუზია თავზე არ დაგვემხოს და დაგვენგრეს, გინდაც გავიდეთ ხალხნო გვინდა ესეთი საქართველო სადაც ევროპის უძლიერეს გუნდებს უნდა შევხვდეთ?არ გრცხვენით წინასწარ ევროპაზე 3 თამასში ბურთების რაოდენობა 12-0 ზე? ყველა ევროპული სპორტალების დაცინვა ჩვენ ქვეყანაზე? რათ გვინდა მასეთი ევროპაზე თამაში სადაც მწვრთნელი 8 დაცვით ფეხბურთელს დააყენებს და 4 პასი არ გაკეთდება ზედიზედ,ევროპის ჩემპიონატს ხიბლი ეკარგება ასეთი გუნდების იქ თამაშით.. მე მიყვარს ჩვენი გუნდი და ჩემია მაგრამ რეალურად არ ვართ მზად... თუ რაგბზე ვიძახით რომ 6 ერი ჯერ შორია და მზად არ ვართ აქაც უნდა ვთქვათ იგივე... მაგრამ იმედი მაინც მაქვს რო ძირითადები დაბრუნდებიანნ და რაღაცა შეიცვლება...

• მერაბი

უმოტივაციო გუნდი!

• პაატა

სამწრთვნელო შტაბი+ფეხბურთელები+ფედერაცია=უთავმოყვარეობა,არაფროფესიონალიზმი, კორუფცია....ლამისაა შემაძულონ ფეხბურთი ამ სირებმა

• ozeki

ხ-ფთუ!

• ოკ

საქართველოდან დანიაში ერთი თვითმფრინავი ხალხი ჩავიდნენ და 11 კაცზე მეტი არ ათამაშეს, წააგებდნენ აბა რას იზამდნენ, მსაჯის ბრალია. მაგან არ შეუშვა მეტი სტადიონზე და თან გოლები ჩაუთვალა დანიელებს..

• gela

Unda druzo da druzo tavis mwvrtnel fexburtelebianad

• Misha

Ramden fulsac amat atenit ert adgilshi,mag fulit xorbali dateset shvilosa,qartul purs mainc shevchamt

• Shalva

Auu...ra bandaa

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია! დანიის ნაკრებმა კვლავ გვაჩვენა ჩვენი ნაკრების რეალური სახე, მთავარი მწვრთნელიან ფეხბურთელებიანათ (ერთი-ორი გამონაკლისის გარდა). სხვა, რომ აღარაფერი ვთქვათ, რეალურად დაახლოვებით გიბრალტარის დონეზე ვართ ან იქვე არცთუ ისე შორს, ყველა მეტ-ნაკლებად ნორმალური გუნდი სამ ქულას გეგმავს ჩვენთან და იღებს კიდეც. რბილად რომ ვთქვათ, სირცხვილია!!!!!!!! P.S. ვიღაც გამოვა ბოლოში და ჭკვიანი სახით გვამცნობს, პასუხისმგებლობას მე ვიღებ ჩემ თავზეო...... და კვლავ არაფერი შეიცვლება, ყველა და ყველაფერი თავის ადგილას უცვლელად დარჩება!!!! რბილად რომ ვთქვათ, სირცხვილია!!!!!!!! P.S. ამდენი წლის განმავლობაში არ შეიძლება ეროვნული !!!!!!! ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტებს შეხვდეს ?!

• შუახევი

ვაისი საქართველოს ნაკრებს ვერც ათამაშებდა მომავალაშიც ასე გააგრძელებს, ცხადაძის დატოვება კარგი იქნებოდა.დანიასთან თამაშის შემდეგ ოდნავ თავმოყვარეობა ქონდეს ფეხბურთისკენ არ უნდა გამოიხედოს.

• გიორგი

ეს საშინელებაა!!! უთავმოყვარეონი!

• Misha

Ra mainteresebs icit?amat ra esaqmebat evropaze.kai,davushvat da gmertma qnas gavcdet belaruss da finalic moviget,mere?am tamashit ras apireben.uaresad sasacilod unda gaixadon tavi.p.s. feola da xvedelidzis tertmeteuli gvchirdeba))

• ლაშა

დედა რა იყო ეს:)

• 123

რატომ გგონიათ, რომ ერთალიგაზე კოსოვო და ბელორუსი ადვილად დასამარცხებელი გუნდები იქნებიან? მოლდოვას სტილის გუნდი ვართ და უპირატესობა არ გავქვს, გარდა გიროგი ჩაკვეტაძისა. ჩაკვეტაძე დაათრევს ამ გუნდს. მე არ ვფიქრობ, რომ საქართველო ფავორიტია და უკვე გარანტირებული გვაქვს ევროპაზე გასვლა. ვფიქრობ, კოსოვო ჩვენზე ძლიერია, ბელორუსი კიდევ შეიძლება ვჯობდეთ. ჩაკვეტაძეს ისე უნდა გავუფრთხილდეთ მაგ თამაშებამდე, როგორც არაფერს ვუფრთხილდებით.

• giorgi

ეს იყო კურდღლების თამაში ,თამაშის დაწყებამდე უკვე ჩასვრილები იყვნენ.ესეთ ფეხბურთს გიბრალტაის გუნდი არ თამაშობს

• რა მაფიაა?

ფიზიკურად და მენტალურად რო უსუსტესი გუნდი გვყავს ცხადია, უბრალოდ მოგონილი პენალტი და მერე არარეალური გოლი ლორიაზე ჯარიმის მომენტში და ძალიან ძნელია ასეთ დროს რეაბილიტაცია, მოიშლებოდნენ აბა რა მოუვიდოდათ, დამაწყდა ნერვები... ასეთ საცოდაობას არ ვიმსახურებდით ნაღდად... 1:1-ზე სხვა განწყობაა და უსამართლობა გთრგუნავს ადამიანს... სექტემბერში იმედია სიბრაზეს შეინარჩუნებენ და არ ჩამოყრიან ყურებს, ერთია რო ჯაბა არ გვეყოლება, სპორტული სიბრაზის გენერატორი... მარტო აქ კიარ დაგვიდეს პენალტი, კვანტუ დაგვიდეს შემდეგი თამაშისთვის ჯაბას ყვითელით... სუდია პიდარას

• gio

კარგით რა საქართველოს ნაკრებს ყველა ცოდვას ნუ ავკიდებთ, ვერ ნახეთ მსაჯი რა მიკერძოებული იყო, რაში გამოგვიწერა ყვითელი ბარათები, კარგად ვნახე როგორ სიმულიანტობდნენ დანიელები, მაგრამ მხოლოდ ჩვენს ჯარიმებზე რეაგირებდა მსაჯი, 100% პენალტი არ დაგვინიშნეს, ჩვენს კარში დანიშნული პენალტიც ძალიან არასამართლიანი იყო, კი ჩვენებმა სუსტად ითამაშეს, მაგრამ ჩვენი გუნდის წაგება დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოხდა, დაცვამაც ვერ ივარგა, ამაზე რატომ არ საუბრობთ, ეტყობა ეს ფაქტები მეორეხარისხოვნად მიგაჩნიათ, მაგრამ სწორედ ეს საბედისწერო მომენტები გახდა ჩვენი გუნდის დემოტივაციის საფუძველი. ევროპას არ სურს საქართველოს ნაირი გუნდების ხილვა ევროპის ჩემპიონატებზე, ეს თამაშები ხომ მათთვის უფრო ბიზნესია, ვიდრე კონკურენცია. აქ იგებს მხოლოდ ის ვისაც დიდი ფული აქვს, მსაჯებიც სამწუხაროდ ძლიერის მხარეს ირჩევენ, აი ამ თვალსაზრისით შეხედეთ თამაშებს და ისე გამოიტანეთ დასკვნა დიდმა კრიტიკოსებმა.

• bara

როდემდე უნდა ყაროს ქართველმა ხალხმა ფული ამ უთავმოყვარეო და არაპატრიოტი ხალხის შენახვაში??? 300 მილიონი ლარით ამ არაფრის მომცემი ხალხის დაფინანსება შეწყვიტეთ რა და მოახმარეთ ისევ ხალხს ან თუნდაც სხვა სპორტს ან ხელოვნებას არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ სხვა დარგს, რადგანაც ყველა შემთხვევაში ამათზე წარმატებული იქნება ის სფერო სადაც არ უნდა დაბანდდეს ეს ფული!!!

• ზურა

მევთვლი რომ ეს ყველაფერი კობიაშვილის ბრალია. ფედერაცია კი არა კანტორაა ჩვეულებრივი . ეს ვაისი საიდან გამოძერწეს კიდევ ხომ გვახსოვს ყველას? კობის მაგარ პატივს ვცემდი ფეხბურთელობისას ახლა ჩემ თვალში ჩვეულებრივი მოღალატეა რომელიც კლავს ქართულ ფეხბურთს. ვაისს მაგრად კიდია ვერ ხედავთ? იცის რომ ხელშეუხებელია.

• KUTAISELI

vici am komentars mainc ar dabechdavt, mara tkventvis vcer, jurnalistebo, ras eperebit am degenerat mcvrtnels romelsac aravitari monaxazi araak, ver archevs sastavs, zamenas ver aketebs, da tkven ert sitkvasac ar cert cuds vaisze, es ro sxva kvekanachi momxdariko, panguris rtkmevit gaagdebden mag tkven ucodinar vaiss, mara es xo sakartveloa, tkven xmas ver igebt, aravin arapels eubneba, da gvaparchakebs ager visac unda, dania, irlandia, chveicaria, da aseti dabali nakrebebi, sircxvili xart jurnalistebic da pegburtelebic, tavis momchrelebi xart kartveli xalxis, kargat cheinaxet vaisi , cudi arapeli tkvat magaze, vai tkvens patrons ubedurs.

• motzivna

Aikrdzalos fexburti

• ისევ რაგბის მივაწვეთ

მადლობა ღმერთს არ ვუყურე. მანდ მე მხოლოდ ერთი კაცი მეგულება და ეს არის ჯაბა კანკავა!

• mosexoneli

არასდროს მითქვამს ვაისზე ცუდი მაგრამ გუშინ სერიოზული შეცდომები დაუშვა პაპუ არ დააყენა ცირითათში ბურთის დამჭერი არ კყვვდა კიტე და გვილია მარტო რას გააწყობდა მეორე და მთვარაი არაკყავს ცირითადი ტან მაგალი მცველები და იცი დანია ტავითაც კარგად თამშობს დ ამდროს დვალს სკამზე ტოვებ უბრალო უვიცობაა კაცი ორი მეტროა ტითქმის.დ აშედეგი წააგე საჰაერო საჯარიმოში 99 პროცენტით მერე ტან მაგალი აბურურჯანია?ყავდა საერთოდ? ხარაიშვილი ცალკე თემააა.არადა პაპუ გამოვიდ ათუარა დაიწყეს ბურთის გათამშება ცადეს მაინც.მოკლედ ვაისმა და მსაჯმა დადო ეს შედეგი:)

• რიგითი

ვაი? სი.

• a

დვალის შემოყვანა სამწვრთნელო კლასი იყო, წიგნებში შესატანი, ამ კაცს ყველა ქართველი გულშემატკივარი ჯობია აზროვნებაში.

• Vaxo

კანკავა კვეკვესკირი გვილიას ტრიოს რა უნდა ერთად ძირითადში?

• Irakli

თორებ რომ გამოეყვანა მაგ პაპუნა ხომ დაანგრევდენ იქაურობას ძან დაბალი დონუს გუნდი არის საქართველოს ნაკრები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

• კარგით რა

რას დაგიჩემებიათ ეს ჯვაროსნები. ტვინი ნუ წაიღეთ ესენი ჯვაროსნები კი არა ნაგვის ტომრები არიან.და რომელია არმიის მეთაური?კანკავა?

• გიოშა

დანიის ნაკრები საქართველოს ნაკრებს კლასით რომ აღემატება და თამაშს მოიგებდნენ თავიდანვე ყველასათვის ცნობილი იყო,მაგრამ ისიც აღსანიშნავია-მსაჯმა როგორც კი დაინახა,რომ ქართველები წინააღდეგობას უწევდნენ დანიელებს აშკარად მასპინძლებს მიემხრო.

• ალექსა

ერთი ლელოთი მოუგიათ გარდასახვა ვერ გამოიყენეს)) ყოჩაღ ბიჭებს ბოლომდე იბრძოლეს.ვაი ჩვენს დღეს

• დიდგორელი!

ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან რომელი უნდა დაემშვიდობოს ნაკრებს? კაშია კანკავა ნავალა მერება გრიგალავა ლორია ? ჩემი სუბიექტური აზრით ალბათ ყველა

• სპორტ ფაზა

ჩვენი "ფეხბურთელები" არიან უნიკალურები::: ვერ დარბიან, პასს ვერ აკეთებენ ერთზე მეტს, პასს ვერ ღებულობენ, ზონებს ვერ ავსებენ , კარში ვერ ურტყამენ, " უდარი" არააქვთ , აზროვნება არა აქვთ, მოტივაცია არა აქვთ......და ასე შემდეგ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელება და მაინც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ქვიათ!!!! სირცხვილიია სირცხვილიიი!

• სპორტ ფაზა

ისე სიმართლე უნდა ითქვას:: ჩვენი "ვაჟკაცი ფეხბურთელების" ასეთი სუსტი თამაში იმ წვერებიანი კაცის(ალბათ ოდინის) ბრალი იყო ბანერად რო ქონდათ გაშლილი!!!! ასე ეს და არ უნდა სხვა მიზეზებს ძებნა... დაგვიშინეს გიბლარტარის მძლეველი დევგმირები აპაა.... ვაი ამგენის პატრონს უბედურს

• გუჯი

სამწუხაროა რომ უკვე აღარც ვნერვიულობ ამათ საცოდაობაზე. თან იმედი გვაქვს რომ ერთა ლიგიდან ევროპაზე მოვხვდებით. სერიოზულად ვკითხულობ -- რა გვინდა იქ???

• las

რაც მწვრთნელი და ფეხბურთელები ის გულშემატკივარი. ამ თამაშის მერე რომ კიდევ დაწერ ვაისი რა შუაშიაო რა ღა უნდა მოთხოვო ასეთ გულშემატკივარს . აბა ვინ არის შუაში? აუტჩიკი? თუ დინამო სტადიონის დამლაგებელი?

• დიდგორელი!

ჩემი სუბიექტური აზრია - უდიდესი სამსახური აქვთ გაწეული ნაკრებისთვის: ჯაბა კანკავას გურამ კაშიას გიო ნავალოვსკი გიო მერებაშვილის გია გრიგალავას მადლობა მათ და დაუთმონ ახლა გზა ახალგაზრდებს... აფსუს, გორგოძე გვინდა რაგბიში , ის წავიდა და ჯერ ფეხ. ნაკრებიდან თავისით წასული ფეხბურთელი არ მინახავს! სხვა მენტალიტეტი აქვთ აქ

• xxx

ძალიან რთულია როცა შენი ქვეყნის ნაკრების თამაშს უყურებ და 27-ე წამზე წინასწარ იცი ანგარიში და უბრალოდ ელოდები როდის... უპერსპექტივო უუნარო ასეთი შემადგენლობის დაყენება კანონით უნდა ისჯებოდეს ჩემი აზრით... რისი იმედით გადიხარ მინდორზე 21 -ე საუკუნეში 9 დაცვითი სტილის მოთამაშით გიბრალტარი არ თამაშობს ეგრე რა უბედურებაა ეს.. დააყენე რა შე დალოცვილო ისეა თუ ასე მაინც თუ უნდა წააგო ადამიანურად მაინც წააგე და 2 პასი მაინც გადააბი რო შეგრძნება მაინც იყოს იმასა რო საფეხბურთო გუნდია და არა გედევან ფოფხაძის ექვსეული

• ირაკლი

უბედურება მხოლოდ წაგება არაა, საგანგაშოა ის რომ საზიზღარ ფეხბურთს ვთამაშობთ აგერ უკვე მერამდენე წელია. მთავარ მწვრთნელს თავისი შეცდომებიც ეყოფა, მაგრამ რა დღეშია ზოგადად ჩვენში ფეხბურთი. ნუთუ მარტო მაყუთის საკეთებელი დაზგაა საქართველოში სპორტის ეს უპოპულარესი სახეობა და ფეხბურთის მესვეურებს დიდიან პატარიანად ფულის კეთების მეტი არაფერი აინტერესებთ? ნუთუ ასე არ უყვართ ფეხბურთი და მხოლოდ შემოსავლის წყაროდ უქცევიათ? მაშინ მართლა დავშალოთ ფედერაცია და მოვუსპოთ ჩვენი ჯიბიდან დაფინანსება. აბა წინსვლა აბსოლიტურად არაა და ნერვების შლაში და საცოდაობის ყურებაში გვახდევინებენ წლიდან წლამდე თანხებს? მოვა ეგ ერთა თასის ფინალებიც და ბელორუსს თუ რაღაცნაირად გავცდით კოსოვოს მოუგებს ეს გასაცოდაებული ნაკრები? გუნდმა რომელმაც ბულგარეთი გასვლაზე დაამარცხა დღეს.

• დავით 67

ეგ არაფერი, შვეიცარიასთან უარესი შედეგით დამარცხდებიან! გულშემატკივრების გარდა არავინ მეცოდება. უნამუსო ფედერაციავ ფეხბურთელებ მწვრთნელო.

• რუსთავი

კომენტარები გამოაქვეყნეთ ნუ ბლოკავთ. ვაისი არის მშიშარა მწვრთნელი, პატივს არ სცემს და არ კერა საკუთარი ფეხბურთელების. ყველა თამაში ერთიდაიგივე მიზეზით წააგო! ესპანეთთან საფეანგეთთა. გერმანიასთან იტალიასთან პოლონეთთან არ წაგვიგია ასე სამარცხვინოდ. გვეკაიფებოდნენ თორემ რომ სდომოდათ 10:1 მოგვიგებდნენ

• გუსანი

მეჩვენება,რომ პაპუნაშვილზე მიკერძოებული მოლოდინია, ჩაკვეტაძის გარდა ევროპული დონის ფეხბურთს ჯერჯერობით ვერავინ თამაშობს,

• გუსანი

პატრიოტობას დავაბრალოთ, კომენტატორის და ამ სტატიის ავტორის მიკერძოებაც, მსაჯს შეცდომა არ დაუშვია, პენალტიც იყო-მართალია ბურთის მიღებამდე კანკავამ ხელი გაუშვა და მეტოქემაც გააფორმა მაგრამ ამაზე ბევრი ნიშნავს პენალტს, მით უმეტეს მასპინძილსთვის, ლორიას შეცდომა იყო მასე გამოსვლაც- მეტოქე ზურგით იდგა და დამატებითი მოძრაობა ბლოკირებისთვის არ გაუკეთებია, ჯარიმა არ იყო . მიმძიმს მაგრამ ამ ნაკრებით ევროპაზე არაფერი გვესაქმება. 4-5 ჩაკვეტაძე მაინც უნდა გვყვავდეს რომ რაღაც ნორმალური მეტოქეობა გავუწიოთ საშუალო ევროპულ გუნდებს,მენტალობა, კონცენტრირება, ფიზიკა, სწრაფი აზროვნება, და ბურთან კავშირის დეფიციტი ძალიან იგრძნობა.....სხვაზე ნაკლები პატრიოტი არ ვარ, რეალობა ესეთია...

• დათო30

საქართველოს სასტარტო შემადგენლობით ვაისმა დაგეგმა 0-0 და სამართლიანადაც დავისაჯეთ 1-5-ით. როცა მთელი გუნდი ალეწილია და ამ დროს პაპუნა გყავს ჯამრთელი სათადარიგოთა სკამზე ეს უცნაურია, ხარაიშვილს ვისთვის ინახავს? 1-3-ის მერე ბიჭები გაჩერდნენ ეს კი იმას ნიშნავს რომ ფეხურთელებს არ აქვთ გამომუშავეული ბოლომდე ბრძოლის უნარი.

• გიორგი

ეს რაც დღეს საღამოს ვნახეთ დიდი სირცხვილია ქართული ფეხბურთის, საერთოდ შეეშვან ფეხბურთის თამაშს, საცოდაობა ვნახე, უმწეობა , მოველოდი წაგებას რა თქმა უნადა , მაგრამ წაგებაა და წაგებაც, ამათზე დასახარჯი ფული სხვა სახეობის სპორცმენებს გადაუნაწილონ, საქართველოს ფედერაცია სართოდ დასაშლელია...

გასაგებია, რომ დანია ფავორიტია და შედეგიც ლოგიკურია, მაგრამ არ შეიძლება 10 წუთი მაინც გუნდს პრესინგი ეთამაშო? მთელმა მსოფლიომ ისწავლა და ჩვენ კიდევ ყველას ნახევარ მოედანს ვუთმობთ. ასე გოლიც კარგად გავიტანეთ. თან თავდამსხმელი არ გვყავდა. რაც გიბრალტარი იყო ჩვენთვის, ის ვიყავით დანიისთვის.

• aleko

ჩადეთ ბავშვთა ფეხბურთში ფული და ააშენეთ ევროპული დონის სკოლები . მანამდე არაფერი საშველი არ იქნება. ესენი არიან გიბრალტარის დონის ფეხბურთელები

• ჰმ!

კი ეგენი რომ გვყოლოდა 5:2 წავაგებდით

• paata

ვიღაცეები წერს ვაისი და ზოგიერთი ფეხბურთელი მარსზეა რეალობას მოწყვეტილიაო, რეალობას მოწყვეტილი ჩვენ ვართ გულშემატკივრები საქართველოს ნაკრებს მსოფლიო რეიტინგში მეათე გუნდთან წარმატებას რომ მოსთხოვ ქართული ფეხბურთის მდგომარეობის შემხედვარე

• ევგენი ფაიზაღოვი

ჰო დაცვა ჩავარდა თვარა შეტევა და ნახევარდაცვა მოწოდების სიმაღლეზე იყო! ესენი ვინ გყოლიათო მთელი დანია იძახოდა

• Emiri

გუშინ დავწერე ჩვენ გუნდზე , შანსი არ გვაქ მაგრამ იმ ერთი ორი მომენტითაც მივიღებ სიამოვნებას მეთქი , გოლიც შევაგდეთ და მაგრად გამისწორდა. რაც შეეხება ფეხბურთელებს ძაან დაბალი დონისა გვყავს რა. უდიდესი დანაკლისები , კვირკველია, ჩაკვეტაძე, ოქრი , ჯანო ბურთს მაინც დაიჭერდა , ყაზაიშვიკი ოღონც ფორმაში. ანუ ნახევარი გუნდი არ გვყავდა. ჩვენ მაინც მივაღწევთ წარმატებას მერწმუნეთ.ისე იმ ვაუსს შიგააქ ნავალოვსკის დვალით შეცვლა რა შუაში იყო სამით ერთზე

• გიორგი

ძალიან საცოდავი ფეხბურთელები ჰყავს საქართველოს. ფიზიკურად ყველა ნოლია. ვაისი არაფერ შუაში არაა. გვარდიოლაც რომ მოიყვანო მაინც ასეთ დღეში იქნება ეს გუნდი.

• კობი

ეეეე! შეაყარე კედელს ცერცვი! რა იყოთ რა გჭირთ ასეთი განუკურნებელი!?

• გივი

პარუნაშვილის გასვლის შემდეგ გაგვიტანეს 3 გოლი... ვაისი არის უსუსტესი მწვრთნელი, კობიაშვილი კი - უსუსტესი პრეზიდენტი ფედერაციისა! გამოდით ეხლა და რუსეთის ტროლებმა გაამართლეთ ორივე, თორემ დაინგრა ოჯახი!

• პეტროსი

დავწერე რომ ფილმი პირველი მერცხალი გამახსენდა თქო...ვავა რა გვეშველება ერთი საუკუნით უკან ვართ

• Biankoneri

ლობჟანიძე, პაპუ, გვილია კარგები იყვნენ. ჯაბა ძალიან შემეცოდა(ვფიქრობ, მოგონილმა პენალმა ყველაფერი გააფუჭა!) დაცვა - უკომენტაროდ. ჰო არა, ნაკრების ნახევარი არ გვყავს, რავიცი.. აქ რომ ჩამოვლენ ცხვირიდან ძმრად უნდა ვადინოთ დღევანდელი თამაში.

69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა

18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო

დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის

"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს

"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა

"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი

"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი

"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?

სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით

"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა

"ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას" - არმან ცარუკიანი

კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

კრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ

საფრანგეთი შეიძლება ერთა ლიგაზე B დივიზიონში საქართველოსთან ერთად აღმოჩნდეს [VIDEO]

ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?