"ჯვაროსნების" დაცვა ჩავარდა - დანიამ საქართველოს ნაკრები გააბითურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ივნისს, ევროშესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიასთან 1:5 დამარცხდა.

გუნდების დონის და შეხვედრის კოპენჰაგენში ჩატარების გათვალისწინებით, აშკარა ფავორიტები მასპინძლები იყვნენ, თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში თეორიულად ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო.

"ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისევ გვარიანად გადაახალისა შემადგენლობა და გუნდი მოედანზე ნომინალური თავდამსხმელის გარეშე გაიყვანა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინიციატივას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ. მეტადრე მარჯვენა ფლანგიდან მიჰქონდათ ჩვენს კარზე იერიშები და დებიუტშივე ჰქონდათ მომენტი, როდესაც გრძელი გადაცემა ჰეიბერგმა მიიღო, მაგრამ ბურთს საბოლოოდ ლორია დაეუფლა. საქართველოს ნაკრებს უჭირდა ბურთის დაჭერა და
შეტევების ორგანიზება.

მე-13 წუთზე კი დანია ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ დაწინაურდა - თავი დოლბერგმა გამოიჩინა.

25-ე წუთზე კი გვილიამ სწრაფი კონტრიერიშისას ლობჟანიძე შმეიხელთან პირისპირ გაიყვანა და მან ანგარიში გაათანაბრა. თუმცა დანია მალე ისევ წინ გაიჭრა - მსაჯმა მიიჩნია, რომ კუთხურისას კანკავამ კიაერზე თამაშის წესები დაარღვია და პენალტი ერიკსენმა გაიტანა.

მეტოქე დიდ უპირატესობას ფლობდა და ჰეიბერგმა, დოლბერგმა და სკოვმა ვერ გამოიყენეს მომენტები.

მოწინააღმდეგე ჩვენს გუნდს ყველა სათამაშო კომპონენტში სჯაბნიდა და ყველაზე მეტად საგანგაშო ეს გახლდათ.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, ვიზავი გვიტევდა, პრესინგსაც მიმართავდა და მესამე გოლი დოლბერგმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში დილეინიმ ლორიასთან თამაშის წესები დაარღვია, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეუტია და კიტეიშვილის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

73-ე წუთზე კი პოულსენმა მეოთხე გოლი გაუტანა ლორიას. აქედან მოყოლებული, ჩვენი გუნდის თამაში საერთოდ მოიშალა -  ერიკსენმა, ანკერსენმა და დოლბერგმა გააცუდეს მომენტები, შეცვლაზე შესულმა ბრეიტვეიტმა კი ანგარიში დაამრგვალა.

მოკლედ, თვალნათლივ გამოჩნდა, რომ დანიის ნაკრები ჩვენს გუნდზე გაცილებით მაღალი კლასისაა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები D ჯგუფში 3 ქულით მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს უსწრებს.

გუნდი
1. ირლანდია 4 3 1 0 5-1 10
2. დანია 3 1 2 0 9-5 5
3. შვეიცარია 2 1 1 0 5-3 4
4. საქართველო 4 1 0 3 4-8 3
5. გიბრალტარი 3 0 0 3 0-6 0
კოპენჰაგენი. "ტელია არენა". 15 387 მაყურებელი
დანია - საქართველო 5:1
გოლები: 1:0 დილბერგი (13), 1:1 ლობჟანიძე (25), 2:1 ერიკსენი (30, პენ), 3:1 დოლბერგი (63), 4:1 პოულსენი (73), 5:1 ბრეიტვეიტი (90+3)

დანია: შმეიხელი, ანკერსენი, კიაერი (იორგენსენი 36), კრისტენსენი, სკოვი (ვასი 62), დილეინი, ერიკსენი, დოლბერგი, ლარსენი, პიულსენი (ბრეიტვეიტი 75), ჰეიბერგი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი (დვალი 79), პარუნაშვილი (პაპუნაშვილი 58), კანკავა, კიტეიშვილი (ლობჯანიძე 74), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე

altვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

altდანიის ნაკრების მწვრთნელმა ვაისს უპასუხა: ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა

altგურამ კაშია: არ მინდა მხოლოდ მსაჯს დავაბრალო, ამის გარდა კიდევ სამი გოლი იყო

altდანიასთან მატჩის შემდეგ გურამ კაშიას დოპინგ-ტესტი ჩაუტარეს

altსაბა ლობჟანიძე: შმეიხელის კარის აღება სასიამოვნო გრძნობაა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 99 /
ჰო დაცვა ჩავარდა თვარა შეტევა და ნახევარდაცვა მოწოდების სიმაღლეზე იყო! ესენი ვინ გყოლიათო მთელი დანია იძახოდა
ევგენი ფაიზაღოვი
00:50 11-06-2019
4
ეს რაც დღეს საღამოს ვნახეთ დიდი სირცხვილია ქართული ფეხბურთის, საერთოდ შეეშვან ფეხბურთის თამაშს, საცოდაობა ვნახე, უმწეობა , მოველოდი წაგებას რა თქმა უნადა , მაგრამ წაგებაა და წაგებაც, ამათზე დასახარჯი ფული სხვა სახეობის სპორცმენებს გადაუნაწილონ, საქართველოს ფედერაცია სართოდ დასაშლელია...
გიორგი
01:06 11-06-2019
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული